ჰაინრიხ ჰიმლერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაინრიხ ჰიმლერი

ჰაინრიხ ჰიმლერი (გერმ. Heinrich Himmler; დ. 7 ოქტომბერი, 1900, მიუნხენი, გერმანია; გ. 23 მაისი 1945, ლიუნებურგი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, „სს“-ის რაიხსფიურერი 1936-1945 წ.წ., მესამე რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრი 1943-1945 წ.წ.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

7 ოქტომბერი: გებჰარდ ჰიმლერს და მის მეუღლეს ანა ჰაიდერს შეეძინათ ვაჟი ჰაინრიხი. ახალშობილი მონათლა ბავარიის პრიცმა ჰაინრიხმა, რომლის აღმზრდელიც გებჰარდ ჰიმლერი იყო. ოჯახი მკაცრად ნაციონალ-კონსერვატული და კათოლიკური ტრადიციის მქონე იყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჰიმლერს სურდა შესულიყო საიმპერიო ფლოტში, თუმცა სათვალეების ტარების გამო დაწუნებულ იქნა. ამიტომ იძულებული გახდა ბავარიის ინფანტერიის პოლკში შესულიყო. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ჰიმლერს ფროტზე წასვლა არ მოუწია, რაგდან საოფიცრო განათლების მისაღებად იქნა გაგზავნილი.
თავის ნების საწინააღმდეგოდ იგი იძულებული გახდა შეეწყვიტა საოფიცრო განათლების მიღება.
აპრილი: იგი შევიდა ლაუტერბახის ფრაიკორპსის შემადგენლობაში და იბრძოდა კურტ აიზნერის და ბავარიის რესპუბლიკის წინააღმდეგ.
ოქტომბერი: სწავლა განაგრძო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტში სასოფლო მეურნეობის ფაკულტეტზე და გაწევრიანდა სტუდენთა კავშირში - "აპოლონი".
ჰიმლერი 1907 წელს
დიპლომის აღების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო სასუქების დამამზადებელ ფირმაში ლაბორანტად.
გაწევრიანდა პარამილიტარისტულ ორგანიზაციაში - "რაიხსკრიგსფლაგე" (ქართ. "რაიხის საბრძოლო დროშა", გერმ. "Reichskriegsflagge"), რომლის მეთაური იყო ერნსტ რიომი. მისივე რჩევით ჰიმლერი შევიდა "NSDAP"-ში.
9 ნოემბერი: როგორც რიომის მედროშე მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმში ჰიტლერის პუტჩის დროს.
ეხმარებოდა ერიხ ლუდენდოფს და გრეგორ შტრასერს წინასააწჩევნო კამპანიის დროს.
გახდა შტრასერის პირადი მდივანი და ქვემო ბავარიის და ზემო პფალცის გაულაიტერის მოადგილე.
ჰიმლერი დაინიშნა ზემო ბავარიის და შვაბიის გაულაიტერის მოვალეობის შემსრულებლად.
იყო ნაცისტური პარტიის პროპაგანდის განყოფილების უფროსის მოადგილე.
გადაყვანილ იქნა "სს"-ის რაიხსფიურერის მოადგილის თანამდებობაზე.
3 ივლისი: იქორწინა მასზე 8 წლით უფროსს მარგარეთე ბოდენზე (გერმ. Margarethe Boden). თავის მეუღლესთან ერთად მცირე ხნის განმავლობაში საკუთარი ქათმების ფერმაში იყო დაკავებული, თუმცა ამ ბიზნესს წარმატება არ მოჰყოლია.
6 იანვარი: ჰიმლერი დაინიშნა "სს"-ის რაიხსფიურერის თანამდებობაზე. ამ დროს "სს" 280 წევრს ითვლიდა და ექვემდებარებოდა "SA"-ს. ჰიმლერის "სს"-ის საწევრო ნომერი იყო "166".
"SS" დამოუკიდებელი ორგანიზაცია ხდება. ჰიმლერი ვეზერ-ემსის საარჩევნო უბნიდან რაიხსტაგში იქნა არჩეული.
აპრილი: "SA"-ს ბუნტის დროს ჰიმლერმა უპირობო ლოიალიტეტი გამოავნინა ფიურერის წინაშე. მისი დავალებით რაინჰარდ ჰაიდრიხმა ჩამოაყალიბა პარტიის უშიშროების სამსახური - "SD".
25 იანვარი: ჰიმლერი დაინიშნა მიუნხენის "ყავისფერი სახლის" ("NSDAP"-ის შტაბბინა) უშიშროების შეფად.
დეკემბერი: "სს"-ის წევრების რიცხვმა 50.000 მიაღწია. დაიწყო ჩამოყალიბება "მმართველი ორდენის", მკაცრად განსაზღვრული რასისტული "ბიოლოგიური სელექციის" და "ქორწინების კანონის" გათვალისწინებით.
მარტი: ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰიმლერი დაინიშნა მიუნხენის პოლიციის შეფად. პარალელურად იგი ხელმძღვანელობდა პირველი საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობას დახაუში.
1 აპრილი: ჰიმლერი გადაიყვანეს ბავარიის პოლიციის პოლიტიკური ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
იანვარი: გერმანული მიწა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ჰიმლერის ხელში მოექცა მთელი რაიხის პოლიციის აპარატი (პრუსიის და შაუმბურგ-ლიპეს გარდა).
20 აპრილი: ჰერმან გიორინგის ბრძანებით იგი დაინიშნა "გესტაპო"-ს შეფად. გესტაპოს და "SD"-ს ცენტრალიზებით ჰიმლერმა შეძლო დამოუკიდებლობა მოეპოვებინა "SA"-გან და ეს ორგანიზაციები ჩამოეყალიბებინა ნაცისტური პარტიის ერთადერთ სადაზვერვო და უშიშროების სამსახურად. ამ პერიოდში უზომოდ გაიზარდა "სს"-ის გავლენა.
ივნისი: ჰიმლერი და "სს" წამყვან როლს თამაშობენ რიომის პუტჩის შენიღბულ "SA"-ს უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ჩადენილ მკვლელობებში. ივლისი: ჰიმლერი, როგორ "სს"-ის რაიხსფიურერი ჰიტლერის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. "სს" გადაეცა საკონცენტრაციო ბანაკების რეორგანიზაციის და მართვის უფლებები მთალი გერმანიის მასშტაბით. ბანაკების საყარაულო პერსონალი ამიერიდან სპეციალურად გაწვრთნილი "მკვდარი თავის ქალას შენაერთებიდან" (გერმ. Totenkopfverbände) კომპლექტდებოდა.
17 ივნისი: ჰიმლერი დაინიშნა გერმანული პოლიციის შეფად.
მისი ბრძანებით გესტაპომ დაიწყო ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეების სასამრთლოს გვერდია ავლით საკონცენტრაციო ბანაკებში მოთავსება.
თებერვალი: "SD" ინფორმანტების წყალობით ჰილმერმა მოამზადა მაკომპრომეტირებელი საქმე ("ფრიჩ-ბლომბერგის-საქმე"), რომლის შემდეგაც თანამდებობები დატოვეს ვერნერ ფონ ბლომბერგმა და ბარონმა ვერნერ ფონ ფრიჩმა.
აგვისტო: ჰიტლერის ბრძანებით "სს"-ის შეიარაღებული ძალები ვერმახტს შეურთდა, თუმცა ხელმძღვანელობა მაინც ჰიმლერის ხელში დარჩა.
27 სექტემბერი: მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით დაარსებულ იქნა "რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო" (რსჰა), რომლის დაქვემდებარებაში გადავიდა გესტაპო, კრიპო და "SD". "რსჰა"-ს შეფად დაინიშნა რაინჰარდ ჰაიდრიხი.
7 ოქტომბერი: ჰიმლერი დაინიშნა "გერმანელი ხალხის გაძლიერების საქმის" რაიხსკომისრად. მას დაევალა დაპყრობილ ტერიტორიებზე რასობრივი წმენდის და გადასახლებების გატარება.
მისი ბრძანებით პოლონეთში ფიზიკურად განადგურებულ იქნა ასობით ათასი პოლონელი და ებრაელი.
იგი ოფიციალურად გაეყარა თავის მეუღლეს და ამიერიდან ცხოვრობდა ჰედვიგ პოტჰასტთა ერთად. მასთან ჰიმლერ 2 შვილი შეეძინა.
სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ ჰიტლერმა მას დაუქვემდებარა დაპყრობილი ტერიტორიების საპოლიციო აპარატი და ამით ჰიმლერი გახდა ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მილიონობით ებრაელის ფიზიკურ განადგურებისა.
მისი ბრძანების თანახმად ძალაში შევიდა "გენერალური გეგმა «აღმოსავლეთი»" (გერმ.: "Generalplan Ost"), რომელიც მიზნად ისახავდა მილიონობით რუსის, პოლონელის, უკრაინელის და ბელორუსის გადასახლებას ციმბირში და მათ საცხოვრებელ ადგილზე გერმანელთა ჩასახლებას.
იანვარი: ჰაიდრიხის მკვლელობის შემდეგ მისი მოადგილე და ამავდროულად "SD" და "რსჰა"-ს შეფი გახდა ერნსტ კალტენბრუნერი.
25 აგვისტო: ჰიმლერი დაინიშნა რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრად.
თებერვალი: ადმირალ კანარისის დამხობისა და აბვერის "SD"-ზე დაქვემდებარებით ჰიმლერის ხელში მოექცა მთელი მესამე რაიხის სადაზვერვო სისტემა.
21 ივლისი: ჰიტლეზე განხორციელები პუტჩის შემდგომ ჰიმლერის ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. იგი გენერალ-მაიორ ფრიდრიხ ფრომის ნაცვლად დანიშნულ იქნა სარეზერვო ჯარების და არმიის აღჭურვილობის შეფად.
2 დეკემბერი: იგი დანიშნულ იქნა ზემო რაინის არმიათ ჯგუფის მთავარსარდლად და სათავეში ჩაუდგა თავდაცვითი ხაზის მშენებლობას.
იანვარი: წითელი არმიის მიერ ვისლაზე განხორციელებული გარღვევით სააშკარაოზე გამოვიდა ჰიმლერის, როგორც მთავარსადლის უუნარობა. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით მან თავი დაჭრილთა ლაზარეთს შეაფარა.
მარტი: მთავარსარდლის პოსტიდან გადაყენების შემდეგ ჰიმლერი შეეცადა კავშირი დაემყარებინა დასავლეთელ მოკავშირეებთან და დაედო მათთან სეპარატიული ზავი.
28 აპრილი: ჰიტლერმა შეიტყო რა ჰიმლერის გეგმების შესახებ დაუყოვნებლივ გადააყენა იგი მის მიერ დაკავებული ყველა თანამდებობიდან, ჩამოართვა ყველა მინიჭებული წოდება და ორდენი და დაპატიმრების ბრძანება გასცა.
მაისი: კარლ დიონიცის და ახალი მთავრობის მიერ ჰიმლერი უკუგდებულ იქნა, მან, ფალსიფიცირებული საბუთებით რამდენიმე დღე გაატარა ფლენსბურგის ტყვეტა ბანაკში, საიდანაც როგორ უბრალო ჯარისკაცი გაპარულ იქნა, მაგრამ ლიუნებურგის ახლოს დაკავებულ იქნა სამხედრო პატრულის მიერ.
23 მაისი:გაგებულ იქნა რა მისი ნამდვილი ვინაობა ჰიმლერმა დამალული ციანკალიუმის კაპსულით თავი მოიკლა ლიუნებურგის ბრიტანულ ტყვეთა ბანაკში.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: