ანტონიუ დი სალაზარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონიუ დი ოლივეირა სალაზარი
António de Oliveira Salazar
ანტონიუ დი ოლივეირა სალაზარიAntónio de Oliveira Salazar
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ივლისი, 1932 – 25 სექტემბერი, 1968
წინამორბედი დომინგას ოლივეირა
მემკვიდრე მარსელუ კაეტანუ

დაბადებული 28 აპრილი 1889
ვიმეირუ, სანტა-კომბა-დანი, ბეირა-ალტა
გარდაცვლილი 27 ივლისი 1970 (81 წლის)
ლისაბონი
ეროვნება პორტუგალიელი
მეუღლე არ დაქორწინებულა
რელიგია კათოლიკე

ანტონიუ დი ოლივერა სალაზარი (პორტ. António de Oliveira Salazar; დ. 28 აპრილი, 1889 — გ. 27 ივლისი, 1970) — პორტუგალიელი პოლიტიკური მოღვაწე, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და დიქტატორი (1932—1968). პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1951 წელს. დააფუძნა და წინ უძღვოდა ესტადო-ნოვოს ("ახალი სახელმწიფო"), ავტორიტარულ, მემარჯვენე მთავრობას, რომელიც ქვეყანას მართავდა 1932 წლიდან 1974 წლამდე.

გზა ძალაუფლებისკენ[რედაქტირება]

ანტონიო სალაზარი დაიბადა ვიმეიროში,[1] სანტა-კომბა-დაოში (ცენტრალური პორტუგალია), მოკრძალებულ ოჯახში, მისი მამა მცირე მიწათმფლობელი დროთა განმავლობაში მსხვილ მიწათმფლობელად იქცა. ანტონიოს ჰყავდა 4 უფროსი და, ის იყო ერთადერთი მამაკაცი ოჯახში.

მიუხედავად მისი სასულიერო განათლებისა სალაზარი ყოველთვის ამჯობინებდა დაბალი ფენების უფლებების დაცვას. ანტონიოს უფროსი დები იყვნენ მარია დე რესგატე, სალაზარ დე ოლივეირა დაწყებითი კალასის მასწავლებელი, მარია ლეოპოლდინა სალაზარ დე ოლივეირა და ლაურა სალაზარ დე ოლივეირა, რომელიც 1887 წელს დაქორწინდა აბელ პე დე სოუსასთან, რომლის ძმა მარიო პე დე სოუსა იყო სალასარის შინაგან საქმეთა მინისტრი.

ანტონიო სწავლობდა ვისოს სემინარიაში 1900-1914 წლებში და აპირებდა გამხდარიყო მღვდელი, მაგრამ შეიცვალა აზრი და სწავლა გააგრძელა კოიმბას სამართლის აკადემიაში რესპუბლიკური მთავრობის პირველ წლებში. მისი, როგორც ახალგაზრდა ადამიანის, პოლიტიკაში ჩართვის მთავარი მიზეზი მისი რომაულ-კათოლიკური ხედვები, რომელიც გადათელა ახალმა ანტი თეისტურმა პორტუგალიის პირველმა რესპუბლიკამ. ის წერდა სტატიებს კათოლიკურ გაზეთებში და მონაწილეობდა ქუჩის ბრძოლებში მემარჯვენეების მხარეზე,ეკლესიის ინტერესების დასაცავად.

სიდონიო პეს დიქტატურის ბოლო პერიოდში 1917-1918 წლებში სალაზარს შესთავაზეს მინისტრობა მაგრამ უარი თქვა.ის ფორმალურად ჩაერთო პოლიტიკაში შემდგომ კონსერვატორ-კათოლიკების პარტიაში შესვლით,ის არჩეულ იქნა პარლამენტშიც მაგრამ პირველი სესიის შემდეგ მან დატოვა პორტუგალიის პარლამეტი და დაეუფლა პოლიტ-ეკონომიკას კოიმბას უნივერსტეტში.

1926 წლის 28 მაისის მოვლენების შემდეგ ის მოხვდა ხოსე მენდეს კაბეკადესის მთავრობაში როგორც 71ე ფინანსთა მინისტრი თუმცა გარკვეული მიზეზების გამო დატოვა თანამდებობა,მაგრამ მოგვიანებით ის კვლავ დანიშნეს ფინანსთა მინისტრად ქვეყანაში შიდა პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლის შემდეგ. 1932 წელს ის გახდა პორტუგალიის პრემიერ მინისტრი,ისტორიკოსთა უმრავლესობა სალაზარის მმართველობას ახასიათებს როგორც დიქტატორულს.1933 წელს მან მიიღო პორტუგალიის ახალი კონსტიტუცია,რომელმაც მას მიანიჭა ფაქტიურად განუსაზღვრელი უფლებები,ქვეყანაში დამყარდა ავტორიტარული,ანტი საპარალამენტო რეჟიმი რომელმაც გასტანა 4 დეკადას. ახალი კონსტიტუციით მოხიბლულები იყვნენ გერმანიასა და იტალიაში.[2]

სალაზარს ძალაუფლება მიანიჭა პრეზიდენტმა კარმონამ 1932 წელს დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერის საფუძველზე.ანარქიული რესპუბლიკური ერის შემდეგ სალაზარის პოლიტიკამ მხარდამჭერები მოიპოვა თითქმის ყველა სოციალურ ფენაში.

Estado Novo[რედაქტირება]

სალზარმა შეიმუშავა ახალი კონცეფცია "Estado Novo" (ახალი სახელმწიფო). მისი რეჟიმის ბაზისი იყო სტაბილურობის პლატფრორმა, მისმა ადრეულმა რეფორმებმა გზა გაუხსნა ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას.პორტუგალიის პირველი რესპიბლიკის ქაოტური პერიოდის შემდეგ სალაზარის რეჟიმი ჩანდა ნამდვილ გარღვევად სტაბილურობისკენ. ქვეყნის ტრანსფიგურაცია ცნობილია როგორც "A Lição de Salazar".("სალაზარის გაკვეთილი")

განათლება არ იყო ქვეყნის პრიორიტეტი,მაგრამ დაწყებითი განათლებაიყო მთავრობის მიერ დაფინანსებული, თუმცა პორტუგალია ევროპაში ერთ ერთ ბოლო ადგილზე იდგა წერა კითხვის ცოდნით, ანტონიო სალაზარის რეფორმები ძირითადად ეხებოდა მაღალ კლასს, დაბალი კლასებისთვის კი მდგომარეობა უარესდებოდა.

სალაზარმა შექმნა საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია რომლის მიზანი იყო კომუნისტების და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ბრძოლა. თავიდან საიდუმლო პოლიციას ეწოდა PVDE (Polícia de Vigilância e Defesa do Estado), ის იყო გესტაპოს ინსპირირებული ორგანიზაცია, რომელიც ცნობილი გახდა ახალი სახელით (1945-1969) PIDE (Polícia Internacional e de Defesa do Estado) რომელიც დისიდენტების წინააღმდეგ ბრძოლით შემიფარგლებოდა, სხვა დიქტატორული რეჟიმებისგან განსხვავებით სალაზარის რეჟიმი ნაკლებ სისხლიანი აღმოჩნდა. სალაზარის რეჟიმი იყო ავტორიტარული, ის ეფუძნებოდა მის პოლიტიკურ ფილოსოფიას რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა რეგრესიულად ინტერპრეტირებულ კათოლიკურ სოციალურ დოქტრინას, რომელიც ძალიან წააგავდა ენგელბერტ დოლფუსის რეჟიმს ავსტრიაში, ეკონმიკური სისტემა ხასიათდებოდა როგორც კორპორატიული. სალაზარი თავის თავს უწოდებდა პორტუგალიელ ნაციონალისტ-სინდიკალისტს. უამრავ ევროპულ ქვეყანაში შიში იყო კომუნისზმის დამყარების, სალაზარმა აკრძალა როგორც მარქსისტული ისევე რევოლუციური ფაშისტ-სინდიკალისტური პარტიები, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სალაზარის ფაშისტური იდეოლოგიისადმი რწმენა, მისი იდეოლოგია შეიცავდა რომაულ კათოლიციზმს,მონარქიზმს, რეგიონალიზმს და აგარარულ ტენდენციებს რომელიც ღრმა კონტრასტშია ფაშისტურ იდეოლოგიასთან.თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ ის აქტიურად უჭერდა მხარს ფრანსისკო ფრანკოს ესპანეთის სამოქალაქო ომში. [3] მან ბენიტო მუსოლინისთან დაკავშირებით ერთხელ განაცხადა:

ვიკიციტატა
„მე ვარ მუსოლინისთან იტალიაში მაგრამ არ შემიძლია ვიყო პორტუგალიაში“

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დასავლელმა მოკავშირეებმა მიიღეს პორტუგალიისგან კუნძულები დიდი ბრიტანეთისთვის და შემდგომ ამერიკისთვის სამხედრო საზღვაო ძალების განსალაგებლათ.

ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომში[რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სალაზარმა გამოაცხადა ნეიტრალიტეტი.ესპანეთის სამოქალაქო ომში სალაზარმა ოფიციალურად არც ერთ მხარეს არ დაუჭირა მხარი თუმცა ფარულად მხარს უჭერდა ნაციონალისტებს,სალაზარმა ნება დართო გენერალ სანხურხოს აჯანყების ლიდერს პორტუგალიის სამოქალაქო აეროპორტებიდან ფრენების.სალაზარი იყო ინიციატორი იბერიის ნეიტრალიტეტის პაქტისა რომელიც მან შესთავაზა ფრანკოს 1939 წელს.სინამდვილეში კი ეს ეხმარებოდა მოკავშირეებს რაც გამოიხატა აზოვის კუნძულების მოკავშირეების საზღვაო ძალებისთვის დათმობაში რაც გამოწვეული იყო იქიდან რომ მას არ შეეძლო მხარი დაეჭირა აქსისი ქვეყნებისთვის (ამ შემთხევავაში ნეიტრალიტეტის სრულად შენარჩუნება აქსისი მხარდაჭერად ფასდებოდა) რადგან ამით ის დაუპირისპირდებოდა ბრიტანეთის კოლონიურ იმპერიას რომელსაც შეეძლო მიეტაცებინა პორტუგალიის კუთვნილი კოლონიები.ამის საპასუხოდ არსებობს ვერსია რომ ფრანკომ დაგეგმა პორტუგალიის გიბრალტართან ერთად ოკუპაციის გეგმა ნაცისტების მხარდაჭერით. პორტუგალია აგრძელებდა ვოლფრამის და სხვა სიმდიდრეების ექსპორტს როგორც აქსისის ქვეყნებში(ნაწილობრივ შვეიცარიის გავლით)ისევე მოკავშირეთა სახელმწიფოებში. 1945 წელს პორტუგალია იყო ფართო კოლონიური იმპერია,რომელიც აკონტროლებდა აზორის კუნძულებს,მადეირუს,კაბო-ვერდეს და პრინსიპის,ანგოლას,ბისაუს-გვინეას,კაბინდუს და მოზამბიკს აფრიკაში,დიუს,დამანს და გოას ინდოეთში,მაკაოს ჩინეთში და აღმოსავლეთ ტიმორს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში.სალაზარმა როგორც ძლიერმა ინტეგრალისტმა კიდევ უფრო განამტკიცა პორტუგალიის კოლონიური იმპერია.

ომის შემდგომი პორტუგალია[რედაქტირება]

სალაზარს სურდა პორტუგალიას მოეპოვებინა მნიშვნელოვანი როლი მსოფლიო პოლიტიკაში,რასაც ხელს უწყობდა პორტუგალიის სტრატეგიული მდებარეობა,სწორედ ამ მიზეზით პორტუგალია გახდა ერთადერთი არა დემოკრატიული ნატოს დამფუძნებელი ქვეყანა 1949 წელს,რამაც პორტუგალიას მიანიჭა ერთ ერთი მთავარი როლი კომუნიზმთან ბრძოლაში ცივ ომში.პორტუგალისა შესთავაზეს დახმარება მარშალის გეგმიდან რაც იყო საზღაური იმისა რაც პორტუგალიამ გაუკეთა მოკავშირეების მეორე მსოფლიო ომში.შეთავაზება თავიდან უარყო სალაზარმა თუმცა შემდგომ დათანხმდა.

1950იან წლებში პორტუგალიის ეკონომიკური მაჩვენებელი იგივე იყო რაც მეორე მსოფლიო ომში ნეიტრალიტეტის პირობებში. ნამდვილი ეკონომიკური აღმასვლა კი დაიწყო 1960იან წლებში "ახალი ტექნოკრატების" მოსვლის შემდეგ, რამაც ქვეყანა აქცია საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად მსოფლიო არენაზე.

ომის შემდგომ კოლონიები იყვნენ მუდმივ არეულობებში.ინდოეთის მოვლენები იყო პირველი დარტყმა პორტუგალიის კოლონიური იმპერიისთვის,მას შემდეგ რაც გაფორმდა ინდოეთის კავშირი 1947 წლის 15 აგვისტოს,გოელმა ნაციონალისტებმა გააჩაღეს ბრძოლები გოას ინდოეთთან მიერთებისთვის.უფრო კონკრეტულად მთლიანი ოპერაცია მოიცავდა სამოქალაქო და სამხედრო ოპერაციებს,სამოქალაქოში შედიოდა მრავალრიცხოვანი აქციები ადმინისტრაციული შენობებთან და ასშ. ხოლო ოპერაციის სამხედრო ფაზა დაკავშირებული იყო ინდოეთის შეიარაღებულ ძალებთან. ინდოეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრა პორტუგალიის ინდოეთში და დაამყარეს კონტროლი გოაზე, დამანზე და დიუზე ოპერაცია ვიჯაის საშუალებით 1961 წელს. ამასობაში კი მდგომარეობა უარესდებოდა პორტუგალიის დანარჩენ კოლონიებში. პორტუგალია აღმოჩნდა იზოლაციაში მას შემდეგ რაც ევრო გაერთიანება შეპირდა აფრიკას დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. 1960იან წლებში შეიარაღებულმა რევოლუციურმა მოძრაობებმა მიაღწიეს მოზამბიკს,ანგოლას და პორტუგალიურ გვინეას.იმედები არსებობდა პორტუგალიურ გვინეაზე სადაც პორტუგალიის არმიას და საზღვაო ძალებს შეეძლოთ ეფექტურად ემოქმედათ კარგად დაგეგმილი გეგმის მიხედვით ქვეითებთან,მილიციასთან და სპეციალური ოპერაციების დანაყოფებთან ერთად.

თავად პორტუგალიაში კი სალაზარის რეჟიმი იყო ისეთი ავტორიტარული როგორც არასდროს,მისი რეჟიმი ძალაუფლებას ინარჩუნებდა პირველი რესპუბლიკის არასტაბილური პერიოდის ხშირი შეხსენებით,მაგრამ ახალმა თაობამ რომელსაც არ ენეხა პირველი რესპუბლიკა ითხოვდა თავისუფალ პრესას და მედიას,ისინი უკვე ავლებდნენ პარალელებს ფრანკოს დიქტატურასთან.

ეკონომიკური პოლიტიკა[რედაქტირება]

ეკონომიკის მხრივ სალაზარის მმართველობა აღინიშნა ეკონომიკური ზრდით,1950 წლიდან სალაზარის სიკვდილამდე.პორტუგალია ეკონომიკური ზრდის ტემპებით (5,66 პროცენტი წელიწადში)პირველი ადგილი დაიკავა ევროპაში და გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკური ქვეყანა ევროპაში.სალაზარის ეკონომიკა ხასიათდებოდა ეტატიზმით რაც პოპულარული იყო დიდი დეპრესიის პერიოდში. ფინანსური სტაბილურობა იყო სალაზარის უმთავრესი მიზანი რასაც აღწევდა უამრავი რეფორმების გატარებით ფინანსურ სისტემაში

გარდაცვალება[რედაქტირება]

1968 წელს სალაზარის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო ის დაავადებული იყო ინსულტით,1968 წლის 27 სექტემბერს პრეზიდენტმა ამერიკუ ტომაშმა ის ჩამოაცილა თანამდებობას და პრემიერ-მინისტრად დანიშნა მარსელუ კაეტანუ. ანტონიო სალაზარს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე სჯეროდა რომ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ. იგი გარდაიცვალა 1970 წლის 27 ივლისს ლისაბონში. ათობით ათასი ადამიანი და შესაძლოა უფრო მეტიც კი გამოვიდა დიდი დიქტატორის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად, რისთვისაც შეიქმნა სპეცმატარებელი რომელმაც სალაზარის კუბო ჩაიტანა მის მშობლიურ ქალაქში სანტა-კომბა-დაოში, სადაც დაკრძალულ იქნა მისი სურვილისამებრ.

სალაზარის შემდგომი პორტუგალია[რედაქტირება]

სალაზარის სიკვდილის შემდეგ, მისმა ესტადო-ნოვოს რეჟიმმა უდრეკლად გააგრძელა ქვეყნის მართვა, ახლა უკვე სალაზარის დიდი ხნის თანაშემწის მარსელუ კაეტანუს მეთაურობით. მიუხედავად უამრავი მოლაპარაკებების მცდელობებისა რეჟიმის დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით (რაც ითვალისწინებდა კოლონიებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებასაც), რომელსაც აწარმოებდა დემოკრატიული სამყარო, კაეტანუ მაინც ახერხებდა კოლონიური ომის გაჭიანურებას.

1974 წლის 25 აპრილს |ესტადო-ნოვოს რეჟიმი საბოლოოდ დაეცა "მიხაკების რევოლუციის" შედეგად.

სქოლიო[რედაქტირება]