ემილიო მოლა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ემილიო მოლა (ესპ. Emilio Mola Vidal, 9 ივნისი, 1887 – 3 ივნისი, 1937) — ესპანელი სამხედრო მოღვაწე, ესპანელ ნაციონალისტთა ერთერთი ლიდერი ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-1939) პერიოდში.
1937 წლის 3 ივნისს, გაურკვეველ ვითარებაში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, თანამებრძოლმა, ფრანსისკო ფრანკომ ჩამოიშორა, რადგან სამომავლოდ ძლიერ კონკურენტად თვლიდა.
ემილიო მოლას მიეწერება ტერმინ „მეხუთე კოლონის“ შემოღება.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ემილიო მოლა Spartacus Educational-ზე.