ესპანური ფალანგა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Falange Española de las Juntas de Ofensiva Nacional-Sindicalista
ესპანური ფალანგა
ესპანური ფალანგას დროშა
ლიდერი დიეგო მარკეს ორილიო
დაფუძნდა 9 ოქტომბერი, 1933
შტაბ-ბინა C/ Fernando Garrido 16 1º - 28015 - მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი
პოლიტიკური იდეოლოგია ფაშიზმი, ნაციონალიზმი, ანტიკომუნიზმი
ევროპული აკრედიტაცია არა
ფერები წითელი, შავი
ვებგვერდი www.falange.es

ესპანური ფალანგა (ესპ. Falange Española de las Juntas de Ofensiva Nacional-Sindicalista; ტრადიციონალისტებისა და ნაციონალ-სინდიკალისტური შეტევის ხუნტების ესპანეთის ფალანგა) - ფაშისტური პარტია ესპანეთში. გამოხატავდა ფინანსური ოლიგარქიისა და მიწის მესაკუთრეთა ყველაზე უფრო რეაქციული ნაწილის ინტერესებს. 1933 წლის ოქტომბერში ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერამ შექმნა პარტია „ესპანეთის ფალანგის“ სახელწოდებით. 1934 წელს ეს პარტია გაერთიანდა სხვა ფაშისტურ ორგანიზაციებთან (ნაციონალ-სინდიკალისტური შეტევის ხუნტები) და ეწოდა „ნაციონალ-სინდიკალისტური შეტევის ხუნტების ესპანეთის ფალანგა“. 1934 წელს პრიმო დე რივერამ შეიმუშავა მისი პროგრამა - ე. წ. „ფალანგის 26 პუნქტი“. 1937 წელს იგი გაერთიანდა მონარქისტულ ტრადიციონალისტური თემის პარტიასთან და სხვა რეაქციულ დაჯგუფებებთან და ეწოდა „ტრადიციონალისტებისა და ნაციონალ-სინდიკალისტური შეტევის ხუნტების ესპანეთის ფალანგა“. პარტიას სატავეში ჩაუდგა გენერალი ფრანსისკო ფრანკო. 1936-1939 წწ. პარტია აქტიურად მონაწილეობდა ესპანეთის მეორე რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლაში. 50-იანი წლების II ნახევრიდან ეწოდა „ეროვნული მოძრაობა“. ამ დროიდან პარტიაში დაიწყო კრიზისი. ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ მალევე, 1977 წელს პარტია დაშლილად გამოცხადდა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე