აირის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აირისა და ტენერეს ბუნების ნაკრძალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 18°16′37″ ჩ. გ. 7°59′58″ ა. გ. / 18.27694° ჩ. გ. 7.99944° ა. გ. / 18.27694; 7.99944
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 573
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 573
ინგლ.რუს.ფრ.

აირის მთები, აგრეთვე ცნობილი როგორც აირის მასივიმთების სამკუთხა მასივი ჩრდილოეთ ნიგერში, საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე. წარმოადგენს მცენარეულობით დაფარულ ეკორეგიონს, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 1830 მეტრია, ხოლო მთლიანი ფართობი 84 000 კმ².[1] უდაბნოს შუაგულში, ზღვის დონიდან 500-900 მეტრზე მდებარე აირის პლატო წარმოქმნის კუნძულს, რომლის კლიმატიც სიცოცხლის მრავალგვარი ფორმის გავრცელებას უწყობს ხელს. აქ მრავლადაა მეცხოველეობისა და ფერმერული გაერთიანებები, ასევე გეოლოგიური და არქეოლოგიური ძეგლები. აღსანიშნავია რეგიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები, რომლებმაც ნათელი გახადა მისი პრეისტორიული წარსული.[2] აირის რეგიონში ერთ დროს ბინადრობდა საფრთხის ქვეშ მყოფი მოხატული სანადირო ძაღლი (Lycaon pictus), რომელიც ადამიანთა დასახლების გამო ამჟამად ამ რეგიონიდან მთლიანად გამქრალია.[3]

აირის მთები თავის მხრივ მოიცავს კლდოვანი პლატოდან აღმართულ ცხრა თითქმის წრიულ მასივს, რომლებსაც აღმოსავლეთით ტენერეს უდაბნოს დიუნები ესაზღვრება. მთებში აღრიცხულია მცენარეთა 430-ზე მეტი სახეობა.

1991 წლიდან, აირის მთებისა და ტენერეს უდაბნოს ტერიტორიებზე შექმნილი ბუნების ნაკრძალი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Thorp, M. B. 1969: Some aspects of the geomorphology of the Air Mountains, southern Sahara. Transactions, Institute of British Geographers, 47, 25–46.
  2. Thurstan Shaw, Paul Sinclair, Bassey Andah and Alex Okpoko. 1995. The Archaeology of Africa: Food, Metals and Towns, Published by Routledge, ISBN 0-415-11585-X, 9780415115858 857 pages
  3. C. Michael Hogan. 2009. Painted Hunting Dog: Lycaon pictus, GlobalTwitcher.com, ed. N. Stromberg დაარქივებული 2010-12-09 საიტზე Wayback Machine.