ტიბესტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვულკანი ემი-კუსი - ტიბესტის უმაღლესი მწვერვალი

ტიბესტი (Tibesti) — მთიანეთი ცენტრალურ საჰარაში (ჩადის რესპუბლიკა). სიმაღლე 3415 მ-მდე. აგებულია კრისტალური ფიქლებით, ლავებითა და ქვიშაქვებით. დანაწევრებულია დროებითი ნაკადების ღრმა ხეობებით. ნალექები — 100 მმ-ზე ნაკლები წელიწადში. მთისძირის გასწვრივ და ხეობებში 1200 მ სიმაღლემდე ხარობს ფინიკის პალმა, აკაცია და სხვა. 1600-1800 მ-მდე — აბზინდა და მარცვლეულები, უფრო ზევით — მთის ნახევარუდაბნოს მცენარეულობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]