ტატრა T3
ტატრა T3 არის ჩეხური წარმოების, ცალმხრივი მიმართულების, ერთსექციური, ორურიკიანი ტრამვაის ვაგონი, რომელსაც კომპანია ČKD Tatra 1960–1989 წწ. აწარმოებდა. სულ აგებულია ტატრა T3–ის 13 991 მოტორებიანი და 122 მისაბმელი ვაგონი, რომლებიც მთელ მსოფლიოშია მოდებული, განსაკუთრებით კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და სსრკ–ში.
სექციების სია |
კონსტრუქცია [რედაქტირება]
ტატრა T3–ს აქვს 1950–1960–იანი წლებისთვის მეტად დამახასიათებელი დიზაინი, მომრგვალებული, ნახევრადგადადენადი ფორმებით და ძარადან გამოწეული, მრგვალი ფარებით. ვაგონს გეგმაში აქვს ელიფსისებრი ფორმა და კონსოლები (3,8 მ სიგრძის) ბოლოებში შევიწროებულია, რათა მოსახვევებში შემხვედრი ვაგონები ერთმანეთს არ გაეხახუნონ. ვაგონის ბაზა 6,4 მ–ია, ხოლო მისი ურიკებისა,_1,9 მ. ტატრა T3–ს იგივე ტევადობა აქვს, რაც ტატრა T2–ს, მაგრამ მისი წარმოება ნაკლებ შრომატევადია. ორიგინალი ტატრა T3–ის სალონი ასევე ტატრა T2–ის სალონის მსგავსია და სკამების წყობა და თავად სკამებიც იდენტურია. ტატრა T3–ებით ჩეხოსლოვაკიის ყველა ქალაქი მარაგდებოდა. ისინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა პრაღაში, სადაც საერთო ჯამში ამ მოდელის 1 000 ვაგონი ჩაიტანეს.
საექსპლუატაციო თავისებურებები [რედაქტირება]
ტატრა T3 ავტომატური ტრამვაის ვაგონია, რაც იძლევა მისგან ორ–სამ ვაგონიანი ტრამვაის მატარებლების (ბმულების) შედგენის საშუალებას. ბმულების მართვა ხორციელდება პირველი ვაგონის კაბინიდან, ავტომატურ რეჟიმში. 1960–1974 წწ გამოშვებული ტატრა T3–ებისგან ადგენენ ორვაგონიან ბმულებს, ხოლო 1975 წლიდან გამოშვებული ტატრა T3–ებისგან შესაძლებელია სამვაგონიანი მატარებლების შედგენა. ტატრა T3–ის ეული ვაგონი თავისუფლად მოძრაობს 15 მეტრიანი რადიუსის მოსახვევებზე. ორ და სამვაგონიანი შემადგენლობების მინიმალური მოხვევის რადიუსი 18 მეტრია, ხოლო მიმდევრობით, სხვადასხვა მიმართულების მოსახვევების არსებობის შემთხვევაში მოსახვევის რადიუსი უნდა იყოს არა ნაკლებ 30 მეტრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახვევებს შორის უნდა იყოს სწორი მონაკვეთი, არა ნაკლებ 7 მეტრის სიგრძისა.
ადაპტირებული ტიპები [რედაქტირება]
სხვადასხვა ქვეყნის ტრამვაის სისტემების განსხვავებულმა საექსპლუატაციო თავისებურებებმა და განსხვავებულმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა ტატრა T3–ის ვარიაციების შექმნა კონკრეტული ქვეყნებისათვის. ესენია:
- ტატრა T3SU_(SU,_Soviet Union) სსრკ–ისთვის,
- ტატრა T3SUCS_(SUCS,_Soviet Union, CS,_Czechoslovakia),_ ტატრა T3SU–ს განახლებული ვარიანტი ჩეხოსლოვაკიისათვის,
- ტატრა T3D_(D,_Deutschland, DDR), აღმოსავლეთ გერმანიისათვის,_ გდრ–ისთვის.
- ტატრა T3YU_(YU,_Yugoslavia) იუგოსლავიისთვის,
- ტატრა T3R_(R,_Romania) რუმინეთისთვის.
T3SU [რედაქტირება]
განკუთვნილია სსრკ–ს ტრამვაის სისტემებისთვის. პიტველად გამოშვებულ ტატრა T3SU–ებს მხოლოდ 2 კარი ჰქონდათ (წინ და უკან), ხოლო შუათანა კარის ადგილზე ფანჯარა იყო ჩასმული და სკამები ჩამატებული. ეს ვაგონები ადაპტირებულია მკაცრ კლიმატურ პირობებზე. სულ აგებულია ტატრა T3SU ტიპის 11 368 ვაგონი. ასეთი ვაგონი პირველად 1963 წელს მოსკოვში ჩაიტანეს, ხოლო შემდგომ სსრკ–ს 33 ქალაქში.
T3SUCS [რედაქტირება]
ორიგინალი ტატრა T3–ის წარმოება 1976 წელს შეწყდა და ამავე წელს დაიწყო მისი ახალი მოდიფიკაციის, ტატრა T3SUCS–ის ვაგონების წარმოება. იგი ტატრა T3SU–ს მოდიფიკაციაა და განკუთვნილია ჩეხეთისა და სლოვაკეთის ტრამვაის სისტემებისათვის. ამ ვაგონს აქვს სამი კარი და ორიგინალი ტატრა T3–ისგან მცირედი დეტალებით განსხვავდება.
T3SU ევოლუცია [რედაქტირება]
ტატრა T3SU–ს ინტერიერსა და ექსტერიერში დროთაგანმავლობაში შედიოდა ცვლილებები და ამიტომ სხვადასხვა დროს გამოშვებულ ტატრა T3SU–ებს შორის განსხვავება იგრძნობა. ექსტერიერის დეტალები:
- ვიწრო ფანჯრები_გაქრა 1966 წლიდან,
- სვლა–გეზის მაჩვენებელი ვიწრო სარკმელი_გაქრა 1969 წლისთვის.
- მარშრუტის ნომრის განათება „შუბლზე“_დაიწყეს 1980–იან წლებში.
- მოხვევის ოვალური ფორმის ციმციმა (ვაგონის წინა ნაწილში) 1985 წლისთვის მართკუთხამ ჩაანაცვლა.
ინტერიერის ცვლილებები:
- დივანისებრი სკამები გამოიყენებოდა 1960–იანი წლების დასაწყისიდან 1970–იანი წლების დასაწყისამდე.
- უნიტაზისებრი სკამები,_1970–იანი წლების დასაწყისიდან, 1980–იანი წლების შუამდე.
- კრემისფერი სალონი,_1977–1978 წლებიდან.
T3D [რედაქტირება]
ტატრა T3D პირველი სამი ვაგონი 1964–1965 წწ აიგო და დრეზდენს გადაეცა. ეს ვაგონები თავისი გაბარიტების გამო (2,5 მ) ყველა მარშრუტზე ვერ დადიოდა. ისინი მოძრაობდნენ ეულად და ბმულებად (მოტორიანი+მოტორიანი, მოტორიანი+მოტორიანი+მოტორიანი, მოტორიანი+მისაბმელი). დაბალი ძაბვის გამო ვაგონების სიჩქარე 55 კმ/სთ–ს არ აღემატებოდა. მისაბმელი ვაგონები მხოლოდ გერმანიისა და იუგოსლავიის ქსელებში გამოიყენებოდა. მისაბმელი ვაგონის, B3D ძარა T3D–ს მსგავსია. დღეისათვის ასეთი ვაგონები მხოლოდ ხემნიცშია ექსპლუატაციაში.
T3YU [რედაქტირება]
ტატრა T3YU შეიქმნა 1967 წელს, იუგოსლავიისათვის და მას აქვს სტანდარტული ტატრა T3–ისგან განსხვავებული პანტოგრაფი და ბორბლები.
T3R [რედაქტირება]
ტატრა T3R შეიქმნა 1967 წელს, რუმინეთისათვის და პირველი ასეთი ვაგონები გადაეცა გალაცის. მათ აქვთ კლასიკური ტატრა T3-ისგან განსხვავებული ელექტროაღჭურვილობა, რომელიც მუშაობს 750 ვოლტზე.
რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის ვარიანტები [რედაქტირება]
- ტატრა T3M – ტირისტორული ამძრავები TV1
- ტატრა T3G – ამძრავი TV8 GTO ტირისტორით
- ტატრა T3R – ამძრავი TV8 GTO ტირისტორით
- ტატრა T3M.3 (იგივე ტატრა T3T), ტატრა T3M.4 – ამძრავი TV14 IGBT ტრანზისტორებით
- Škoda 01T (იგივე ტატრა T3M.0) – შკოდას ძრავებით და IGBT ტრანზისტორებით
- Škoda 02T (იგივე ტატრა T3M.04) – შკოდას ძრავებით და IGBT ტრანზისტორებით
- ტატრა T3R.E – TV Europulse–ს ასინქრონული ამძრავები
- ტატრა T3R.P (též Tatra T3P) – ამძრავი TV Progress
- ტატრა K3R-NT (იგივე ტატრა K3R.NT) – ამძრავი TV Progress, შესახსრული, სამსექციური ვაგონი, რომელიც მიღებულია ორი ტატრა T3–ის შეერთებით და შუაში დაბალიატაკიანი სექციის ჩამატებით.
- ტატრა T3S – ამძრავი TV14 IGBT ტრანზისტორებით და განახლებული დიზაინი.
- ტატრა T3Mod – ასინქრონული ამძრავები EVPÚ Nová Dubnica
- ტატრა T3AS – ასინქრონული ამძრავები EVPÚ Nová Dubnica, განახლებული დიზაინი
- ტატრა KT3 – ამძრავი TV Progress, განახლებული დიზაინი, შესახსრული, სამსექციური ვაგონი, რომელიც მიღებულია ორი ტატრა T3–ის შეერთებით და შუაში დაბალიატაკიანი სექციის ჩამატებით.
- ტატრა T3M.2-DVC – ტირისტორული ამძრავები TV1
- ტატრა T3R.EV – ასინქრონული ამძრავები TV Europulse
- ტატრა T3R.PV – ამძრავი TV Progress
- ტატრა T3R.PLF (იგივე ტატრა T3R.PVN) – ამძრავი TV Progress, ვაგონის შუა ნაწილი დაბალიატაკიანია.
- ტატრა T3R.SLF – ამძრავი Ganz-Škoda, ვაგონის შუა ნაწილი დაბალიატაკიანია.
ტექნიკური მონაცემები [რედაქტირება]
- სიგრძე (ქუროების გარეშე): 14 მ
- სიგანე: 2,5 მ
- სიმაღლე: 3,05 მ
- ცარიელი ვაგონის წონა: 16 ტ
- ადგილების საერთო რაოდენობა: 100 / 95 (T3SU–ს შემთხვევაში)
- დასაჯდომი ადგილები: 23 / 36 (T3SU)
- დასადგომი ადგილები: 87 / 59 (T3SU)
- მოტორების სიმძლავრე: 4 x 40 kW
- მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 65 კმ/სთ
გაყიდვები [რედაქტირება]
ბოსნია და ჰერცეგოვინა [რედაქტირება]
| ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომერი | შენიშვნები |
|---|---|---|---|---|---|---|
| სარაევო | სარაევოს ტრამვაი | ტატრა T3YU | 1967 – 1969 | 20 ვაგონი | 120 – 139 |
ჩეხეთი [რედაქტირება]
| ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
|---|---|---|---|---|---|---|
| ბრნო | ბრნოს ტრამვაი | ∑ | 1963 – 2002 | 171 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3 | 1963 – 1972 | 109 ვაგონი | 495 – 580
1581 – 1603 |
||
| ♦ | ტატრა T3SUCS | 1985 – 1989 | 49 ვაგონი | 1604 – 1652 | ||
| ♦ | ტატრა T3R | 1997 | 10 ვაგონი | 1659 – 1668 | ||
| ♦ | ტატრა T3RF | 2002 | 2 ვაგონი | 1669, 1670 | მოგვიანებით გადაეცა სამარას | |
| ♦ | ძარა | 1971 | 1 ვაგონი | |||
| ლიბერეცი | ლიბერეცის ტრამვაი | ∑ | 1965 – 1987 | 53 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3 | 1965 – 1973 | 20 ვაგონი | 29 – 48 | ||
| ♦ | ტატრა T3SUCS | 1982 – 1987 | 33 ვაგონი | 49 – 81 | ||
| მოსტი – ლიტვინოვი | მოსტი–ლიტვინოვის ტრამვაი | ∑ | 1967 – 1987 | 102 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3 | 1967 – 1972 | 9 ვაგონი | 290 – 298 | ||
| ♦ | ტატრა T3SUCS | 1982 – 1987 | 69 ვაგონი | |||
| ♦ | ძარა | 1968 – 1976 | 24 ვაგონი | |||
| ოლომოუცი | ოლომოუცის ტრამვაი | ∑ | 1966 – 1987 | 69 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3 | 1966 – 1970 | 30 ვაგონი | 116 – 145 | ||
| ♦ | ტატრა T3SUCS | 1983 – 1987 | 39 ვაგონი | 146 – 184 | ||
| ოსტრავა | ოსტრავას ტრამვაი | ∑ | 1965 – 1997 | 247 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3 | 1965 – 1975 | 97 ვაგონი | 701 – 797 | ||
| ♦ | ტატრა T3SUCS | 1982 – 1987 | 127 ვაგონი | 901 – 1027 | ||
| ♦ | ძარა | 1976 – 1997 | 23 ვაგონი | |||
| პლზენი | პლზენის ტრამვაი | ∑ | 1964 – 1987 | 128 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3 | 1964 – 1976 | 48 ვაგონი | 160 – 207 | ||
| ♦ | ტატრა T3SUCS | 1982 – 1987 | 80 ვაგონი | 208 – 287 | ||
| პრაღა | პრაღის ტრამვაი | ∑ | 1961 – 1996 | 1228 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3 | 1961 – 1976 | 892 ვაგონი | 6101 – 6992 | ||
| ♦ | ტატრა T3SUCS | 1982 – 1989 | 292 ვაგონი | 7001 – 7292 | ||
| ♦ | ტატრა T3M | 1992 | 1 ვაგონი | 8071 | ||
| ♦ | ძარა | 1966 – 1996 | 43 ვაგონი |
ხორვატია [რედაქტირება]
| ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნა |
|---|---|---|---|---|---|---|
| ოსიეკი | ოსიეკის ტრამვაი | ტატრა T3YU | 1968 – 1982 | 26 ვაგონი | 6839 – 6848
7211 – 7222 8223 – 8226 |
ლატვია [რედაქტირება]
| ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
|---|---|---|---|---|---|---|
| რიგა | რიგას ტრამვაი | ტატრა T3SU | 1974 – 1987 | 243 ვაგონი |
გერმანია [რედაქტირება]
| ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
|---|---|---|---|---|---|---|
| ხემნიცი | ხემნიცის ტრამვაი | ტატრა T3D | 1968 – 1988 | 132 ვაგონი | 401 – 532 | |
| შვერინი | შვერინის ტრამვაი | ტატრა T3D | 1973 – 1988 | 115 ვაგონი | 201 – 297
401 – 418 |
რუმინეთი [რედაქტირება]
| ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
|---|---|---|---|---|---|---|
| გალაცი | გალაცის ტრამვაი | ტატრა T3R | 1971 – 1974 | 50 ვაგონი | 1 – 50 |
რუსეთი [რედაქტირება]
| ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
|---|---|---|---|---|---|---|
| ბარნაული | ბარნაულის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 – 1985 | 444 ვაგონი | ||
| გროზნო | გროზნოს ტრამვაი | ტატრა T3SU | 1981 – 1986 | 70 ვაგონი | ||
| ირკუტსკი | ირკუტსკის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 – 1968 | 30 ვაგონი | ||
| იჟევსკი | იჟევსკის ტრამვაი | ∑ | 1966 – 1997 | 274 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3SU | 1966 – 1986 | 270 ვაგონი | |||
| ♦ | ტატრა T3RF | 1997 | 4 ვაგონი | 1000 – 1003 | ||
| ეკატერინბურგი | ეკატერინბურგის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1964 – 1986 | 530 ვაგონი | ||
| კრასნოდარი | კრასნოდარის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1980 – 1986 | 115 ვაგონი | ||
| კურსკი | კურსკის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1966 – 1987 | 278 ვაგონი | ||
| მოსკოვი | მოსკოვის ტრამვაი | ∑ | 1963 – 1987 | 2075 ვაგონი | 35 ვაგონი გადაეცა ოდესას | |
| ♦ | ტატრა T3SU | 1963 – 1987 | 2069 ვაგონი | |||
| ♦ | ძარა | 1970 – 1971 | 6 ვაგონი | |||
| ნიჟნი-ნოვგოროდი | ნიჟნი–ნოვგოროდის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1978 – 1986 | 220 ვაგონი | ||
| ნოვოკუზნეცკი | ნოვოკუზნეცკის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 – 1986 | 215 ვაგონი | ||
| ორიოლი | ორიოლის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1979 – 1985 | 85 ვაგონი | ||
| პიატიგორსკი | პიატიგორსკის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 – 1987 | 117 ვაგონი | ||
| დონის როსტოვი | დონის როსტოვის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 – 1985 | 405 ვაგონი | ||
| სამარა | სამარას ტრამვაი | ∑ | 1964 – 1999 | 621 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3SU | 1964 – 1986 | 619 ვაგონი | |||
| ♦ | ტატრა T3RF | 1999 | 2 ვაგონი | 1205 – 1206 | ||
| ტულა | ტულას ტრამვაი | ∑ | 1965 – 1986 | 402 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3SU | 1965 – 1986 | 401 ვაგონი | |||
| ♦ | ძარა | 1971 | 1 ვაგონი | |||
| ტვერი | ტვერის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 – 1986 | 306 ვაგონი | ||
| უფა | უფას ტრამვაი | ტატრა T3SU | 1966 – 1987 | 360 ვაგონი | ||
| ულიანოვსკი | ულიანოვსკის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1966 – 1986 | 401 ვაგონი | ||
| ვლადიკავკაზი | ვლადიკავკაზის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1972 – 1987 | 114 ვაგონი | ||
| ვოლგოგრადი | ვოლგოგრადის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 – 1987 | 425 ვაგონი | ||
| ვოლჟსკი | ვოლჟსკის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 – 1980 | 75 ვაგონი | ||
| ვორონეჟი | ვორონეჟის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1977 – 1986 | 209 ვაგონი |
სლოვაკეთი [რედაქტირება]
| ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
|---|---|---|---|---|---|---|
| ბრატისლავა | ბრატისლავას ტრამვაი | ∑ | 1964 – 1989 | 188 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3 | 1964 – 1966 | 42 ვაგონი | 267 – 308 | ||
| ♦ | ტატრა T3SUCS | 1982 – 1989 | 130 ვაგონი | 717 – 736
7737 – 7846 |
||
| ♦ | ძარა | 1976 | 16 ვაგონი | |||
| კოშიცე | კოშიცეს ტრამვაი | ∑ | 1963 – 1989 | 191 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3 | 1963 – 1967 | 93 ვაგონი | 243 – 335 | ||
| ♦ | ტატრა T3SUCS | 1982 – 1989 | 89 ვაგონი | 336 – 424 | ||
| ♦ | ძარა | 1970 – 1979 | 9 ვაგონი |
უკრაინა [რედაქტირება]
| ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
|---|---|---|---|---|---|---|
| დნეპროპეტროვსკი | დნეპროპეტროვსკის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1968 – 1987 | 370 ვაგონი | ||
| დნეპროძერჟინსკი | დნეპროძერჟინსკის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1972 – 1986 | 183 ვაგონი | 7 ვაგონი გადაეცა ოდესას | |
| დონეცკი | დონეცკის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 – 1987 | 251 ვაგონი | ||
| ხარკოვი | ხარკოვის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 – 1987 | 735 ვაგონი | ||
| კრამატორსკი | კრამატორსკის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 | 2 ვაგონი | ||
| კრივოი როგი | კრივოი როგის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1986 – 1987 | 50 ვაგონი | ||
| კიევი | კიევის ტრამვაი | ∑ | 1964 – 1987 | 925 ვაგონი | ||
| ♦ | ტატრა T3SU | 1964 – 1987 | 923 ვაგონი | |||
| ♦ | ძარა | 1981 | 2 ვაგონი | |||
| მარიუპოლი | მარიუპოლის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1967 – 1975 | 32 ვაგონი | 16 ვაგონი გადაეცა ოდესას | |
| ოდესა | ოდესის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1966 – 1987 | 484 ვაგონი | 2945-3339;4001-4089 | 1018-1056,5001-5020 |
| ზაპოროჟიე | ზაპოროჟიეს ტრამვაი | ტატრა T3SU | 1966 – 1987 | 304 ვაგონი |
უზბეკეთი [რედაქტირება]
| ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
|---|---|---|---|---|---|---|
| ტაშკენტი | ტაშკენტის ტრამვაი | ტატრა T3SU | 1983 – 1985 | 18 ვაგონი |
| ტრამვაი ტატრა | |
|---|---|
| ნორმალური (T): | T1 • T2 • T3 (T3R, T3RF) • T4 • T5 (T5A5, T5B6, T5C5) • T6 (T6A2, T6A5, T6B5, T6C5) • T7 (T7B5) |
| გამოხატავდა (KT, RT): | K1 • K2 • K5 • KT4 • KT8D5 (KT8D5N) • RT6 (RT6N1, RT6S) • RT8D5 |
სტატიის