პრაღის ტრამვაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრამვაი Tatra T3R.P ირასეკის მოედანზე მოცეკვავე სახლის წინ
ტატრა T3R.P, გაჩერებაზე Smíchovské nádraží
პრაღის ტრამვაის სქემა 2008 წლის მდგომარეობით
ტატრა T6A5 მიწისქვეშა გადასარბენზე. მონაკვეთი,_ჩაპლინის მოედანი–ბარანდოვო

პრაღის ტრამვაი — მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ტრამვაის სისტემა, 540 კმ ლიანდაგით, 900–ზე მეტი ვაგონით და 34 მარშრუტით. მას მართავს პრაღის სატრანსპორტო გაერთიანება. 2008 წელს პრაღის ტრამვაიმ 356 მლნ. მგზავრი გადაიყვანა. პრაღაში პირველი ცხენის წევის ტრამვაის ხაზი 1875 წელს გაიხსნა, ხოლო ელექტროტრამვაის პირველი ხაზი, 1891 წელს.

არსებული მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის მდგომარეობით პრაღის ტრამვაი მოიცავს:

  • 25 დღის მარშრუტს (№1–12, 14=18 და 20–26),
  • 9 ღამის მარშრუტს (№91–99),
  • 1 ისტორიულ მარშრუტს (№41, მუშაობს აპრილიდან ოქტომბრამდე).
  • 1 რეტრო მარშრუტს (№23)

დღის ტრამვაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღის მარშრუტებზე ვაგონები 4:30–6:00 გამოდიან და 24:00–1:00–მდე მუშაობენ. ზოგიერთი მარშრუტი მხოლოდ სამუშაო დღეებში მუშაობს. აგრეთვე არსებობს დამატებითი მარშრუტები, რომლებიც განსაკუთრებულ დღეებში ინიშნება.

ღამის ტრამვაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღამის მარშრუტებზე ვაგონები 20:00–22:00 გადიან და დილამდე,_5:00–6:00–მდე მუშაობენ. დღის მარშრუტებს არც ერთი ღამის მარშრუტი ემთხვევა, გარდა ორისა. ყველა მარშრუტი გაივლის გაჩერება „ლაზარსკას“ (Lazarská), ქალაქის ცენტრში, სადაც მგზავრებს სხვა მარშრუტზე გადაჯდომა შეუძლიათ. ღამის მარშრუტებზე ინტერვალი 30 წუთია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაღაში ცხენების წევაზე მომუშავე პირველი ხაზი 1875 წლის 23 სექტემბერს გაიხსნა და კარლინიდან ოპერის თეატრამდე მოძრაობდა. ამ ხაზის დამფუძნებელი იყო ბელგიელი ედუარდ ოტლეტი. შემდეგ ეს ხაზი დაგრძელდა ეროვნული გამზირის გასწვრივ. 1891 წელს გაიხსნა ელექტროტრამვაის პირველი ხაზი. 1927 წლისთვის ხაზების საერთო სიგრძემ 100 კმ–ს მიაღწია. განუწყვეტლივ მიმდინარეობს ახალი ხაზების მშენებლობა და დღეისათვის ხაზების საერთო სიგრძე 540 კმ–ს შეადგენს. უკანასკნელი ხაზები 2004 და 2008 წელს გაიხსნა,_ესენია: ჰლუბოჩეპი–ბარანდოვოს (2004) და ლაუროვა–რადლიცკას (2008) ხაზები. სამომავლოდ იგეგმება ბარანდოვოს და დივოკა შარკას ხაზების გაგრძელება.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედი დეპოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრჩხილებში მითითებული ციფრი აღნიშნავს დეპოს ნომერს, რომელიც ასევე აღნიშნულია ხაზზე გასული ვაგონების თანრიგის ფირფიტაზე

მოძრავი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის მაისის მდგომარეობით პრაღაში მოძრაობს შემდეგი ვაგონები:

სურათი ვაგონის ტიპი მოდერნიზაციები და ვარიაციები სარეგისტრაციო ნომრები დეპო
Tatra T3 Tatra T3, Tatra T3SUCS, Tatra T3M, Tatra T3M.2-DVC, Tatra T3R.P, Tatra T3R.PV, Tatra T3R.PLF *T3 67xx-69xx *T3SU 7001-7020 *T3SUCS 7021-7292 *T3M 8005-8106 *T3RP 8211-8245, 8300-8554 , *T3R.PV 8151-8181 T3R.PLF 8251-8258 ჰლოუბეტინი, პანკრაცი, სტრაშნიცე, კობილისი, ვოკოვიცე, ჟიჟკოვი
Tatra KT8D5 Tatra KT8D5, Tatra KT8D5R.N2P (2008 წლის მაისისთვის მათგან 23 ვაგონი მოდერნიზებულია ) 9001-9048 არაა მოდერნიზებული (გარდა ნაავარიევი 9006–ისა), 9051-9098 მოდერნიზებულია. ჰლოუბეტინი
Tatra T6A5 Tatra T6A5, Tatra T6A5.3 8600-8750 მოტოლი, სტრაშნიცე, ჟიჟკოვი
Škoda 14 T Škoda 14 T 9111-9170 ვოკოვიცე
Škoda 15 T Škoda 15 T No. 9200-9500 პანკრაცი, ვოკოვიცე, მოტოლი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: