კრამატორსკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრამატორსკი (უკრ. Краматорськ) — ქალაქი (1932 წლიდან) უკრაინაში, დონეცკის ოლქში, მდინარე კაზიონეტორეცის (ჩრდილოეთ დონეცის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. სარკინიგზო კვანძი. 178 ათასი მცხოვრები (1979). კრამატორსკი უკრაინის მძიმე მანქანათმშენებლობის ერთ-ერთი დიდი ცენტრია. არის მძიმე ჩარხთმშენებელი, სამსხმელო, კოქსიქიმიური, საშენ მასალათა (ცემენტი, შიფერი, მინერალური ბამბა) ქარხნები, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები. კრამატორსკშია მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ინდუსტრიული ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის, ტექნოლოგიური, ვაჭრობის ტექნიკუმები, დონეცკის სამხატვრო მუზეუმის ფილიალი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი-6, გვ.13, სტატია „კრამატორსკი“, 1983.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე