ვოლჟსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვოლჟსკი
Волжск
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი მარი-ელი
კოორდინატები 55°52′00″ ჩ. გ. 48°21′00″ ა. გ. / 55.86667° ჩ. გ. 48.35000° ა. გ. / 55.86667; 48.35000
დაარსდა 1940
პირველი ხსენება XIX საუკუნე
ადრეული სახელები 1938-მდე - ლოპატინო
ამჟამინდელი სტატუსი 1940
ფართობი 39,47[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 60
კლიმატის ტიპი ზომიერად კონტინენტალური
ოფიციალური ენა მარიული ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 54 600 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 1383,33 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები 69 %, მარიელები 14 %, თათრები 13 %
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 83631
საფოსტო ინდექსი 425000
საავტომობილო კოდი 12
ოფიციალური საიტი pages.marsu.ru/iac/
ვოლჟსკი — რუსეთი
ვოლჟსკი

ვოლჟსკი (რუს. Волжск) — ქალაქი რუსეთში. მარი-ელის რესპუბლიკის ვოლჟსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მარი-ელის რესპუბლიკის მოსახლეობის სიდიდით მეორე ქალაქი და უმსხვილესი სამრეწველო ქალაქი. 2016 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 54 600 კაცი. ქალაქის სტატუსი აქვს 1940 წლიდან.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ვოლჟსკი მდებარეობს მდინარე ვოლგის მარცხენა ნაპირზე. მარი-ელის რესპუბლიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში კუიბიშევის წყალსაცავის ნაპირზე. რესპუბლიკის დედაქალაქ იოშქარ-ოლიდან სამხრეთით 101 კილომეტრის დაშორებით და მილიონიანი ყაზანიდან 49 კილომეტრში. სამხრეთიდან ესაზღვრება ჩუვაშეთის რესპუბლიკა, ხოლო აღმოსავლეთიდან თათრეთი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 54 600 ადამიანი.

ეროვნული შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში 55 ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.

რიცხოვნება
მოსახლეობა,
კაცი. (2010)
[2]
% % მათგან
ვინც
აჩვენა
ეროვნება
სულ 55659 100,00 %
1 რუსები 37778 67,87 % 69,10 %
2 მარიელები 7512 13,50 % 13,74 %
3 თათრები 7358 13,22 % 13,46 %
4 ჩუვაშები 872 1,57 % 1,59 %
5 უკრაინელები 294 0,53 % 0,54 %
6 მორდველები 243 0,44 % 0,44 %
7 ბელარუსები 100 0,18 % 0,18 %
8 გერმანელები 75 0,13 % 0,14 %
9 სომხები 74 0,13 % 0,14 %
10 აზერბაიჯანელები 65 0,12 % 0,12 %
სხვა 301 0,54 % 0,55 %
აჩვენა ეროვნება 54672 98,23 % 100,00 %
არ აჩვენა ეროვნება 987 1,77 %

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]