უფა
უფა (რუს.: Уфа́; ბაშკ.: Өфө; თათრ.: Ufa, Öfä; ჩუვაშ.: Ӗпхӳ) — ბაშკირეთის (ბაშკორთოსტანი) დედაქალაქი, რუსეთი. მოსახლეობა: 1,036,026 (2005 დაახ.); 1,042,437 (2002 ცენზი). გეოგრ. კოორდ.: 54°45′N 55°58′E.
უფა დასავლეთ ურალის ერთ-ერთი ინდუსტრიული ცენტრია და მდინარეების ბეალაია და უფას შესართავთან მდებარეობს. ქალაქი პირველად მოხსენიებულია ციხე-სიმაგრის სახით 1574 წელს, რომელიც ივანე IV-ის ბრძანებით ააგეს და თავდაპირველად მისი ადგილმდებარეობის სახელი "ტურა-ტაუ" ერქვა. ქალაქს "უფა" (თურქ. "მცირე") ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებდა და შერჩა კიდეც. 1802 წელს უფა ბაშკირეთის მთავარი ქალაქი გახდა.
დემოგრაფია[რედაქტირება]
2010 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა იყო შემდეგი:
| ეთნოსი | პროცენტულობა |
|---|---|
| რუსები | 36.1% |
| თათრები | 28.3% |
| ბაშკირები | 17.1% |
| ჩუვაშები | 2.7% |
| მარიელები | 2.6% |
| უკრაინელები | 1.0% |
| მორდვინები | 0.5% |
| უდმურტები | 0.5% |
ასევე არიან: სომხები (2,822 ადამიანი), გერმანელები (2,213 ადამიანი), ებრაელები (2,082 ადამიანი) და აზერბაიჯანელები (2,075 ადამიანი).[1]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Ethnic composition of population of the Republic of Bashkortostan (according to the All-Russia population census of 2002). Statistical handbook. Bashkortostanstat. Ufa. p. 198
|
||||||||||||||
სტატიის