ოსიეკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ხიდი მდინარე დრავაზე
ოსიეკი (Osijek) — ქალაქი ხორვატიაში, მდინარე დრავის ნაპირზე. 104,2 ათასი მცხოვრები (1981). სატრანსპორტო კვანძი, სამდინარო ნავსადგური. ისტორიულ ოლქ სლავონიის აღმოსავლეთ ნაწილის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. კვების, ტყავის, საფეიქრო, მანქანათსაშენი, ქიმიური, ხის დასამუშავებელი მრეწველობა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი VII, გვ. 594. სტატია „ოსიეკი“. 1984.