სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ვიკიპედიიდან
|
|||||
![]() |
|||||
| სახელმწიფო ენა | სომხური | ||||
| დედაქალაქი | ერევანი | ||||
| ფართობი | 29,8 კმ² | ||||
| მოსახლეობა (1989) | 3,287 | ||||
| მოსახლეობის სიმჭიდროვე | 90,6 km² | ||||
| დროის ზონა | UTC + 3 | ||||
სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Հայաստանի Խորհրդային Սոցիալիստական Հանրապետություն) შეიქმნა 1920 წლის 29 ნოემბერს. 1922 წლის 12 მარტიდან 1936 წლის 5 დეკემბრამდე შედიოდა ამიერკავკასიის სსრ-ის შემადგენლობაში. 1936 წელს კი შეუერთდა უშუალოდ სსრკ-ს. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა საქართველოს სსრ, აღმოსავლეთით აზერბაიჯანის სსრ, სამხრეთით ირანი დასავლეთით თურქეთი. 1991 წლიდან სომხეთის სსრ-ის სამართალმემკვიდრეა სომხეთის რესპუბლიკა.
[რედაქტირება] სახელმწიფო წყობილება
სომხეთის სსრ მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო, რომელიც სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდა. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო სომხეთის სსრ-ის ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო (ირჩევდა მოსახლეობა 5 წლის ვადით). მის კონპეტენციაში შედიოდა კანონების მიღება, სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს - რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს (მთავრობის) შექმნა და სხვა. სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭო ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს - სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო: რაიონებია, ქალაქებია, ქალაქის რაიონების, დაბებისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების სახელმწიფო დეპუტატთა საბჭოები, რომლებსაც მოსახლეობა ორნახევარი წლის ვადით ირჩევდა. მართლმსაჯულებას ახორციელებდა სომხეთის სსრ უმაღლესი სასამართლო, რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სომხეთის სსრ პროკურორს ნიშნავდა სსრკ-ის გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნულ საბჭოში სომხეთის სსრ წარმოდგენილი იყო 32 დეპუტატით.
| საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი | |
| აზერბაიჯანის სსრ | სომხეთის სსრ | ბელორუსიის სსრ | საქართველოს სსრ | ყაზახეთის სსრ | ყირგიზეთის სსრ | ლატვიის სსრ | ლიტვის სსრ | მოლდავეთის სსრ | რუსეთის სფსრ | ტაჯიკეთის სსრ | თურქმენეთის სსრ | უზბეკეთის სსრ | უკრაინის სსრ | ესტონეთის სსრ
კარელო-ფინეთის სსრ (1940-1956) | ამიერკავკასიის სფსრ (1922-1936) |
|


