დაშნაკცუთიუნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაშნაკცუტიუნი
პარტიის ლოგო
ლიდერი გრანტ მარგარიანი
დაფუძნდა ტფილისი, 1890
შტაბ-ბინა ერევანი, სომხეთი
პოლიტიკური იდეოლოგია ნაციონალიზმი, სოციალიზმი
ფერები სომხეთის დროშის ფერები
ვებგვერდი ოფიციალური საიტი

დაშნაკცუთიუნი, ოფიციალურად სომხეთის რევოლუციური ფედერაცია (სომხ. Հայ Հեղափոխական Դաշնակցութիւնჰაი ჰეღაპოხაკან დაშნაკცუტიუნ, «სომხური რევოლუციური თანამეგობრობა», შემოკლებით დაშნაკი) — სომხური პოლიტიკური პარტია დაფუძნებული 1890 წელს ქრისტაფორ მიქაელიანის, სტეფან ზორიანისა და სიმონ ზავარიანის მიერ ტფილისში (ამჟ. თბილისი). პარტია მოქმედებს სომხეთში და იმ ქვეყნებში, სადაც სომხური დიასპორა არსებობს, განსაკუთრებით ლიბანში და მთიან ყარაბაღში.

სრფ ქადაგებს სოციალიზმს და სოციალისტური ინტერნაციონალის წევრია. მას ამჟამად 200-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ფილიალი. სომხეთის სხვა პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ პროექტებზე არიან მიმართული, სრფ პოლიტიკურად ყველაზე ორიენტირებულია და სომხური ნაციონალიზმის ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. პარტია აქტიურად ლობირებს სომხების გენოციდის აღიარებას და მათი რეპარაციის უფლებას. ის ასევე ქადაგებს დიდი სომხეთის აღდგენას სევრის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე