ერვანდუნები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერვანდუნები, მეფეთა და მმართველთა დინასტია ძველ სომხეთში, ხანგამოშვებით მართავდა ქვეყანას ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისიდან ძვ. წ. III საუკუნის ბოლომდე. სახელი ეწოდა გვარში გავრცელებული სახელისაგან "ერვანდ" (ბერძნ. "ორონტას", "ორონტეს") მიხედვით. პირველად გამეფდა ურარტუს დაცემის შემდეგ (ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისი), მის ცენტრალურ რაიონში შექმნილ სომხეთის სამეფოში, რომელსაც მალე არმე-შუფრიაც შეუერთდა. ძვ. წ. VI საუკუნის I ნახევრად ძვ. წ. IV საუკუნის 30-იან წლებამდე ეს სამეფო ჯერ მიდიის, შემდეგ აქემენიდური სპარსეთის შემადგენლობაში იყო. ამ დროს ერვანდუნები სომზეთს განაგებდნენ როგორც მიდიელებისა და სპარსელების ადგილობრივი მმართველები და სატრაპები.

აქემენიდური სპარსეთის დაცემის შემდეგ ერვანდუნები დამოუკიდებელი სომხეთის მეფეები გახდნენ. ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებში სომხეთს გამოეყო წოფქ-კომაგენეს სამეფო, სადაც გამეფდა ერვანდუნების ერთ-ერთი შტო. ყველა ეს სამეფო სელევკიდებმა დაიპყრეს ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს. ამის შემდეგ ერვანდუნები აღარ ჩანან სომხეთის სახელმწიფოთა სათავეში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯანაშია ლ., ქსე, ტ. 4, გვ. 182, თბ., 1979