მცირე სომხეთი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცირე სომხეთი ლურჯად, დიდი სომხეთი წითლად

მცირე სომხეთი (ლათ. Armenia Minor ან Armenia Inferior) რომის იმპერიის, მთიანი ოლქი მდინარეების ევფრატის, ლიკოსისა და ჰალისის ზემო წელზე, რომელსაც ხეთუ წყაროებში ჰაიასის ქვეყანას უწოდებდნენ. ზოგი მკვლევარის აზრით, ამ ტერიტორიას უკავშირდება სომეხი ხალხისა და ძვ. სომხური ენის ჩამოყალიბება. აქ შეიქმნა ტომთა კავშირი ჰაიას მეთაურობით. სომეხი ხალხი დღესაც ამ ეთნონიმს უწოდებს თავის თავს. მცირე სომხეთი შედიოდა აქემენიდთა სახელმწიფოში. ალექსანდრე მაკედონელის დროს მცირე სომხეთი მაკედონელებს ემორჩილებოდა. 322 წლიდან დამოუკიდებელი სამეფო გახდა, დედაქალაქით ანი-კამახი. ძვ. წ. II საუკუნიდან მცირე სომხეთი შედიოდა მითრიდატე VI ევპატორის სამფლობელოში. იმპერატორ ვესპასიანეს დროს (ახ. წ. 69-72) რომაული პროვინციის კაპადოკიის შემადგენლობაში შევიდა, დიოკლეტიანეს დროს (III საუკუნის დასასრულს) ცალკე პროვინცია გახდა, ხოლო იმპერატორ თეოდოსიუსის დროს 2 პროვინციად გაიყო.




რომის იმპერიის პროვინციები
აქაია | ეგვიპტე | აფრიკა | კოტური ალპები | ზღვისპირა ალპები | პენინის ალპები | ქვიანი არაბეთი | მცირე სომხეთი | აზია | ასურეთი | ბიტინია | ბრიტანეთი | კაპადოკია | კილიკია | კომაგენი | კორსიკა და სარდინია | კირენაიკა და კრეტა | ვიპროსი | დაკია | დალმატია | ეპიროსი | გალატია | გალია აკვიტანია | გალია ბელგიკა | ლუგდუნის გალია | ნარბონის გალია | ქვემო გერმანია | ზემო გერმანია | ბეტიკის ესპანეთი | ესპანეთი ლუსიტანია | ტარაკონის ესპანეთი | იტალია | იუდეა | ლიკაონია | ლიკია | მაკედონია | კეისარის მავრიტანია | ტინგიტანა მავრიტანია | მოეზია | ნორიკუმი | ნუმიდია | ოსროენი | პანონია | პამფილია | პისიდია | პონტოსი | რეტია | სიცილია | სოფენი | სირია | თრაკია
რედაქტირება
პირადი ხელსაწყოები