ოსროჰენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსროჰენის სამეფო
ܡܵܠܟܘܼܬܵܐ ܕܒܹܝܬ ܥܸܣܪܵܐ ܥܝܼܢܹܐ

სამეფო

Flag of None.svg
ძვ. წ. 132244 Vexilloid of the Roman Empire.svg
Osroene.png
ოსროჰენა რომის იმპერიის შემადგენლობაში
დედაქალაქი ედესა
ენა არამეული
მმართველობის ფორმა მონარქია

ოსროჰენა, ოსროენა, ოსროენი (ძვ. ბერძნ. Ὁσροηνή; სირ. ܡܵܠܟܘܼܬܵܐ ܕܒܹܝܬ ܥܸܣܪܵܐ ܥܝܼܢܹܐ Malkuṯā d-Bēt ʿŌsrā ʿĪnē) — ასურელთა[1] ისტორიული სახელმწიფო შუამდინარეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. 132–244 წლებში[2][3], მდებარეობდა ტიგროსის ზემო წელზე. ოსროეჰენის დედაქალაქი იყო ქალაქი ედესა, ამიტომ ხშირად ედესის სამეფოდაც არის მოხსენებული.

ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მესოპოტამიის ეს ოლქი სელევკიდების იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. აქ ძვ. წ. 120-იანებისთვის დამკვიდრდნენ არაბული ტომები ოროი. სახელწოდება ოსროჰენა კი წარმოიშვა ოსროჰეს ორჰაელისაგან, რომელიც ძვ. წ. 120 წელს სელვეკიდთა იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, სირიის მმართველად იყო დაყენებული.[4]

ქრისტიანობა[რედაქტირება]

ქრისტიანობის მიღებას უკავშირდება აბგარ V-ისა და იესო ნაზარეველის ურთიერთმიმოწერის აპოკრაფიული ფაქტი, თუმცა ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება უკავშეირდება აბგარ VIII-ისა (177-212) და აბგარ IX-ის (212 - 216) სახელებს. შემდგომ წლებშ ედესა ქრისტიანობის მნიშვნელოვან ცენტრად გადაიქცა. ოსროჰენა გახდა პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად ცნო.[5]

ოსროჰენის მმართველები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "The Ancient Name of Edessa," Amir Harrak, Journal of Near Eastern Studies, Vol. 51, No. 3 (July 1992): 209-214 [1]
  2. Alexander Roberts & James Donaldson (eds.), The Writings of the Fathers Down to AD 325: Ante-Nicene Fathers vol. 8 (Peabody, Massachusetts: Hendrickson Publishers, 1994), 657-672. [2]
  3. Adrian Fortescue, The Lesser Eastern Churches, pp. 22. Published by Catholic Truth Society, 1913. Original from the University of Michigan.[3]
  4. C. Anthon, A System of Ancient and Medieval Geography for the Use of Schools and Colleges, Harper Publishers, 1850, Digitized 2007, p.681
  5. Osroene (ინგლისური)