გრუზინსკოე-უშჩელიე
სოფელი | |
---|---|
გრუზინსკოე-უშჩელიე აფხ. Аҳәыҳәшәара | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | კოლხიდა |
კოორდინატები | 43°17′26″ ჩ. გ. 40°16′37″ ა. გ. / 43.29056° ჩ. გ. 40.27694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 60 მეტრი |
მოსახლეობა | 518 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გრუზინსკოე-უშჩელიე[1] (აფხ. Аҳәыҳәшәара[2] [აჰჿჷჰჿშჿარა], ყოფილი საქართველოს ხეობა, ქართველთა ხეობა[3]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (კოლხიდის თემი), აფხაზეთის მთისწინეთზე, მდინარე ოლგინსკის ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, გაგრიდან 7 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვ. კვარჭიას ცნობით, XIX ს. აქ იყო სოფელი ახუხშარა. XX საუკუნის 30-იან წლებში ეწოდა გრუზინსკოე-უშჩელიე, ხოლო 40-იან წლებში — საქართველოს ხეობა. 1955 წელს დაუბრუნდა სახელი გრუზინსკოე-უშჩელიე. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ახიხშარა (Ахыхшара) დაარქვეს.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 518 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 518 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 167-168.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 49.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 105.
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
|