პორტალი:სახვითი ხელოვნება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

800px-PortalVisualArt-Banner.jpg

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახვითი ხელოვნების პორტალში.

სახვითი ხელოვნება მოიცავს ფერწერას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. თუმცა ეს განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა ასევე მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში...

რედ. რჩეული შედევრი


Roy Lichtenstein Drowning Girl.jpg


გოგონა რომელიც იხრჩობა („Drawning Girl“)
როი ლიხტენშტეინი, 1963, მომა
რედ. რჩეული სტატია
კლუაზონე მინანქრის მედალიონი, ბიზანტიის იმპერია, დ. 1100.

ტიხრული მინანქარიმინანქრით ლითონის დაფარვის ტექნოლოგია. უძველესი ნიმუშები გვხვდება ძველ ეგვიპტეში (ოქროს ნაკეთობებში) და ჩინეთში, ასევე გვიანდელი პერიოდის რომში (ბრინჯაოზე).

ლითონის ფირფიტის მინანქრით მოწერის რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს. ე. წ. ამოღრმავებულ ლითონის ფირფიტაში მინანქრის ამოვსების ტექნოლოგია დასავლეთში XII საუკუნეში გავცელდა, მათ შორის ცნობილია სამი სკოლა: მაასის — მდინარე მაასის ველზე, ლოთარინგიაში (ოსტატები: გოდფრუა დე კლერი და ნიკოლოზ ვერდენელი), რაინისა — ცენტრი ქ. კიოლნი (ოსტატები: ბერები აილბერტუსი და ფრიდერიკუსი) და ლიმოჟისა — ცენტრი ქ. ლიმოჟი, საფრანგეთი. გარდა ამოღრმავებულისა მინანქრით დაფარვის ტექნოლოგიებს შორის არსებობს კვეთილი, ფერწერული, ვიტრაჟული და ტიხრული.

რედ. რჩეული ბიოგრაფია
როი ლიხტენშტეინი

როი ლიხტენშტეინი (Roy Lichtenstein; 1923–1997) — ამერიკელი მხატვარი, პოპ-არტის წარმომადგენელი. ნამუშევრებისთვის თემები ნასესხები აქვს პოპულარული სარეკლამო და კომიქსების წიგნების სტილისგან, რომელსაც თავად აღწერდა როგორც "მაქსიმალურად ხელოვნურს". ზეთისა და მაგნა საღებავის გამოყენებით დახატულ მის საუკეთესო ნამუშევრებში, როგორიცაა „Drowning Girl“ (1963, მომა, ნიუ-იორკი), გამოსახული სქელი კონტურები, მკვეთრი ფერები და ბენდეის წერტილები ფოტოგრაფიული რეპროდუქციის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მისი ყველაზე განთქმული სურათია „Whaam!“ (1963, ტეიტ-მოდერნი, ლონდონი), ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პოპ-არტის ნიმუში, რომელზეც გამოსახულია მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავის აფეთქება მჭახე წითელი და ყვითელი ფერებით. მულტიპლიკაციური სტილი ხაზგასმულია ონომატოპეური წარწერით WHAAM! და ჩარჩოში ჩასმული სუბტიტრით "I pressed the fire control... and ahead of me rockets blazed through the sky..." ("მე დავაჭირე საცეცხლე ღილაკს... და ჩემს წინ ჭურვები ცაში აელვარდნენ")

რედ. იცოდით, რომ...
Luke evangelist Guercino.JPG

წმინდა ლუკა მახარებელი (לוקא, ბერძნ.: Λουκᾶς) — ტრადიციით ითვლება ლუკას სახარებისა და მოციქულთა წიგნის, ახალი აღთქმის მესამე და მეხუთე წიგნების ავტორად. კათოლიციზმში ის მხატვრების, ექიმებისა და მკურნალების მფარველი წმინდანია.

გადმოცემით ლუკას შეუქმნია ღვთისმშობლის პირველი ხატი, მასზე ქალწულ მარიამს ხელთ თავისი ყრმა - უფალი იესო ქრისტე უპყრია; ლუკას თავისი ნახატი ღვთის დედისათვის მოუტანია მსჯავრის გამოსატანად, რომელსაც სიხარულით მოუხილავს იგი და უთქვამს: „ჩემგან შობილის მადლიმც იყოს ამ ხატზე და ჩემი წყალობაც ჰფარვიდეს მას!“ გარდა ამისა, წმიდა ლუკა მახარებელს ძელის დაფებზე დაუხატავს მოციქულების პეტრესა და პავლეს გამოსახულებანი და ამით დაუდვია დასაბამი წმინდა ხატწერისათვის.

რედ. მუზეუმი
შესასვლელი მიჩიგანის გამზირიდან

ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი (Art Institute of Chicago) წამყვანი ხელოვნების მუზეუმი და სკოლაა აშშ-ში, ცნობილი ასევე იმპრესიონისტთა და ამერიკული ხელოვნების მინუშთა ვრცელი კოლექციით. მდებარეობს გრანტ პარკის დასავლეთით, მიჩიგანის გამზირის 111-ში, ჩიკაგო, ილინოისი.

1866 წელს 35 ხელოვანთა ჯგუფმა დააფუძნა ჩიკაგოს დიზაინის აკადემია სტუდიაში დიარბორნის ქუჩაზე, რომლის მიზანი უფასო სკოლა იყო საკუთარი ხელოვნების გალერეით. ორგანიზაციას საფუძვლად დაედო ევროპული ხელოვნების აკადემიების სისტემა, მათ შორის ბრიტანეთის სამეფო აკადემია, აკადემიკოსებითა და მათი მოადგილეებით. 1892-93 წლებში მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიციისთვის ხელოვნების ინსტიტუტმა ქალაქის მმართველობაზე ზეწოლით მიაღწია იმას, რომ ექსპოზიციისთვის მიჩიგანის ტბის სანაპიროზე სპეციალურად აგებული შენობა შემდეგ ინსტიტუტისთვის გადაეცათ. მშენებლობის ღირებულება ნაწილობრივ მიჩიგან/ვან-ბურენის საკუთრების გაყიდვის ამონაგებით დაიფარა. 1893 წლის 31 ოქტომბერს ინსტიტუტი ახალ შენობაში გადავიდა.

რედ. ციტატები
ვიკიციტატა
„ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთ ჩვენთაგანს გამოელია შავი ფერი, და ეს იყო იმპრესიონიზმის დაბადება.“
რედ. ახალი სტატიები
რედ. კატეგორიები
რედ. მიმდინარეობები და სკოლები
რედ. რესურსები

თარგები

  • {{ნახატი}}: ჩასვით ეს თარგი მხატვრული ნიმუშის აღწერის გვერდზე (ფერწერული ტილოს, გრაფიკის, ფრესკის, მოზაიკის და მისთ. (ნუ გამოიყენებთ მას თავად ავტორის გვერდზე)
  • {{ქანდაკება}}: ჩასვით ეს თარგი ქანდაკების ან მონუმენტის აღწერის გვერდზე (ნუ გამოიყენებთ მას ავტორის გვერდზე)
  • {{მხატვრობა}} ჩასვით სტატიების ბოლოში მხატვრობის თემაზე (თარგი დასამუშავებელია)
  • {{სკულპტურა}} ჩასვით სტატიების ბოლოში სკულპტურის თემაზე (თარგი დასამუშავებელია)
  • {{მხატვრობა-სკულპტურა}} ჩასვით ზოგად სტატიებში მხატვრობასა და სკულპტურაზე
  • {{ესკიზი-მუზეუმი}} ჩასვით სტატიაში მუზეუმის შესახებ
Arcimboldo Librarian Stokholm.jpg

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა


რედ. დობილი პორტალები
რედ. შემოგვიერთდით!

ეს პორტალი ეძღვნება ქართულ ვიკიპედიაში არსებულ თემებს სახვით ხელოვნებაზე.

გსურთ მონაწილეობა?

David face.png