მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დენიელ ჩესტერ ფრენჩის "რესპუბლიკა", რომელიც ექსპოზიციის ცენტრალური ქანდაკება იყო.

მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიცია (World's Columbian Exposition, ასევე ჩიკაგოს უნივერსალური გამოფენა) — მსოფლიო გამოფენა, რომელიც ჩიკაგოში ჩატარდა 1893 წელს, ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ახალი მსოფლიოს აღმოჩენიდან 400 წლის აღსანიშნავად. ჩიკაგოს გეგმამ აჯობა ნიუ-იორკის, ვაშინგტონისა და სენტ-ლუისის განაცხადებს, და ამ საპატიო გამოფენის მასპინძელი გახდა. ექსპოზიციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არქიტექტურაზე, ხელოვნებაზე, ჩიკაგოს იმიჯზე და ამერიკის ინდუსტრიულ ოპტიმიზმზე. ეს ექსპოზიცია, უმეტესწილად, დაგეგმა დენიელ ბარნჰემმა. ზოგადად, ეს იყო პროტოტიპი იმის, თუ რა უნდა ყოფილიყო ქალაქი ბარნჰემისა და მისი კოლეგების წარმოდგენით. სტილით ის ბოზ-არტის პრინციპებს ეყრდნობოდა, რომელშიც უმთავრესი სიმეტრია და ბალანსი იყო.

ექსპოზიცია 600 აკრზე იყო გაშლილი და მასში 200-ზე მეტი ახალი შენობა იყო წარმოდგენილი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან. გამოფენას ექვსი თვის განმავლობაში 27 მილიონზე მეტი მნახველი ესტუმრა. მისმა მასშტაბმა და დიდებულებამ ბევრად გაუსწროა მანამდე ჩატარებულ ყველა ექსპოზიციას და იმ დროს ამომავალი ამერიკული ექსცეპციონალიზმის სიმბოლო გახდა, დაახლოებით ისევე, როგორც დიდი გამოფენა გახდა დიდ ბრიტანეთში ვიქტორიანული პერიოდის სიმბოლო.

სურათები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: