ბენდეის წერტილები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენდეის წერტილები (Benday Dots) — პოინტილიზმის მსგავსი ბეჭდვის პროცესი, რომელსაც სახელი ილუსტრატორი ბენჯამინ (ბენ) დეის გამო ეწოდა. ეფექტზე, ფერსა და სასურველ ოპტიკურ ილუზიაზე დაყრდნობით, მცირე შეფერადებული წერტილები ერთმანეთთან ახლო, შორი-შორს ან ერთმანეთზე იხატება. მაგენტას წერტილები, მაგალითისთვის, შორიშორს ჯდება ვარდისფერის მისაღებად. 1950-იან და 60-იან წლებში კომიქსების წიგნები ბენდეის წერტილებს იყენებდა ოთხი ძირითადი ფერისგან (ცისფერი, წითელი, ყვითელი და შავი) სხვადასხვა შეფერილობისა და ტონის მისაღებად იაფი ხერხებით.

ბენდეის წერტილების გამოყენება პიკს აღწევს ამერიკელი მხატვარი როი ლიხტენშტეინის დროს, რომელმაც ეს წერტილები მის ნამუშევრებში და სკულტურებში უზომოდ გაზარდა. ბენდეის წერტილების მთავარი დამახასიათებელი თვისებაა ერთნაირი ზომა და დისტრიბუცია სპეციფიურ არეებში. ამგვარი წერტილების ნახატზე გადასატანად მხატვარს სჭირდება გამჭვირვალე გადასატანი ფურცლის დადება. ამგვარი ფურცლები დიდი რაოდენობით იყოდებოდა სხვადასხვა ზომისა და სიხშირის წერტილებით, რაც მხატვარს სამუშაოდ მრავალფეროვანი ტონალობის გამოყენების საშუალებას აძლევდა. გადასატანი მასალა იჭრებოდა სასურველი ტონალური არის ფორმით - მაგ. ჩრდილი ან ფონი და ზედაპირი და ეკვრებოდა ნახატის დანიშნულ ადგილს სამხატვრო დანით. ბეჭდვისას ფოტოგრაფიული რეპროდუქციის წარმოებისას ბენდეის გადამტანით მონიშნული არე ქმნიდა სასურველ ტონალურ შეფერილობას საბეჭდ პლატაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]