დივიზიონიზმი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კვირადღე კუნძულ გრან-ჟატზე |
| ჟორჟ სერა, 1884-1886 |
| ზეთი ტილოზე |
| 207,6 308 სმ |
| ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი |
დივიზიონიზმი (ფრანგ. division - დაყოფა, დანაწევრება), ნეოიმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელი ფერწერული სისტემა, რომელიც დაამუშავეს ფრანგმა ფერმწერებმა ჟ. სერამ და პ. სინიაკმა. ეფუძნება ცალკეული მონასმების საშუალებით რთული ფერადი ტონის დანაწევრებას სუფთა ფერებად, რაც ითვალისწინებს აღქმის მომენტში ოპტიკურ გამთლიანებას. ამ სისტემას იყენებენ ა. ე. ლროსი და ნაწილობრივ კ. პისარო (საფრანგეთი), ჯ. სეგანტინი (იტალია), ტ. ვან რეისელბერგე (ბელგია), ი. გრაბარი (რუსეთი, ზოგიერთ ნამუშევარში), ქართველ მხატვართაგან რ. თურქია, ე. კალანდაძე, ზ. ნიჟარაძე, ე. ბერძენიშვილი (ადრინდელ ნამუშევრებში).
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 3, გვ. 547, თბ., 1978
სტატიის