ვიკიპედია:იყავით გაბედული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Blue check.png ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიპედიის რედაქტორის სახელმძღვანელოს ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები კონსენსუსს არ უნდა არღვევდეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები თავდაპირველად მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობები:
ვპ:იგ
ვპ:იგაბ
ვპ:გაბედე
Nutshell.png ორი სიტყვით: თუ არ მუშაობს, შეაკეთე.
ვიკიპედიის სახელმძღვანელოები
შინაარსი

ავტობიოგრაფია
ნუ გადაიწერთ წყაროდან
მრავალმნიშვნელოვნება

კლასიფიკაცია

ქვეგვერდები
კატეგ., სიები, დაფები
სიები
კატეგორიზაცია

რედაქტირება

იყავი გაბედული
აშენე ქსელი
რეზიუმე
სტატიის ზომა

განხილვა

განხილვის გვერდები
ხელმოწერა განხილვაში
კონსენსუსი
ინტერესთა კონფლიქტი

ქცევა

ეტიკეტი
აბდაუბდა
იყავით თავაზიანი ახალბედებთან
მომხმარებლის გვერდი

სტილი
სტილის სახელმძღვანელო

იხ. ასევე დებულებები

იყავით გაბედული!

ვიკიპედიელთა თანამეგობრობა აქეზებს მომხმარებელებს იყონ გაბედული სტატიების განახლებისას. ვიკი ვითარდება უფრო სწრაფად, როცა ყველა ცდილობს პრობლემების გადაჭრას, გრამატიკის გამართვას, ფაქტების დამატებას, სტილის გაუმჯობესებას და ა.შ. ჩვენ თქვენგანაც იგივეს ველით. რამდენჯერ წაგიკითხავთ რაიმე და გიფიქრიათ, ნუთუ ეს გვერდები სტილის რედაქტორს არ წაუკითხავს? ვიკიპედია არა მხოლოდ გაძლევთ უფლებას დაამატოთ, შეასწოროთ და განაახლოთ სტატია, მას სურს რომ თქვენ ეს გააკეთოთ. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს გარკვეულ თავაზიანობას თქვენგან, მაგრამ ეს სისტემა ნამდვილად გამართულად მუშაობს. თავად სცადეთ.

ასევე, რა თქმა უნდა, აქ სხვებიც ჩაასწორებენ იმას, რასაც თქვენ დაწერთ. ნუ მიიღებთ ამას პირადულად. მათ, თქვენს მსგავსად, სურთ, რომ ვიკიპედია მუდმივად უმჯობესდებოდეს.

… მაგრამ ნუ იქნებით დაუნდობელი.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენნაირ რედაქტორთა გაბედულობა ვიკიპედიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია, მნიშვნელოვანია, რომ რედაქტორები დაუნდობელნი არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ. გაბედულება არ გაძლევთ უფლებას არაფრად ჩააგდოთ გადამოწმებადობა და ნეიტრალური თვალსაზრისი და ვიკიპედიის დანარჩენი ხუთი მცნება. ყველაფერი რასაც თქვენ გააკეთებთ, რომელიც ამ მიღებულ შინაგანაწესს დაარღვევს, შეიძლება აღდგენილ იქნას, ხშირად საკმაოდ უმტკივნეულოდ. ნუ მიიღებთ შერურაცხყოფად თუ ეს მოხდა; ხშირად მომხმარებლები ცდილობენ, მათ მიერ დაწერილი სტატიები საკუთრებად წარმოაჩინონ, განზრახ თუ უნებლიედ. ერთობლივი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ დიდი ცვლილებების შეტანამდე დისკუსია გაიმართოს განხილვის გვერდებზე.

ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ცვლილების წინასწარ გაუთვალისწინებელ შედეგს შეუძლია ხანგრძლივი კვალი დააჩნიოს ვიკიპედიას. მათ ეკუთვნის ცვლილებები, რომელთა დაბრუნება რთულია ტექნიკური მიზეზების გამო, მაგ. სტატიების გადარქმევა, ახალი კატეგორიების ან სხვა არასასტატიო გვერდის შექმნა და მისთ. ამიტომ, გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ იცით რას აკეთებთ და ნუ დაიზარებთ რჩევის კითხვას.

ასევე, ცვლილებები ან წაშლები სტატიებში კომპლექსურ, წინააღმდეგობრივ თემებზე, რომელთაც ხანგრძლივი ისტორია აქვთ (მაგ. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, აბორტი) უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად. მრავალ შემთხვევაში, ტექსტს, რომელსაც თქვენ ამგვარ სტატიებში იხილავთ, გავლილი აქვს საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე მოლაპარაკების პერიოდი მრავალ ვიკიპედიელთა შორის, რომელთაც განსხვავებული თვალსაზრისი და პროფესია აქვთ. გაუფრთხილებელი ცვლილება ასეთ სტატიაში ხშირად აგრესიად აღიქმება და სავალალო შედეგებით მთავრდება.

თუ სურვლი გაგიჩნდათ მნიშვნელოვანი რედაქტირება გასწიოთ სტატიაში საკამათო თემაზე, ჩვენი რჩევაა ჯერ გადახედოთ სტატიას სრულად, შემდეგ დისკუსიას განხილვის გვერდზე და ასევე გვერდის ისტორიას, რომ შეიქმნათ წარმოდგენა, თუ რა გზა გაიარა მან ამ ფორმით მოსვლამდე. ასევე სასურველია წაიკითხოთ დაკავშირებული სტატიებიც, ვინაიდან მათ შეიძლება უფრო სრული წარმოდგენა შეგიქმნათ მოცემულ თემაზე. თქვენი ცვლილებების მიუკერძოებლობა და გადამოწმებადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სტატიებში.

"იყავი გაბედული" ვიკიპედიის არაოფიციალური დევიზი გახდა

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ცვილებებს მნიშვნელოვანი უთანხმოება შეიძლება მოჰყვეს, ჩვენი რჩევაა სტატიის განხილვის გვერდზე ჩამოწეროთ (დანომვრით) თქვენი არგუმენტები შესაბამისი ციტატებით სტატიიდან. ახსენით თქვენი თვალსაზრისი და მოიყვანეთ წყაროები (თუ საჭიროა). შემდეგ, მოიცადეთ გარკვეული პერიოდი, რომ საშუალება მისცეთ სხვებს პასუხი გაგცენ: ხალხი ვიკიპედიაში მუშაობს თავისუფალ დროს და მათ თქვენთვის სწრაფად პასუხის გაცემის საშუალება შესაძლოა არ ჰქონდეთ. თუ წინააღმდეგი არავინ იქნა, შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები, მაგრამ უმჯობესია თუ ვრცელ წაშლილ ტექსტს გადაიტანთ განხილვის გვერდზე და მიუითითებთ წაშლის მიზეზს. ამგვარად ხალხი მიხვდება მათი წაშლის მიზეზს და არ ეცდება ხელმეორედ ჩაამატოს ეს ინფორმაცია. ასევე ნუ დაგავიწყდებათ რეზიუმეში ჩაწეროთ ცვლილებების მოკლე აღწერა.

ასევე მხედველობაში იქონიეთ, რომ დრამატული ცვლილებების გაკეთება რჩეულ სტატიებში, რომლებიც ვიკიპედიის საუკეთესო მასალად არის აღიარებული სისრულის, აკურატულობისა და ნეიტრალურობის თვალსაზრისით, თქვენგან დამატებით ყურადღებას საჭიროებს.

კატეგორიები და თარგები

მიუხადავად იმისა, რომ გაბედულად მუშაობა სტატიებში მიღებულია, კატეგორიების და თარგების გაბედული რედაქტირება და შექმნა მიზანშეწონილი არ არის. ცვლილებები კატეგორიებში და მითუმეტეს თარგებში შესაბამისად ცვლის დიდი რაოდენობის სხვა გვერდებს, რომლებშიც ეს კატეგორიები და თარგებია ჩასმული. თარგების შემთხვევაში, კოდის შეცვლა ერთ თარგში, რომელიც გამოყენებულია მრავალ ადგილას, პრობლემებს ქმნის ვიკიპედიის სერვერებზე. (სწორედ ამის გამო არის დაბლოკილი ყველაზე ხშირად გამოყენებული თარგების უმრავლესობა). ამის გამო სასურველია თარგებში ცვლილებები თავდაპირველად წამოაყენოთ მათ განხილვის გვერდებზე.

ასევე ზოგადად არ გირჩევთ რედაქტირება დაიწყოთ სხვა ვიკიპედიელების მომხმარებლის გვერდებზე.



იხ. აგრეთვე