პორტალი:არქიტექტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რედ. რჩეული სტატია
ჯონ ჰენკოკის ცენტრი.

ჯონ ჰენკოკის ცენტრი (John Hancock Center) მდებარეობს მიჩიგანის ავენიუზე, ჩიკაგოში, ილინოისი. 100-სართულიანი 344 მ სიმაღლის ცათამბჯენის პროექტი ინჟინერ-კონსტრუქტორ ფაზლურ ხანს ეკუთვნის კომპანიიდან „სკიდმორ, ოუინგს ენდ მერილ“ (SOM). დასრულების ჟამს, 1969 წელს, ის იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკის საზღვრებს გარეთ. ამჟამად ჰენკოკის ცენტრი სიმაღლით ჩიკაგოში მესამე და აშშ-ში კი მეოთხე ცათამბჯენია, სირს ტაუერის, ეონ ცენტრისა და ემპაირ სტეიტ ბილდინგის შემდეგ.

ცათამბჯენის გამორჩეული X-ფორმის ჯვარედინი ლითონის კარკასის ფასადი ფაქტობრივად მინიშნებაა იმაზე, რომ სტრუქტურის ”კანი” სინამდვილეში მისი მილისებური სისტემის ნაწილია. ეს იდეა შენობის პროგრესული ჩანაფიქრის კონცეფციის ნაწილია, რითაც შესაძლებელი გახდა რეკორდული სიმაღლის მიღწევა (მილისებური სისტემა შენობის ჩონჩხია, რომელიც მას ხელს უწყობს ქარებისა და მიწისძვრების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში). ეს ასევე საშუალებას იძლევა შენობის შიგა ფართი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოთავისუფლდეს არქიტექტორის ნებასურვილის შესაბამისად. სხვა მრავალ ნიშანთვისებასთან ერთად ექსტერიერის ფორმის ამგვარმა გადაწყვეტამ ჯონ ჰენკოკის ცენტრს არქიტექტურული შედევრის რეპუტაცია მიანიჭა.

რედ. თვის ბიოგრაფია
ალვარ აალტო მეუღლესთან ერთად

ჰუგო ალვარ ჰენრიკ აალტო (Hugo Alvar Henrik Aalto) (1898-1976), ფინელი არქიტექტორი და დიზაინერი. მოღვაწეობდა ფინეთში, შვედეთში და აშშ-ში. ეროვნული ტრადიციების ნიადაგზე ერთმანეთს შეუხამა ფუნქციონალიზმისა და ორგანული არქიტექტურის პრინციპები. შექმნა ლანდშაფტთან შერწყმული მოცულობით-სივრცობრივი კომპოზიციები; აგურთან, მინასთან, სპილენძსა და ბეტონთან ერთად აქტიურად გამოიყენა ადგილობრივი მასალა — ხე და გრანიტი.

მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად სკანდინავიური მოდერნიზმის პირველ და ყველაზე გავლენიან არქიტექტორად მიიჩნევენ, ისტორიული ფაქტების უფრო ღრმა ანალიზი ააშკარავებს, რომ აალტო მისდევდა სხვა პიონერებს შვედეთში, მათ შორის გუნარ ასპლუნდსა და სვენ მარკელიუსს, რომელთანაც მას მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა. აალტოს და მრავალ სხვა ამ თაობის არქიტექტორს სკანდინავიურ ქვეყნებში ერთი საერთო რამ აკავშირებდათ — მათ დაიწყეს კლასიკური განათლებით და პირველებმა ჩამოაყალიბეს ე. წ. სკანდინავიური (ნორდული) კლასიციზმი, სანამ 1920-იან წლებში მოდერნიზმში გადაინაცვლებდნენ.

რედ. იცოდით, რომ...
ვიბორგის ბიბლიოთეკა
რედ. ციტატები
ვიკიციტატა
„მომავლის არქიტექტორი ბუნების მიბაძვით შექმნის, ვინაიდან ეს არის ყველაზე რაციონალური, ხანგრძლივი და ეკონომიური ყველა მეთოდთაგან.“
რედ. რჩეული ფოტოსურათი
კონგრესის ბიბლიოთეკა

კონგრესის ბიბლიოთეკა (ინგლ. Library of Congress), აშშ-ის დე-ფაქტო ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი განყოფილება. განლაგებულია სამ შენობაში, ვაშინგტონში, და უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში, როგორც თაროების სივრცის, ისე წიგნების რაოდენობის მიხედვით.

( სხვა რჩეული ფოტოები )

რედ. მიმდინარეობები

ქრონოლოგიაამპირიარტ-დეკოარტ-ნუვოახალი ქალაქიახალი ურბანიზმიბაროკობაუჰაუზიბოზ-არტიბიდერმაიერიბრუტალიზმიბიზანტიურიგოტიკარჩეულიგუგიდეკონსტრუქტივიზმიესპანური კოლონიური სტილივიქტორიანული არქიტექტურაექსპრესიონიზმიფუტურიზმიინდურიისლამურიიტალიანატიიაპონურისაკათედროკლასიკურიკონსტრუქტივიზმიმეორე იმპერიამოდერნიმოდერნიზმინაცისტურინეობიზანტიურინეოკლასიციზმიპაგოდასპარსულიპოსტმოდერნიზმირეტროფუტურიზმიროკოკორომანულირუსულისაერთაშორისო სტილისიცილიური ბაროკორჩეულისტალინიზმისუდანო-საჰელიურიჩიკაგოს სკოლაჩინურირჩეულიქალაქი-მშვენიერი

რედ. კატეგორიები

არქიტექტურა : ქვეყნების მიხედვითარქიტექტურის ისტორიამიმდინარეობებიელემენტებივენის არქიტექტურათბილისის არქიტექტურაისლამური არქიტექტურამსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიმსოფლიოს უმაღლესი ნაგებობებიპრაღის არქიტექტურასასახლეებისაქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლებიტაძრებიქრისტიანული არქიტექტურაურბანისტიკაშენობა-ნაგებობებიშუა საუკუნეების არქიტექტურაცათამბჯენებიხიდები


რედ. არქიტექტურის თემები

(+) ურბანიზმი (c i)

nothumb

რუასი-შარლ-დე-გოლის აეროპორტის ტერმინალი 2F.

nothumb

მოსტარის სტარი მოსტი « ძველი ხიდი » აღდგენილი დაბომბვის გამო დაზიანების შემდეგ.

nothumb

ფოლკერკის ბორბალი, გემთამწე ქალაქ ფოლკერკში, შოტლანდია

(+) არქიტექტურა (c i)


ItsukushimaTorii7390.jpg

შინტოს აკლდამა იცუკუშიმა-ძინძა, მიაძიმა, იაპონია

ChichenItza-Dic2004.jpg

ჩიჩენიცა, მაიას უძველესი ქალაქი, მექსიკა

Versailles Palace.jpg

ვერსალის სასახლე საფრანგეთში

Santa Catarina Sinai 2003.JPG

სინაის წმინდა ეკატერინეს მონასტერი, ეგვიპტე

(+) კულტურული მემკვიდრეობა (c i)
Remparts medina Essaouira Luc Viatour.jpg

ეს-სუვეირას მედინა, მაროკო

Noel 2005 Pékin 031 muraille de chine Mutianyu.jpg

ჩინეთის დიდი კედელი

Sydney Opera House Night.jpg

სიდნეის ოპერის თეატრი, ავსტრალია

Statue de la liberte vue navette.jpg

თავისუფლების ქანდაკება, ნიუ-იორკი