პოლ კრუგმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლ კრუგმანი
Paul Krugman

პოლ კრუგმანი
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1953 (1953-02-28) (61 წლის)[1]
დაბადების ადგილი ალბანი, აშშ[1]
ეროვნება ამერიკელი[1]
სამეცნიერო დაწესებულება პრინსტონის უნივერსიტეტი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა
სამეცნიერო სფერო საერთაშორისო ეკონომიკა, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა
ალმა-მატერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, იელის უნივერსიტეტი[1]
გავლენა იქონიეს ავინაშ დიქსიტი, რუდი დორნბუში, ჯონ ჰიკსი, ჯონ მეინარდ კეინსი, პოლ სამუელსონი, ჯოზეფ სტიგლიცი
ცნობილია როგორც საერთაშორისო სავაჭრო თეორიაში, ახალ სავაჭრო თეორიასა და ეკონომიკურ გეოგრაფიაში შეტანილი წვლილის თანაავტორი.
ჯილდოები ჯონ ბეიტს კლარკის მედალი (1991),[1] ასტურიის პრინცის პრემია (2004), ნობელის პრემია ეკონომიკაში (2008)[1]


პოლ რობინ კრუგმანი (ინგლ. Paul Krugman; დ. 28 თებერვალი, 1953) — ამერიკელი ეკონომისტი, მწერალი, 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონიმიკის დარგში; პრინსტონის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.

პოლ კრუგმანი დაიბადა ლონგ-აილენდზე (ნიუ-იორკი) ებრაელი დევიდისა და ანიტა კრუგმანების ოჯახში. სწავლობდა იელის უნივერსიტეტში; ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. შემდგომში ასწავლიდა ამავე უნივერსიტეტში, ასევე იელისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში (ბერკლი), ლონდონის ეკონომიკის სკოლასა და სტენფორდში. ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორია (2000 წლიდან).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 „Paul Krugman“, Encyclopædia Britannica, Encyclopædia Britannica Inc., Jan 20, 2013, http://www.britannica.com/EBchecked/topic/1474708/Paul-Krugman