ოლივერ უილიამსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლივერ უილიამსონი (ინგლ. Oliver E. Williamson; დ. 27 სექტემბერი, 1932, სუპერიორი, ვისკონსინი) — ამერიკელი ეკონომისტი, ნეოინსტიტუციონალიზმის წარმომადგენელი; კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი (1963). მუშაობდა პენსილვანიის (1965-83) და იელის (1983-88) უნივერსიტეტებში; 1988 წლიდან კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლიში) პროფესორია. 2004 წელს გახდა რეკტენვალდის პრემიის ლაურეატი, ხოლო 2009 წელს -- ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში. 2007 წლიდან ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის საპატიო წევრია.