ბენ ბერნანკე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენ ბერნანკე

ბენ შალომ ბერნანკე (დ. 13 დეკემბერი, 1953) -- ამერიკელი მაკროეკონომისტი, აშშ-ის ფედერალურის რეზერვის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე 2006 წლიდან. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრი 2002-2005 წლებში. ასევე პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

დაქორწინებულია პროფესიით ესპანური ენის მასწავლებელ ანა ბერნანკეზე, რომელიც პრინსტონის დღის სკოლაში ასწავლის. ჰყავთ ორი შვილი.

2005 წლის 24 ოქტომბერს პრეზიდენტმა ბუშმა ის ალან გრინსპენის შემცვლელად დაასახელა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის პოსტზე. ამ თანამდებობაზე ბერნანკე 2006 წლის 1 თებერვალს აკურთხეს.

კარიერა[რედაქტირება]

დაიბადა აუგუსტაში, ჯორჯია, საშუალო სკოლა უმაღლესი ქუელბით დაამთავრა 1971 წელს დილონში, სამხრეთ კაროლინა; ჰარვარდის უნივერსიტეტი 1975 წელს (summa cum laude); ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში 1979 წელს. ასწავლიდა სტენფორდის უნივერსიტეტში 1979-1985 წლებში, შემდეგ კი პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტში პროფესორი ხდება. 1996-2002 წლებში ამ დეპარტამენტის თავმჯდომარეა, რის შემდეგაც სახელმწიფო სამსახურში გადადის. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ლექცია აქვს წაკითხული ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მონეტარულ თეორიასა და პოლიტიკაზე და დაწერილი აქვს სამი სახელმძღვანელო მაკროეკონომიკაში.

იყო ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს მონეტარული ეკონომიკის პროგრამის დირექტორი და ჟურნალი ამერიკის ეკონომიკური მიმომხილველის რედაქტორი. მისი ინტერესთა საგანია დიდი დეპრესიის მიზეზები - აშშ-ის ისტორიის პერიოდი, რომელსაც განსაკუთრებული მონეტარული დეფლაცია ახლდა თან.

ჯილდოები[რედაქტირება]

  • ეკონომეტრიკის საზოგადოების სტიპენდიანტი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]



რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]