დანიელ კანემანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დანიელ კანემანი

დანიელ კანემანი
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1934 (1934-03-05) (80 წლის)
დაბადების ადგილი თელ-ავივი, მანდატური პალესტინა
ეროვნება ებრაელი, ამერიკელი
სამეცნიერო დაწესებულება პრინსტონის უნივერსიტეტი (1933—), კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) (1986–93), ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი (1978–86), იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი (1961–77)
სამეცნიერო სფერო ფსიქოლოგია, ეკონომიკა
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) (1961), იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი (1954)
ჯილდოები ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის ჯილდო (2007), ნობელის პრემია ეკონომიკაში (2002)

დანიელ კანემანი (ინგლ. Daniel Kahneman, ებრ. דניאל כהנמן; დ. 5 მარტი, 1934, თელ-ავივი) — ამერიკელი ფსიქოლოგი და ეკონომისტი. ფსიქოლოგიური ეკონომიკური თეორიისა და ქცევითი ეკონომიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, მიმართულებებისა, რომლებშიც გაერთიანებულია ეკონომიკა და კოგნიტივისტიკა ადამიანის ირაციონალური დამოკიდებულების რისკების ასახსნელად გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი ქცევების მართვისას. ცნობილია ამოს ტვერსკისთან და სხვა ავტორებთან ერთად შექმნილი ნაშრომით: ევრისტიკის გამოყენებით ადამიანური ცდომილების დადგენა კოგნიტურ საფუძველზე და ასევე პერსპექტივის თეორიის განვითარებით. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (2002) „ეკონომიკურ მეცნიერებებში ფსიქოლოგიური მეთოდიკის მიღების გამო, განსაკუთრებით — გაურკვევლობის პირობებში გადაწყვეტილებების მიღებისას და მსჯელობის ფორმირების კვლევისას“ (ვერნონ სმითთან ერთად), მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჩაატარა, როგორც ფსიქოლოგმა და არა, როგორც ეკონომისტმა.

კანემანი დაიბადა თელ-ავივში, ბავშვობა გაატარა პარიზში, 1946 წელს კი საცხოვრებლად გადავიდა პალესტინაში. მათემატიკისა და ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო 1954 წელს იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში. ამის შემდეგ მუშაობდა ისრაელის თავდაცვით ძალებში, მთავარ ფსიქოლოგიურ განყოფილებაში. 1969 წლიდან ლექციებს კითხულობდა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში.

ამჟამად მუშაობს, როგორც პრინსტონის, ისე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში. დაქორწინებულია ენ ტრისმანზე, ყურადღებისა და მეხსიერების ცნობილ მკვლევარზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]