რობერტ აუმანი (ინგლ.Yisrael Robert John Aumann, ებრ.ישראל אומן; დ. 8 ივნისი, 1930, ფრანკფურტი, გერმანია) — ისრაელელი მათემატიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში. მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო ჯილდო. დაიბადა გერმანიაში, თუმცა მისი ოჯახი იძულებულ იქნა გადასახლებულიყო აშშ-ში. დაამთავრა ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, სადაც დაიცვა დისერტაცია მათემატიკაში. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მათემატიკურ ეკონომიკასა და თამაშების თეორიაში. მეთაურობდა თამაშების თეორიის საზოგადოებას, 1990-იან წლებში იყო ისრაელის მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი. ასევე იყო ებრაული მათემატიკური საზოგადოების ჟურნალის რედაქტორი.