პრინსტონის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრინსტონის გერბი

პრინსტონის უნივერსიტეტი (Princeton University) — მდებარეობს პრინსტონში, ნიუ-ჯერსიში და სიძველით მეოთხე უმაღლესი სასწავლებელია აშშ-ში. პრინსტონი ასევე ერთ-ერთია აივი ლიგის რვა უნივერსიტეტთაგან. დაარსდა, როგორც ნიუ-ჯერსის კოლეჯი 1746 წელს და თავდაპირველად მდებარეობდა ელიზაბეთში, ნიუ-ჯერსი. სკოლამ პრინსტონში გადაინაცვლა 1756 წელს. მისი სახელი ოფიციალურად გადაკეთდა „პრინსტონის უნივერსიტეტად“ 1896 წელს. თავდაპირველად პრესბიტერიანელთა დაწესებულება იყო, თუმცა ნებისმიერი რელიგიური დენომინაციის სტუდენტებს შეეძლოთ დასწრება. ამჟამად უნივერსიტეტი არასექტარულია. აუცილებელი სალიტურგიო დასწრება შემცირდა ორამდე დღეში 1882 წელს, ხოლო 1964 წელს კი ეს მოთხოვნა საერთოდ გაუქმდა. უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს პრინსტონის თეოლოგიურ სემინარიასთან (უწინ სკოლის ნაწილი) და უესტმინსტერის ქორის კოლეჯთან რაიდერის უნივერსიტეტში.

მდებარეობს რა ვრცელ კამპუსზე ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ გარეუბანში, პრინსტონი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და მოხალისეთა წამოწყებებს. კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაში, რობოტიკაში, გეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში. საბაკალავრო კოლეჯთან ერთად პრინსტონს აქვს არქიტექტურის, საინჟინრო, საზოგადო და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლები. მის ფორესტალ კამპუსზე პლაზმური ფიზიკისა და მეტეოროლოგიური კვლევის ლაბორატორიებია. 1948 წელს გაიხსნა ჰარვი ფაირსტოუნის მემორიალური ბიბლიოთეკა, რომელშიც უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმთან ერთად მრავალი უნიკალური კოლექციაა გამოფენილი.