ფრიდრიხ ჰაიეკი
|
ფრიდრიხ ჰაიეკი |
||
|---|---|---|
|
||
| დაბადების თარიღი | 8 მაისი, 1899 | |
| დაბადების ადგილი | ვენა | |
| გარდაცვალების თარიღი | 23 მარტი, 1992 | |
| გარდაცვალების ადგილი | ფრაიბურგი | |
| მოქალაქეობა | ავსტრია, გაერთიანებული სამეფო | |
| სამეცნიერო სფერო | ეკონომიკა | |
| მუშაობის ადგილი | ლონდონის ეკონომიკის სკოლა (1931-1950) ჩოკაგოს უნივერსიტეტი (1950-1962) |
|
| ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი | |
| სამეცნიერო ხელმძღვანელი | ლუდვიგ ფონ მიზესი | |
| განთქმული მოსწავლეები | მილტონ ფრიდმანი | |
| ცნობილია როგორც | ავსტრიული სკოლის წარმომადგენელი | |
| ჯილდოები და პრემიები | ნობელის პრემია (1974) | |
|
||
ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი (დ. 8 მაისი. 1899, ვენა — გ. 23 მარტი. 1992, ფრაიბურგი, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში) ავსტრიელი ეკონომისტი. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი (1921), ავსტრიის ეკონომიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი (1927-1931), ლონდონის (1931-1950), ჩიკაგოს (1950-1962), ფრაიბურგის (1962-1969) უნივერსიტეტების პროფესორი, 1970-იდან ზალცბურგის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი. ჰაიეკი ცდილობს ავსტრიული ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიკური სუბიექტურ-ფსიქოლოგიური მეთოდი შეუთავსოს მათემატიკურ თეორიასა და იდეალისტურ ფილოსოფიას. კაპიტალს განიხილავს როგორც ყველა საზოგადოებრივ-ეკონომიური ფორმაციისათვის დამახასიათებელ მუდმივ კატეგორიას. ჭარბწარმოების ეკონომიური კრიზისების მიზეზად მიაჩნდა ინვესტიციების მეტისმეტი ზრდა და ბანკების მიერ არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება, კრიზისების აღმოფხვრის საშუალებად კი - მშრომელი მასების მოხმარების დონისა და ხელფასის შემცირება. წინააღმდეგია ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევისა, უხეშად ამახინჯებს კომუნისტური მშენებლობის თეორიასა და პრაქტიკას. ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. მიურდალთან ერთად 1974).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 590, თბ., 1987 წელი.
- თენგიზ ვერულავა – ფრიდრიხ ჰაიეკის ”გზა ბატონყმობისაკენ”
- თენგიზ ვერულავა – “ფრიდრიხ ჰაიეკი”
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ფრიდრიხ ჰაიეკი

