ელინორ ოსტრომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელინორ ოსტრომი (ინგლ. Elinor Ostrom; დ. 7 აგვისტო, 1933, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი პოლიტოლოგი და ეკონომისტი, ფილოსოფიის დოქტორი (1965) კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ლოს-ანჯელესი). ინდიანის უნივერსიტეტის პროფესორი (1974-დან). ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში 2009 წელს „ეკონომიკური ორგანიზაციის დარგში კვლევებისთვის“. საზოგადოების „საზოგადოებრივი არჩევანი“ პრეზიდენტი (1982-84), სეიდმანის პრემიის ლაურეატი (1997).