პაპის კონკლავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაპის კონკლავი - კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კოლეგიის შეხვედრა, რომის ეპისკოპოსის არჩევის მიზნით, რომელიც ხდება რომის პაპი. კათოლიკეები პაპს ხედავენ, როგორც წმინდა პეტრეს გამგრძელებელს და კათოლიკური ეკლესიის მიწიერ ხელმძღვანელს. კონკლავი ინსტიტუციის ხელმძღვანელის არჩევის ყველაზე ძველ მეთოდს წარმოადგენს, იმ მეთოდთა შორის რომელიც დღესაც გამოიყენება.