მონიკა ბელუჩი
| მონიკა ბელუჩი Monica Bellucci |
|
მონიკა ბელუჩი 2009 წელს |
|
| დაბადების სახელი | მონიკა ანა მარია ბელუჩი |
| დაბადების ადგილი | ჩიტა-დი-კასტელო, უმბრია, იტალია |
| დაიბადა | 30 სექტემბერი, 1964 |
| საქმიანობა | მსახიობი ფოტომოდელი |
| შემოქმედების წლები | 1990-დღემდე |
| მეუღლე(ები) | კლაუდიო კარლოს ბასო (1990 – ?) ვენსან კასელი (1999 – დღემდე) |
| მშობლები | მამა – ლუიჯი ბელუჩი, დედა – მარია გუსტინელი |
მონიკა ბელუჩი (იტალ. Monica Anna Maria Bellucci; დ. 30 სექტემბერი 1964,[1] ჩიტა-დი-კასტელო) — იტალიელი[2] კინომსახიობი და ფოტომოდელი.
სექციების სია |
ბიოგრაფია[რედაქტირება]
მონიკა ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში (უმბრია, იტალია).[3][4] მამამისი ლუიჯი ბელუჩი იყო სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკი, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი – პროფესიით მხატვარია.[5]
13 წლის ასაკიდან მოდელად მუშაობდა. 1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტში იურისპრუდენციის ფაკულტეტზე.[6] სწავლის ფული რომ ეშოვა 16 წლის ასაკიდან მუშაობდა მოდელად Liceo Classico-სთან. სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა. ამიერიდან მან საბოლოოდ აიღო ხელი იურისტობაზე. 1988 წელს მონიკა ბელუჩი საცხოვრებლად გადადის ქალაქ მილანში, სადაც კონტრაქტი გააფორმა Elite Model Management-თან. 1989 წელს ბელუჩი როგორც მოდელი განთქმული იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. ამ დროისთვის იგი პოზიორობდა ისეთ ცნობილ მოდის სახლთან როგორიცაა Dolce & Gabbana. ამასთანავე თანამშრომლობდა ცნობილ მოდის საერთაშორისო ჟურნალთან ELLE.
2000 წლის შემდეგ ბელუჩის ფოტოსურათები დაიბეჭდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალებში. 2003 წელს ბელუჩი პოპულარული ხდება ჟურნალში Maxim.[7] ამ პერიოდისათვის მან ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია მოდის სფეროში, ამასთანავე ცნობილი იყო როგორც იტალიის სექს-სიმბოლო.[8][9][10] სამოდელო კარიერაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად ბელუჩიმ კინემატოგრაფშიც დაიწყო მოღვაწეობა. სწორედ მოდელის კარიერამ მიიყვანა ბელუჩი კინოში. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა როგორც პროფესიონალ მოდელს, ამიტომ მას სულაც არ უჭირდა კამერის წინ თავისუფლად მოძრაობა და სხვადასხვა სცენების გათამაშება.
კინოკარიერა[რედაქტირება]
ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში შედგა 1990-იან წლებში. კარიერის პირველ ეტაპზე ეპიზოდურ როლებს იღებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვლა მას შემდეგ, რაც ბელუჩი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში. ეს იყო ლეგენდარული კინო – „დრაკულა“, სადაც დრაკულას პატარძლის როლში მოგვევლინა. ბელუჩისთვის ეს იყო პირველი მნიშნველოვანი როლი კინოში. მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვედნენ. განსაკუთრებულ წარმატებას ბელუჩიმ მიაღწია 1996 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „ბინა“, სადაც მისი პარტნიორი იყო ვენსან კასელი. ამ როლისთვის ბელუჩის მიენიჭა ევროპის პრესტიჟული ჯილდო სეზარი.[11] სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მსახიობი ვენსან კასელი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. 1997 წელს გამოდის ცნობილი ფრანგული მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი „დობერმანი“. 1997 წლისათვის ბელუჩიმ ერთბაშად სამ ფილმში მოასწრო თამაში.
1990-იანი წწ. იგი მეტად პოპულარული და მომთხოვნი მსახიობი ხდება. 2000 წელს გამოდის გახმაურებული და მეტად ცნობილი კინოფილმი „მალენა“, სადაც გამოვლინდა ბელუჩის როგორც მსახიობის განსაკუთრებული ნიჭი. 2001 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტოფერ განსმა გადაიღო თავის ცნობილი მძაფრ-სიუჟეტიან მისტიკური ფილმი „მგლის საძმო“, სადაც ბელუჩისთან ერთად ითამაშა მისმა მეუღლემ ვენსან კასელმა. ერთ წელიწადში მონიკამ მიიღო როლი ცნობილ ფილმში „ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა“, რომელიც იქცა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე უხვშემოსავლიან ფილმად.
ამავე წელს გამოდის ფილმი „გარდაუვალობა“, სადაც ბელუჩის ისევ და ისევ მის მეუღლესთან მოუწია თამაში. კინოთეატრებში კინო მძიმედ აღიქვეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბელუჩის პერსონაჟს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სასტიკად აუპატიურებენ.[12]
მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ფილმი „მზის ცრემლები“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ბრიუს უილისმა. შემდეგ იყო ისეთი ფილმები როგორებიცაა: „ქრისტეს ვნებანი“, „შაიტანი“, „დახვრიტე ისინი“, „უკან არ მოიხედო“ და ა.შ. ბელუჩის კინოკარიერა დაახლოებით 20 წელიწადს ითვლის. სულ კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო დაახლ. 50-მდე კინოფილმში.
ამპლუა: დრამა, კომედია, თრილერი.
ოჯახი[რედაქტირება]
თავდაპირველად მონიკა ბელუჩი ქორწინებაში იმყოფებოდა კლაუდიო კარლოს ბასოსთან, თუმცა წყვილი ერთმანეთს გაშორდა. ამჟამად მისი მეუღლეა ფრანგი კინომსახიობი ვენსან კასელი, რომლისგანაც ორი შვილი შეეძინა.[13][14]
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]
- მონიკა ბელუჩი ფლობს სამ ენას: იტალიურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს.[15]
- ხშირად ფილმებში შიშვლდება, რაც უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს საზოგადოების მხრიდან;
- მისი სრული სახელი და გვარია: მონიკა ანა მარია ბელუჩი;
- მონიკა ბელუჩი სიმაღლეში 1,73 სმ-ია.[16]
ფილმოგრაფია[რედაქტირება]
| წელი | ფილმი | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1990 | ცხოვრება ბავშვებთან | ელდა | |
| 1990 | ყაჩაღები | კონსტანცა | |
| 1991 | ლოტერეა | ფრანჩესკა | |
| 1992 | ოსტინატოს ბედი | მარინა და ანჟელა | |
| 1992 | დრაკულა | დრაკულას პატარძალი | |
| 1994 | წარუმატებელთა ბანდა | დებორა | |
| 1995 | თოვლის გუნდა | მელინა | |
| 1995 | იოსები | ფარაონის მეუღლე | |
| 1995 | ნარჩენები | ||
| 1996 | ბინა | ლიზა | |
| 1997 | დობერმანი | ნატალი | |
| 1997 | სტრესატი | ||
| 1997 | ცუდი ჟანრი | კამილი | |
| 1997 | როგორი გინდივარ | ნელინა | |
| 1998 | ტკბობა | გოგონა | |
| 1998 | კომპრომისი | მონიკა | |
| 1998 | ზეიმი არ იქნება! | ჟუილია | |
| 1998 | სულელური ტონი | ვალერია | |
| 1999 | ჯიუტი | მარგარიტა | |
| 1999 | როგორც თევზი უწყლოდ | მიურტილი | |
| 2000 | ეჭვქვეშ | შანტალი | |
| 2000 | მალენა | მალენა | |
| 2000 | ფრენკ სპადონე | ლაურა | |
| 2001 | მგლის საძმო | სილვია | |
| 2002 | ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა | კლეოპატრა | |
| 2002 | გარდაუვალობა | ალექსი | |
| 2003 | მატრიცა 2: გადატვირთვა | პერსეფონა | |
| 2003 | მატრიცა: რევოლუცია | პერსეფონა | |
| 2003 | მზის ცრემლები | ლინა | |
| 2003 | გახსოვდე | ალესია | |
| 2004 | ქრისტეს ვნებანი | მარიამ მაგდალინელი | |
| 2004 | საიდუმლო აგენტები | ლიზა | |
| 2004 | მას ვძულვარ | სიმონა | |
| 2005 | ძმები გრიმები | სარკის დედოფალი | |
| 2005 | რამდენად გიყვარვარ | დანიელა | |
| 2006 | შაიტანი | ||
| 2006 | დახვრიტე ისინი | დონა | |
| 2006 | ქვის საძმო | ლაურა | |
| 2007 | სიყვარულის სახელმძღვანელო 2 | ლუჩია | |
| 2007 | მეორე სუნთქვა | მანუში | |
| 2008 | ადამიანი, რომელსაც უყვარს | ალბა | |
| 2008 | ველური სისხლი | ლუიზა | |
| 2009 | ბაარია | ||
| 2009 | პიპა ლის პირადი ცხოვრება | ჟიჟი ლი | |
| 2009 | უკან არ მოიხედო | ჟანა | |
| 2010 | ჯადოქრის მოწაფე | ვერონიკა | |
| 2011 | სიყვარული:გამოყენების ინსტრუქცია | ვიოლა | |
| 2011 | ის ვნების ზაფხული | ანჟელა |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- მონიკა ბელუჩი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- მონიკა ბელუჩი (ინგლისური)
- მონიკა ბელუჩი (ინგლისური)
- მონიკა ბელუჩი (ინგლისური)
- მონიკა ბელუჩი (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Birth registration from the Perugina Registry Office
- ↑ [1]
- ↑ Martínez, Claudio (30 October 2003). Persephone (Spanish). El Diario de Hoy. წაკითხვის თარიღი: 9 November 2009.
- ↑ Monica Bellucci: Biography. MSN. წაკითხვის თარიღი: 23 January 2008.
- ↑ Monica Bellucci Biography (1969?–). Filmreference.com. წაკითხვის თარიღი: 8 September 2007.
- ↑ Corliss, Richard. “It's Monica Mania“, TIME, 10 March 2003. წაკითხვის თარიღი: 26 May 2007.
- ↑ Monica Bellucci Photos. Maxim. წაკითხვის თარიღი: 15 January 2007.
- ↑ Salisbury, Mark. “Danger woman“, The Observer, 23 October 2005. წაკითხვის თარიღი: 26 May 2007.
- ↑ Davies, Hugh. “Gibson brings his passion for Christ to the big screen“, The Daily Telegraph, 23 January 2003. წაკითხვის თარიღი: 26 May 2007.
- ↑ Morgoglione, Claudia. “Monica baronessa divertente per Virzì "Bello quel ruolo un po' da mignotta"“, La Repubblica, 14 October 2006. წაკითხვის თარიღი: 26 May 2007. (იტალიური)
- ↑ Campion, Chris (5 October 2006). Fantasy made flesh. The Daily Telegraph. წაკითხვის თარიღი: 17 April 2009.
- ↑ David Ansen. "How Far Is Too Far?", Newsweek, March 3, 2003
- ↑ Silverman, Stephen M.. “'Passion' Actress Bellucci Has Baby Girl“, People, 14 September 2004. წაკითხვის თარიღი: 8 August 2010.
- ↑ “Actress Monica Bellucci has baby girl“, 25 May 2010. წაკითხვის თარიღი: 8 August 2010.
- ↑ ინტერვიუ მონიკა ბელუჩისთან
- ↑ (ინგლისური)Scheda di Monica Bellucci, da Fashion Model Directory