ბატეთის ტბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბატეთის ტბა — ტბა ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ2, აუზის ფართობი 5 კმ2, უდიდესი სიღრმე 12 მ. ბატეთის ტბა გაჩნდა კლდეზვავისაგან მდინარე ბატეთისწყლის შეგუების შედეგად. გამდინარეა. გარშემორტყმულია შერეული ტყით.
[რედაქტირება] გალერეა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 228, თბ., 1977 წელი.