დიდი ოქროწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ოქროწყალი
კოორდინატები: 42°58′36″ ჩ. გ. 41°55′13″ ა. გ. / 42.97667° ჩ. გ. 41.92028° ა. გ. / 42.97667; 41.92028
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 2403 
ფართობი 0,1 კმ²
მოცულობა 0,0012 კმ³
საშუალო სიღრმე 12 
მაქსიმალური სიღრმე 26,5 
აუზის ფართობი 2,2 კმ²
დიდი ოქროწყალი — საქართველო
დიდი ოქროწყალი
დიდი ოქროწყალი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
დიდი ოქროწყალი

დიდი ოქროწყალი, ოქროწყალი — მთის ტბა საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2403 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,1 კმ², აუზის ფართობი 2,2 კმ², საშუალო სიღრმე 12 მ, მაქსიმალური სიღრმე 26,5 მ, წყლის მოცულობა 1,2 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ ცირკს. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. მაღალი დონე აქვს გაზაფხულ-ზაფხულში, დაბალი — ზამთარში. ტბაში თევზი არ არის. ზამთარში იყინება. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 57.
  2. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 615.