პატარა ჯაჯის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატარა ჯაჯის ტბა
კოორდინატები: 41°49′25″ ჩ. გ. 42°38′41″ ა. გ. / 41.823806° ჩ. გ. 42.644917° ა. გ. / 41.823806; 42.644917
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ადიგენის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 2330 
ფართობი 0,007 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 3,2 
აუზის ფართობი 0,58 კმ²
პატარა ჯაჯის ტბა — საქართველო
პატარა ჯაჯის ტბა
პატარა ჯაჯის ტბა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
პატარა ჯაჯის ტბა

პატარა ჯაჯის ტბატბა საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ მეფისწყაროს სამხრეთით, ზღვის დონიდან 2330 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,007 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ. აუზის ფართობი 0,58 კმ². უკავია კარული ქვაბულის ძირი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალი მტკნარი, სუფთა და გამჭვირვალეა. პატარა ჯაჯის ტბა გაუდინარია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 137.
  2. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 549.