იზმაილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
იზმაილი (უკრ.: Ізмаїл; რუს. და ბულგ.: Измаил; რუმ.: Ismail; თურქ.: İşmasıl ან Hacidar; ასევე Ismail) — ისტორიული ქალაქი მდინარე დუნაის სანაპიროსთან ოდესის ოლქში, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთი. იზმაილსკი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. გეოგრ. კოორდ. 45°21′N, 28°50′E.
იზმაილი დუნაის დელტაზე უკრაინის უდიდესი პორტია. ამგვარად, ის საკვები პროდუქტების გადამუშავების ინდუსტრიის ცენტრია და პოპულარული რეგიონული ტურისტული ღირსშესანიშნაობა. აქვე განლაგებული უკრაინის საზღვაო ძალების ბაზა და უკრაინის საზღვაო დაცვის ქვედანაყოფი. იზმაილის რეგიონული ბუნებრივი ტყე-პარკიც აქ მდებარეობს. ქალაქის მოსახლეობა ამჟამად 85000-ს შეადგენს, რომელთა შორისაცაა 43% რუსები, 38% უკრაინელები, 10% ბესარაბიელი ბულგარელები, ხოლო დანარჩენი — მოლდაველები.
სტატიის