როჯერ II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როჯერ II
Ruggeru II di Sicilia
Roger II. Sicilsky.jpg
სიცილიის სამეფოს 1-ლი მეფე
მმართ. დასაწყისი: 1130
მმართ. დასასრული: 1154
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: ვილჰელმ I ბოროტი
დაბ. თარიღი: 22 დეკემბერი, 1095
დაბ. ადგილი: სიცილია
გარდ. თარიღი: 26 თებერვალი, 1154
გარდ. ადგილი: პალერმო, სიცილია
დინასტია: ჰოტვილები
მამა: როჯერ I
დედა: ადელაიდა სავონიელი

როჯერ II (ფრანგ. Roger II de Hauteville, იტალ. Ruggero II di Sicilia, სიცილ. Ruggeru II di Sicilia; 22 დეკემბერი 1095 — 26 თებერვალი 1154, პალერმო) — სიცილიის სამეფოს პირველი მეფე. მეფობდა 1130-1154 წლებში, წარმოშობით ნორმანი. სიცილიის გრაფის როჯერ I-ის ძე, რობერტ გუისკარის ძმისშვილი. პაპობასა და ნორმან ბარონებთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ქალაქების მხარდაჭერით თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა ნორმანთა სამფლობელოები სიცილიასა და სამხრეთ იტალიაში. 1139 წელს პაპი ინოკენტი II იძულებული გახდა იგი მეფედ ეცნო. 40-იანი წლების ბოლოს დაიპყრო ტრიპოლი, ტუნისი 1147-1148 წწ. ბიზანტიელებს კ. კორფუ წაართვა. გაძარცვა კორინთი, თებე. მისი ცენტრალიზებული ფეოდალური სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძვლები აისახა როჯერ II-ის საკანონმდებლო აქტებში, სიცილიის ასიზებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]