მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
Seventh crusade.jpg
ლუი IX მეშვიდე ჯვაროსნულ ლაშქრობაში
თარიღი 1248–1254
მდებარეობა ელ-მანსურა, ეგვიპტე
შედეგი მუსლიმების გადამწყვეტი გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ომამდელი სტატუს-ქვო
მხარეები
ქრისტიანები მუსლიმანები
მეთაურები
France Ancient.svg ლუი IX
Armoiries Alphonse Poitiers.svg ალფონს დე პუატიე
Image-Blason Sicile Péninsulaire.svg კარლ I ანჯუელი
Artois Arms.svg რობერტ I არტუელი
Cross of the Knights Templar.svg გილიემ დე სონაკი
Cross of the Knights Templar.svg რენაუდ დე ვიჩიერსი
Flag of Ayyubid Dynasty.svg ას-სალიჰ აიუბიდი
Flag of Ayyubid Dynasty.svg Mameluke Flag.svg შაჯარ ალ-დური
Mameluke Flag.svg ფარის ად-დინ აკტაი
Mameluke Flag.svg ქუტუზი
Mameluke Flag.svg ფახრ-ად-დინ იუსუფი
Mameluke Flag.svg აიბეკი
Mameluke Flag.svg ბეიბარს I[1]
ძალები
15 000 [2]
  • 2 400-2 800 რაინდი
  • 5 000 არბალეტოსანი
უცნობია
დანაკარგები
თითქმის მთელი არმია განადგურდა მცირე

მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობასაფრანგეთის მეფის ლუი IX-ის ლაშქრობა 1248–1254 წლებში.

1244 წელს მონღოლების შემოსევებს გარიდებულმა ხორაზმელებმა, ეგვიპტისკენ მიმავალ გზაზე იერუსალიმი დაიპყრეს. მათი მიზანი ეგვიპტელ მამლუქებთან დაკავშირება იყო. იერუსალიმი დაინგრა და გადაიწვა. ქრისტიანებმა ვერ შეძლეს მყარად მოეკიდებინათ ფეხი იერუსალიმში, რადგან ხვარაზმელების დაპყრობამდე ორი საუკუნის მანძილზე, იერუსალიმი მუდამ ხელიდან ხელში გადადიოდა. ევროპელი რაინდების მიმართ რომის პაპის მოწოდებებს გამოხმაურებები არ მოყოლია. გერმანელი იმპერატოირი ფრიდრიხ II რომის პაპთან ბრძოლით იყო დაკავებული, ინგლისის მეფე ჰენრი III კი — ოპოზიციონერ ბარონებს ებრძოდა. ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის იდეით მხოლოდ საფრანგეთის მეფე ლუი IX დაინტერესდა. 1245 წელს ლუიმ უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ აპირებდა კიდევ ერთი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყებას. საფრანგეთის მეფემ ნორვეგიის მეფე ჰაკონ IV-ს ელჩი გაუგზავნა და ლაშქრობაში მონაწილეობა შესთავაზა. თუმცა ლუის მოწვევა, ჰაკონმა არ მიიღო.

1248 წლისთვის ფრანგთა მეფემ შეაგროვა 15-ათასიანი არმია, მასში ~3000 რაინდი, 5000 არბალეტოსანი შედიოდა. ექსპედიცია დასაფინანსებლად სოლიდური თანზები იქნა მოზიდული, რამაც ლაშქრობა ძალიან ძვირადღირებული გახადა. 1249 წელს ლუი IX-ს მეთაურობით, ფრანგმა ჯარისკაცებმა მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო. ფრანგებმა ეგვიპტისკენ მიმავალ გზაზე კვიპროსზე გადაიზამთრეს. კუნძულზე ყოფნისას, ლუი ქრისტიანული ქვეყნების მეთაურებსა და მონარქებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მეფემ დახმარება რომანულ (ლათინურ) იმპერიას, ანტიოქიის სამთავროსა და ტამპლიერებს სთხოვა.

ფრანგებმა ეგვიპტეში გადასვლისთანავე, 6 ივნისს დუმიატი განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე აიღეს. იერუსალიმზე შესატევად მდიდარი ეგვიპტე, თავის ჯარისთვის ლუის იდეალური ბაზად მიაჩნდა. ჯვაროსნები დუმიატში ექვსი თვით ჩარჩნენ, ამასობაში ფრანგმა ჯარისკაცებმა საბრძოლო სულიკვეთება დაკარგეს და ძარცვას მიყვეს ხელი.

ნოემბერში ლუიმ ქაიროზე შეტევა დაიწყო, ხოლო მისმა ძმამ, რობერტ დ'არტუამ ელ-მანსურს შეუტია. მალევე ნაჯმ ალ-დინ აიუბი გარდაიცვალა და ძალაუფლება ხელში მისმა ქვრივმა და ჯვაროსნების წინააღმდეგ მებრძოლი არმიის მეთაურის, თურან-შაჰის დედამ, შაჯარ ალ-დურმა აიღო. 1250 წლის 8-11 თებერვალს ჯვაროსნებმა ელ-მანსურთან მარცხი იწვნიეს, რობერტი ბრძოლაში დაიღუპა. მალევე ფრანგთა მთავარმა ძალებმა მამლუქებს შეუტიეს. ფრანგებს ლუი მეთაურობდა, ხოლო მალუქებს — ბეიბარს I. ბრძოლაში ჯვაროსნებმა უპირატესობა ხელთ ვერ იგდეს და უკან, დუმიატისკენ დაიხიეს. მალევე ლუიმ ფრანგებისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება, შეეტიათ ელ-მანსურისთვის, მიიღო. საფრანგეთის არმია გაიწირა: ჯარში შიმშილმა და ავადმყოფობამ დაისადგურა. 1250 წლის მარტში, ჯარს, რომელმაც ყველანაირი რესურსი ამოწურა და რომელსაც ლუი IX უკან, დუმიატისკენ დახევას უპირებდა, მამლუქების არმია დაესხა თავს. ფრანგთა დასუსტებული და დემორალიზებული არმია გაცამტვერდა. ლუი IX ტყვედ ჩავარდა. დიზენტერიით დაავადებული მეფე არაბ ექიმთა ყურადღების ქვეშ იყო. იმავე წლის მაისში, ფრანგებს დატყვევებული მეფის გამოსახსნელად 800 000 ბეზანტის გადახდა დაეკისრათ. შეთანხმების თანახმად, ამ თანხის ნახევარი იქამდე უნდა გადახდილიყო, სანამ მეფე ეგვიპტეს დატოვებდა. ამის გარდა, ეგვიპტელებს დაუბრუნდათ დუმიატიც. მეფის გათავისუფლებისთანავე, გადარჩენილი ჯარისკაცები აკოში ჩავიდნენ, ქალაქში, რომელიც აღმოსავლეთში ჯვაროსნების უკანასკნელი სიმაგრე იყო.

1255 წელს მალუქები სირიაში ჩავიდნენ და იქ, ჯვაროსნების უკანასკნელი მხედრიონიც გაანადგურეს. სირიაში ევროპელი მეომრების ყველანაირი კვალი წაიშალა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Hinson, p.393
  2. J. Riley-Smith, The Crusades: A History, 193
Tank template.gif ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
Ac papyrus.png ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.