მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
SmrtLudvika91270.jpg
ლუი IX-ის სიკვდილი ტუნისის ალყის დროს
თარიღი 1270
მდებარეობა ტუნისი
შედეგი ტუნისი ზავი
ლუი IX-ის სიკვდილი.
ტუნისის კარიბჭის გაღება.
ტერიტორიული
ცვლილებები
ომამდელი სტატუს-ქვო
მხარეები
ჯვაროსნები მუსულმანები
მეთაურები
France Ancient.svg ლუი IX
Image-Blason Sicile Péninsulaire.svg კარლ I
Tunis hafsid flag.png მუჰამედ I ალ-მუსტანსირი


მერვე ჯვაროსნული ომი წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ 1270 წელს. მას ზოგან მეშვიდედ თვლიან, თუ ფრედერიკ II-ის მიერ წამოწყებული მეხუთე და მეექვსე ჯვაროსნული ომები გაერთიანდა. ხშირად მეცხრე ჯვაროსნულ ომსაც მერვეს ნაწილად თვლიან.

ისტორია[რედაქტირება]

ტუნისის ალყა, მეთოთხმეტე საუკუნის ფრანგულუი გრავიურა

მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა, მერვე ჯვაროსნული ლაშქრობით გაგრძელებად თვლიან. თავად მერვე ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ითვლება. ლუი IX სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა, სადაც მამლუქი სულთანი ბეიბარსი ჯვაროსნული სახელმწიფოების ნარჩენებს უტევდა. ბეიბარსმა ვენეციასა და გენუას შორის გაჩაღებული ომით ისარგებლა, სანამ ისინი ერთმანეთს უტევდნენ, ბეიბარსმა სირიულ პორტებზე საგრძნობლად შესუსტებული გავლენის ფონზე, 1265 წლისთვის აიღო ნაზარეთი, ჰაიფა, ტორონი და არსუფი. კვიპროსის მეფე ჰუგო III, რომელიც იერუსალიმის მეფედ იყო დანიშნული, აკრაში გადავიდა ქალაქის დასაცავად, ბეიბარსი კი ჩრდილოეთით მოიწევდა და სომხეთსაც კი მოაღწია, რომელიც იმჟამად მონღოლთა დაქვემდებარებაში იყო.

ამ მოვლენებმა ლუი აიძულა 1267 წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოეცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისმა პირადი ისტორიკოსმა წასვლაზე უარი განაცხადა. ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად ტუნისზე გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ დასაყრდენს მისცემდა ეგვიპტეზე თავდასასხმელად, ვინაიდან ეს ლუის წინა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო, ისევე როგორც მეხუთე ლაშქრობისაც (ორივე ლაშქრობა ეგვიპტეში მარცხით დასრულდა). კარლს, სიცილიის მეფეს, ხმელთაშუა ზღვის ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ხოლო ტუნისის სულთანს ასევე კარგი კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ ესპანეთთან და მოქცევის კარგ კანდიდატად მოაზრებოდა.

ლუი აფრიკის მიწაზე 1270 წლის ივლისში გადავიდა, რაც უკიდურესად არასახარბიელო დრო გამოდგა. არმიაში სასმელი წყლის დაბინძურების გამო ეპიდემიამ იფეთქა, ხოლო თავად ლუი იმავე წლის 25 აგვისტოს კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში, „კუჭის ქრონიკული აშლილობით” გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, მისი ბოლო სიტყვა „იერუსალიმი” იყო. ამის შემდეგ კარლმა მეფედ ლუის ვაჟი ფილიპ III გამოაცხადა, მაგრამ ახალი მეფის მცირე ასაკის გამო, ჯვაროსნულ ლაშქრობას თავად გაუძღვა.

ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და 30 ოქტომბერს სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის, ქალაქში მშვიდობიან ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა. კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა ინგლისის უფლისწული ედუარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა აკოზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო სიმაგრე იყო სირიაში. მის მიერ იქ გატარებული დრო უკვე მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობად ითვლება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Tank template.gif ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
Ac papyrus.png ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.