მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
Al-Kamil Muhammad al-Malik and Frederick II Holy Roman Emperor.jpg
ფრიდრიხ II (მარცხნივ) და სულთანი ალ-კამილი (მარჯვნივ)
თარიღი 1228–1229
მდებარეობა კვიპროსი, ახლო აღმოსავლეთი
შედეგი დასრულდა ჯვაროსანთა გამარჯვებით
ტერიტორიული
ცვლილებები
იერუსალიმი, ნაზარეთი, სიდონი, იაფა და ბეთლემი
მხარეები
საღვთო რომის იმპერია და მისი მოკავშირეები: Flag of Ayyubid Dynasty.svg აიუბიდები Armoiries Chypre.svg კვიპროსის სამეფო
Armoiries Ibelin.svg იბელინები
მეთაურები
Holy Roman Empire Arms-single head.svg ფრიდრიხ II შტაუფენი
Den tyske ordens skjold.svg ჰერმან ფონ სალცა
Flag of Ayyubid Dynasty.svg ალ-კამილი Armoiries Chypre.svg ანრი I (კვიპროსი)
Armoiries Ibelin.svg ჟან I იბელინი

მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობასაღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ II შტაუფენის ლაშქრობა 1228-1229 წლებში.

ფრიდრიხ II და რომის პაპი[რედაქტირება]

1225 წელს ფრიდრიხ II დაქორწინდა ჟან ბრიენელისა (იერუსალიმის ნომინალური მმართველი) და მარია მონტფერატელის ქალიშვილ იოლანდა იერუსალიმელზე (აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც — იზაბელა). ფრიდრიხმა იერუსალიმის სამეფო ტახტზე პრეტენზიები გამოთქვა და სცადა მისი ხელში ჩაგდება. 1227 წელს რომის პაპი გრიგოლ IX გახდა. ფრიდრიხ II და მისი არმია იტალიის ქალაქ ბრინდიზიდან აკოში გადავიდა. თუმცა ეპიდემიის გამო, მალევე იტალიაში დაბრუნდა. გრიგოლ IX-მ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ფრიდრიხი განეკვეთა ეკლესიისგან, საღვთო ფიცის გატეხის ბრალდებით, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ საბაბი იყო, რადგან პაპებისა და ფრიდრიხის დაპირისპირება, ძალაუფლების მოპოვების გამო მრავალი წელია გრძელდებოდა.

გრიგოლ IX-ს თქმით ფრიდრიხის ეკლესიისგან მოკვეთის მიზეზი, იმპერატორის მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე თავშეკავება გახდა. მართალია საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ II შტაუფენი ჩართული იყო მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. მან გერმანიიდან ჯარები გაგზავნა ჯვაროსნების დასახმარებლად, თუმცა არმიას სათავეში თვითონ არ ჩაუდგა.

ფრიდრიხმა სცადა პაპთან მოლაპარაკება, თუმცა ვერას გახდა და 1228 წელს სირიაში გაემგზავრა და მიუხედავად ეკლესიისგან მოკვეთისა, იმავე წლის სექტემბერში აკოში ჩავიდა. მალე, ფრიდრიხ II-მ გადაწყვიტა გაეგრძელებინა ჯვაროსნული ლაშქრობების სერია და წმინდა მიწისთვის მეექვსე ლაშქრობა წამოეწყო.

ჯვაროსნული ლაშქრობა[რედაქტირება]

იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ წმინდა მიწისკენ გამგზავრებულიყო, ფრიდრიხ II ჩავიდა კვიპროსში. ლაშქრობა დაიწყო 1228 წელს. ფრიდრიხ II-მ წმინდა მიწაზე აღადგინა იაფას სიმაგრე და 1229 წლის თებერვალში ეგვიპტის სულთან ალ-კამილთან დადო შეთანხმება. იმავე წლის მარტში ფრიდრიხმა შევიდა იერუსალიმში, ხოლო მაისში დატოვა წმინდა მიწა. ფრიდრიხმა მიზანს არა ომით, არამედ დიპლომატიური საშუალებებით მიაღწია: მან მუსლიმანებთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებმა იერუსალიმი უბრძოლველად ჩაიბარეს. მაჰმადიანი ჟამთააღმწერელი აღნიშნავდა, რომ ერთხელ მუეძინი მინარეთიდან, რომელიც ფრიდრიხის ბანაკთან ახლოს იყო, მოუხმობდა მუსლიმანებს სალოცავად, სულთანმა მოკავშირეობის პატივსაცემად, ქვეშევრდომებს სთხოვა შეეჩერებინათ მოლა, თუმცა ამას ფრიდრიხი შეეწინააღმდეგა. ამ ფაქტმა ქრისტიანული სამყარო ფრიდრიხს კიდევ ერთხელ დაუპირისპირა. ფრიდრიხის წასვლის შემდეგ, მის წარმომადგენლებს ფრანგი რაინდები დაუპირისპირდნენ. მომდევნო 15 წლის განმავლობაში იერუსალიმის სამეფო ომებმა მოიცვა. საბოლოოდ, 1244 წელს თურქმენულმა ცხენოსნთა არმიამ აიღო იერუსალიმი და ღაზას სიახლოვეს განლაგებული ქრისტიანული არმია გაანადგურა.

ჯვაროსნებმა იერუსალიმი 1244 წელს დაკარგეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Tank template.gif ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
Ac papyrus.png ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.