მარიანა (სიმბოლო)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეჟენ დელაკრუა. თავისუფლება, რომელსაც ხალხი მიჰყავს (1830, ლუვრი).

მარიანა (ფრანგ. Marianne) — საფრანგეთის ეროვნული სიმბოლო, აგრეთვე ფრანგული რესპუბლიკის მეტსახელი 1792 წლიდან (საფრანგეთის რევოლუციის დროიდან).

გამოსახულია, როგორც ქალი, რომელსაც ფრიგიული ჩაჩი ახურავს. იგი გამოხატავს ფრანგულ ეროვნულ დევიზს ”თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა”. მარიანა გამოსახულია საფრანგეთის თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანოს შენობაზე, აგრეთვე მისი გამოსახულება ჩანდა ფრანგული ფრანკის მონეტებზე და თანამოდროვე ფრანგულ ევროცენტებზეც (1, 2 და 5 ნომინალით).[1]

სქოლიო[რედაქტირება]