ლუი I (პოლონეთი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუი I დიდი, უნგრელი (ლუდოვიკო I) (ლაიოშ I)
უნგრ. I. (Nagy) Lajos,
პოლ. Ludwik Węgierski
Ludwik Wegierski.jpg
პოლონეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: უნგრეთი-1342, პოლონეთი 1370
მმართ. დასასრული: უნგრეთი-1382, პოლონეთი-1382
კორონაცია: უნგრეთი - 1342 წ. 21 ივლისი, პოლონეთი - 1370 წ. 17 ნოემბერი
სხვა წოდებები: უნგრეთის მეფე
წინამორბედი: კაზიმირ I დიდი
მემკვიდრე: იადვიგა პოლონეთის დედოფალი
დაბ. თარიღი: 1326
დაბ. ადგილი: ვიშეგრადი, უნგრეთი
გარდ. თარიღი: 11.09.1382
გარდ. ადგილი: ტრნავა, სლოვაკეთი, დაკრძალულია - სეკეშფეხერვარი
მეუღლე: 1) მარია ლუქსემბურგელი
2) ელიზავეტა ბოსნიელი
შვილები: ქალიშვილები: ეკატერინე, მარია უნგრეთის დედოფალი, იადვიგა პოლონეთის დედოფალი
დინასტია: ანჟუ-სიცილიის სახლი
მამა: კარლ რობერტი
დედა: ელიზავეტა პოლონელი
ხელმოწერა: Blason Louis Ier de Hongrie.svg

ლაიოშ I დიდი (ევლოპული ტრადიციების მიხედვით, ლუდოვიკ I დიდი; უნგრ. I. (Nagy) Lajos, პოლ. Ludwik Węgierski; 1326, ვიშეგრადი, უნგრეთი — 11 სექტემბერი 1382 ტრნავა, სლოვაკეთი) — პოლონეთის მეფე 1370 წლის 17 ნოემბრიდან, უნგრეთის მეფე 1342 წლის 16 ივლისიდან (კორონაცია1342 წ. 21 ივლისი - ლაიოშ I-ის სახელით). წარმოადგენს ანჟუს (ანჟუ-სიცილიის) დინასტიას.

ლუდოვიკი უნგრეთის მეფის კარლ რობერტის (რომელიც ნეაპოლიტანური ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი იყო) და ელიზავეტა პოლონელის, ვლადისლავ I ლოკიტეკის ქალიშვილის კაზიმირ III-ის პიასტების დინასტიის უკანასკნელი მეფის დის, ვაჟი იყო. უნგრეთის ტახტი ლუდოვიკმა მიიღო მამის სიკვდილის შემდეგ 1342 წელს, მაგრამ ახალგაზრდობაში დედის რჩევებით ხელმძღვანელობდა. 1347 წ. მან ნეაპოლზე ლაშქრობა განახორციელა, იქ მოკლული ძმის შურის საძიებად, მაგრამ მტკიცე წარმატებები მას არ ქონია; 1350 წ. მან გაიმეორა თავისი ლაშქრობა, დაიმორჩილა ნეაპოლი და მისი მართვა დედას გადასცა, თვითონ თავისი მზერა დალმაციოს მიმართა, რადგან ფიქრობდა რომ ის უფრო მნიშვნელოვანი იყო უნგრეთისათვის ვიდრე ვიდრე იტალია. დალმაციაზე დაუფლებისათვის ლუდოვიკოს მოიწია ბრძოლა ვენეციელებთან, მან ბოლოს და ბოლოს გატეხა ისინი და 1356 წელს ისინი აიძულა დალმაციო უნგრეთის შემადგენლობაში ეცნოთ.

1365 წელს ის ბულგარეთის მეფის იოან-შიშმანის წინააღმდეგ წავიდა საომრად და დაიპყრო ვიდანი, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო, რადგანაც შიშმანი თურქ-ოსმალებს შეეკრა. უკანასკნელნი ლუდოვიკოს დროს უნგრეთს არ აწუხებდნენ რადგანაც ბიზანტიასთან ომით იყვნენ დაკავებულნი.

პოლონეთის მემკვიდრეობა[რედაქტირება]

კაზიმირის სიკვდილის შემდეგ (1370) ლუდოვიკო I, როგორც უმემკვიდრეო კაზიმირის დიშვილმა, წინააღმდედგობის გარეშე მიიღო პოლონეთის სამეფოს გვირგვინი. ასე რომ ლუდოვიკო I-ის გაერთიანებული სამფლობელო გადაჭიმული იყო ბალკანეთიდან ბალტიის ზღვამდე და შავი ზღვიდან ადრიატიკულ ზღვამდე. ლუდოვიკმა გამოსცა მთელი რიგი კანონები არამარტო გვირგვინოსნის არამედ ქვეშევრდომთა უფლებების შესახებ; უკანასკნელებს დაუტოვა ადგილობრივი თვითმმართველობა; აზნაურები უზრუნველყო მამულის მფობელობით; ბევრი გააკეთა გლეხობისათვის, შეცვალა მემამულეებთან შრომა ნატურალირი გადასახდელით გლეხის მიწიდან შემოსავლის 1/9-ით; ზრუნავდა ქალაქების კეთილდღეობაზე, ანიჭებდა მათ პრივილეგიებს, ჩუქნიდა ტყეებსა და მიწებს, აგებდა გალავნებს და ამშვენებდა ქალაქებს.

გერბი (საათის ისრის მიმართულებით, ზედა მარცხენა მხრიდან): მშობლების (უნგრეთი — არპადის ზოლები — ანჟუ-სიცილიის სახლი), პოლონეთი, დალმაცია, და უნგრეთი (ორმაგი ჯვარი).

ბუდა ლუი I-ის დროს გახდა ქვეყნის დედაქალაქი ვიშეგრადთან ერთად. ყველაფერმა ამან მეფის სასულიერო პირების მფარველობამ და მისმა ზრუნვამ განათლების გავრცელებისა უნგრელებში (სკოლების მოწყობა, 1367 წ. აკადემიის დაარსება) ის მეტად პოპულარული გახადა უნგრეთში. სხვანაირად უყურებდნენ მას პოლონეთში, ალბათ იმიტომ რომ, თვითონ ლუი I მუდმივად ცხოვრობდა უნგრეთში (უფრო სწორედ თანამედროვე სლოვაკეთის ტერიტორიაზე, რომელიც უნგრეთის სამეფოში შედიოდა), ცოტას ზრუნავდა პოლონეთში მომხდარ არეულობებზე და დავებზე ხელისუფლებაზე, მუდამ ითხოვდა მათგან ფულს და ბოლოს და ბოლოს პოლონეთს მოსწყვიტა ჩერვონა რუსი, და შეუერთა ის უნგრეთს.

ქორწინება[რედაქტირება]

ლუდოვიკ დიდი იყო ორჯერ ქორწინებაში (მარია ლუქსემბურგელზე, ხოლო მისი სწრაფი სიკვდილის შემდეგ — ელიზავეტა ბოსნიელზე), მაგრამ არ ჰყავდა ვაჟები. ელიზავეტასაგან მას ყავდა სამი ქალიშვილი — ეკატერინე, მარია და იადვიგა. ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების მიზნით მან ერთადერთ მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი უფროსი ქალიშვილი მარია, რომელიც დანიშნული იყო სიგიზმუნდ I-ის მიერ, იმპერატორ კარლოს IV ფონ ლუქსემბურგელის. მაგრამ ლუდოვიკოს სიკვდილისთანავე (1382) დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის, და უდიდესი ანჟუს მონარქია დაიშალა (იადვიგა გახდა პოლონეთის დედოფალი, ხოლო მარია — უნგრეთის).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • (1998) Magyarország története - 1301-1526 (The History of Hungary - 1301-1526). Budapest: Osiris Kiadó. ISBN 963-379-171-5.