ბოლესლავ IV
| ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანი | |
| Bolesław IV Kędzierzawy | |
| ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანი | |
| პოლონეთი, პოლონეთის მთავარი (პრინცეპსი) | |
| მმართ. დასაწყისი: | 1146 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1173 |
| წინამორბედი: | ვლადისლავ II ლტოლვილი |
| მემკვიდრე: | მიეშკო III ხუცესი |
| დაბ. თარიღი: | 1120 ან 1121 |
| გარდ. თარიღი: | 5 იანვარი, 1173 |
| გარდ. ადგილი: | პოლონეთი |
| მეუღლე: | 1. ვერშესლავა, 2. მარია |
| შვილები: | იხ. ქვემოთ |
| დინასტია: | პიასტები |
| მამა: | ბოლესლავ II |
| დედა: | სალომეა ფონ ბერგ-შელკინგენი |
| რელიგია: | კათოლიციზმი |
ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანი (პოლ. Bolesław IV Kędzierzawy; 1120/1121 — 5 იანვარი, 1173) — პოლონეთის მთავარი, პიასტების დინასტიის წარმომადგენელი.
ბოლესლავ III-სა და სალომეა ფონ ბერგ-შელკლიგენის ბერგის ჰერცოგის ქალიშვილის ვაჟიშვილი. დაქორწინებული იყო ნოვგოროდის მთავრის ქალიშვილზე ვერშესლავაზე, შეეძინათ ვაჟი ბოლესლავი, რომელიც მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა. ბოლესლავი ძალიან განიცდიდა მემკვიდრის გარდაცვალებას. შემდეგ დაქორწინდა მარიაზე, რომელმაც ასევე ვაჟი - ლეშეკი გაუჩინა, (ლეშეკ მაზოვიელი), და ქალიშვილი, რომელიც ცოლად გაყვა ერთ-ერთ რუს მთავარს.
ბოლესლავ IV მართავდა 1146 - 1173 წწ. მან გააძევა თავისი ძმა ვლადისლავი და წარჩინებულთა დახმარებით ხელში ჩაიგდო ქვეყნის მმართველობა. მაგრამ გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ ბარბაროსამ აიძულა ძმისთვის დაეთმო სილეზია, რომელიც შეუერთდა გერმანიას.
სტატიის