კაზიმირ IV

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაზიმირ IV იაგელონი
პოლ. Kazimierz Jagiellończyk
Kazimierz Jagiellonczyk.jpg
კაზიმირ IV იაგელონი (ნახატი იან მატეიკო)
პოლონეთი, პოლონეთის მეფე, ლიტვის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: ლიტვა - 1440, პოლონეთი - 1447
მმართ. დასასრული: ლიტვა - 1492, პოლონეთი - 1492
წინამორბედი: ლიტვა - სიგიზმუნდ კეისტუტოვიჩი, პოლონეთი - ვლადისლავ III ვარნელი
მემკვიდრე: ლიტვა - ალექსანდრ იაგელონი, პოლონეთი - იან I ოლბრახტი
სხვა წოდებები: ლიტვის დიდი მთავარი
დაბ. თარიღი: 1427
გარდ. თარიღი: 1492
მეუღლე: ელიზავეტა ჰაბსბურგი
შვილები: ვლადისლავ II იაგელონი
კაზიმირ წმინდა
იან I ოლბრახტი
ალექსანდრე I იაგელონი
სიგიზმუნდ I
ფრედერიკ იაგელონი
დინასტია: იაგელონები იაგელონები
მამა: ვლადისლავ II იაგაილო
დედა: სოფია გოლშანელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Coat of Arms of Casimir Jagiellon as king of Poland.svg
Coat of Arms of Casimir Jagiellon as king of Poland.svg

კაზიმირ IV იაგელონი (პოლ. Kazimierz Jagiellończyk, ბელარ. Казімір Ягелончык, ლიტვ. Kazimieras Jogailaitis, 1427—1492) — ლიტვის დიდი მთავარი (კაზიმირ I) 1440 წლის 29 ივნისიდან და პოლონეთის მეფე 1447 წლის 25 ივნისიდან.

ხელისუფლებაში მოსვლა[რედაქტირება]

იაგაილოს (ვლადისლავ II) და სოფიის ვაჟიშვილი, ვილნაში 1440 წელს გამოცხადდა ლიტვის დიდ მთავრად. პოლონეთისა და უნგრეთის ჯარების დამარცხების შემდეგ ვარნასთან (1444 წლის 10 ნოემბერი) და კაზიმირის უფროსი ძმის პოლონეთის მეფის ვლადისლავ III-ის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც მოჰყვა სამწლიანი უმეფობა, კაზიმირი არჩეულ იქნა პოლონეთის მეფედ. ლიტველების შეგონებით ის დიდი ხნის განმავლობაში არ თანხმდებოდა პოლონეთის გვირგვინის მიღებას, მაგრამ, როდესაც ნახა რომ პოლონელები სხვის არჩევას აპირებდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ დასთანხმდა (1447). კაზიმირის მდგომარეობა გართულებული იყო. როგორც ლიტვის მთავარი, მას არ შეეძლო უცებ ლიტვის და მისი დამოუკიდებლობის მტერი გამხდარიყო; როგორც პოლონეთის მეფე ის ლიტვის მტერი უნდა გამხდარიყო. კაზიმირის პოლიტიკურ ტაქტს უნდა მივაწეროთ ის რომ საქმე სისხლისღვრამდე არ მივიდა.

პოლონეთი და ლიტვის დიდი სამთავრო 1466 წელი

ტევტონელებთან ბრძოლა[რედაქტირება]

ტევტონთა ორდენი ბევრ საფიქრალს და შფოთს უქმნიდა კაზიმირს. ორდენის შესუსტებით გულ გაკეთებული მათზე დაქვემდებარებული პრუსიის ქალაქები ავტონომიას ითხოვდნენ; რაინდთა ორდენი არაფერს არ თმობდა; მაშინ ეს ქალაქები პოლონეთის ხელისუფლებას დანებდნენ. კაზიმირ IV ჩაერთო ორდენთან ხანგრძლივ ომში, რომელიც, ცვალებადი წარმატებებით მიმდინარეობდა და მეორე ტორუნის ზავით (მეორე ტორუნის მშვიდობა) დამთავრდა (1466), რომლის მიხედვით ორდენს დარჩა პრუსიის დასავლეთი, ხოლო პომორიის, ხოლმის, მალბორგის სავოევოდოები, ვარმიის სამთავრო და კიდევ რამდენიმე ქალაქი პოლონეთს დარჩა.

თათართა სახანოებთან და რუს სამთავროებთან ურთიერთობა[რედაქტირება]

1449 წელს კაზიმირმა დადო სამშვიდობო ხელშეკრულება მოსკოვის დიდ მთავართან ვასილი II, რომელიც შეიცავდა პირობებს ლიტვისა და მოსკოვის დიდი სამთავროების საზღვრების ურთიერთცნობა, კაზიმირი უარს ამბობდა ნოვგოროდზე პრეტენზიას და ერთმანეთის შიდაპოლიტიკური მტრების გამოყენებაზე უარის თქმა. მიუხედავად იმისა რომ ნოვგოროდში ძლიერი პროლიტვური პარტია არსებობდა, კაზიმირმა არ გაუწია პირდაპირი წინააღმდეგობა მოსკოვის მთავართა სამხედრო 1456, 1471 და 1478 წლის აქციებს ნოვგოროდის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია ნოვგოროდის მიწების მოსკოვის სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლა.

1458 წელს კიევში შექმნა მიტროპოლია, რომელიც მოსკოვის მიტროპოლიისაგან დამოუკიდებელი იყო, რომელიც არ ცნობდა 1439 წლის ფლორენციის უნიას. მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა, კაზიმირი და ვასილ II ღია ბრძოლაში არ ჩაბმულან, და ვასილ II-ის სასულიერო სიგელში (გარდაიცვალა 1462 წელს) ფიგურირებდა ფრაზა «უბრძანებ ჩემს მეუღლეს, და ჩემს ვაჟს ივანეს, და იურის, და ჩემს უმცროს შვილებს და ძმას ჩემსას, პოლონეთის მეფეს და ლიტვის დიდ მთავარს კაზიმირს» «А приказываю свою княгиню, и своего сына Ивана, и Юрья, и свои меншие дети брату своему, королю польскому и великому князю литовскому Казимиру»[1], ანალოგიური ფრაზაა მისი მამის ვასილ I დმიტრის ძის სასულიერო სიგელში]] «უბრძანებ ჩემს ვაჟს, მთავარს ვასილის, და მის მეუღლეს, ჩემი ძმის შვილებს და სიმამრს, დიდ მთავარს ვიტოვტს» «А приказываю сына своего, князя Василья, и свою княгиню, и свои дети своему брату и тестю, великому князю Витовту»[2].

დიდ ურდოში 1468 წელს მომაგრებული კაზიმირის მოკავშირე აჰმად (ახმად) ხანი ატარებდა დაშლილი ოქროს ურდოს სახანოების მის ქვეშ გაერთიანების პოლიტიკას, და ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთის ისევ დამორჩილებას. ამასთან ის ხვდებოდა ყირიმის ხანის მენგლი I გირეის და მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის წინააღმდეგობას, რომლების დროთა განმავლობაში (განსაკუთრებით ახმატის მიერ ყირიმის დროებითი აღებისა 1476—1478 წლებში და მენგრი გირეის ოსმალეთის იმპერიის ვასალად დაბრუნების დროს) გახდნენ სტრატეგიულ მოკავშირეებად. 1480 წელს კაზიმირმა მხარი არ დაჭირა ახმატ ხანს მოსკოვის წინააღმდეგ ბრძოლაში, მეტწილად უფრო ყირიმელების თავდასხმით პოდოლიაზე, და ახმატმა სტეპებში უკან დახევის დროს გაძარცვა კაზიმირის სამფლობელოები მდინარე ოკას ბასეინში. შემდეგ კაზიმირმა შეძლო თავისი ნათესავების ამბოხება და რითაც დაანგრია ივანე III-ის გეგმები მოსკოვის სამთავროს გავლენის გავრცელება კიევის მიცებზე. მაგრამ მაშინვე 1482 წელს მენგლი გირეიმ გაძარცვა კიევი და საერთო გამარჯვების ნიშნად ივანე III-ს გაუგზავნა სოფიის ტაძრის потир და დისკოსი [3]. 1487 წელს, უზენაესი მთავრების ივანე III -სთან გადასვლის შედეგად დაიწყო საზაზღვრო ომი მოსკოვის დიდ სამთავროსთან.

განუხორციალებელი პოლიტიკური გეგმები[რედაქტირება]

კაზიმირს ჰქონდა დიდი გეგმები პოლონეთის და ლიტვის, პრუსიის, ასევე ჩეხეთის, უნგრეთის და ვალახიის ახლო მჭიდრო დაკავშირებისა; მას სურდა ძლიერი ერთიანი სამეფო ძალაუფლების დამყარება, საეკლესიო რეფორმა, ქალაქების რეფორმა და სხვა, მაგრამ გარემოება არახელსაყრელი იყო მისთვის. იკრიბებოდა ყრილობები მეფის თავმჯდომარეობით, სახელმწიფოს საჭირბოროტო საქმეების განსახილველად, მაგრამ იგებდა მხოლოდ შლიახტა, იქმდის გაძლიერებული, რომ კაზიმირ მათთან ვაჭრობა უწევდა: აგებდნენ პანები (ბატონები), უმაღლესი საულიერო პირები და ქალაქები. კრაკოვის უნივერსიტეტი კაზიმირის დროს თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ევროპაში; ამ დროს მიეკუთვნება ბევრი ცნობილი პოლონელი მწერლების შემოქმედება. ლათინური ენა კაზიმირის დროს გახდა ძალიან გავრცელებული პოლონეთში.

ოჯახი[რედაქტირება]

კაზიმირი დაქორწინებული იყო ელჟბეტაზე (ელიზავეტა), წმინდა რომის იმპერიის იმპერატორის ალბრეხტ II-ის ქალიშვილზე. ყავდა ექვსი ვაჟი:

  • ულასლო II (ვლადისლავ) იაგელონი (1456—1516), ჩეხეთისა და უნგრეთის მეფე
  • კაზიმირ წმინდა (1458—1484), მამის წარმომადგენელი ლიტვაში, გარდაიცვალა ახალგაზრდა, კანონიზირებულია ეკლესიის მიერ;
  • იან I ალბრეხტი (1459—1501), მამის მემკვიდრეობით მიიღო პოლონეთის მეფობა;
  • ალექსანდრე I იაგელონი (1461—1506), მამის მემკვიდრე როგორც ლიტვის დიდი მთავარი, იან I ალბრეხტის გარდაცვალების შემდეგ პოლონეთის მეფე;
  • სიგიზმუნდ I (1467—1548), ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ გახდა პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი.
  • ფრედერიკ იაგელონი (1468—1503), კრაკოვის ეპისკოპოსი, შემდეგ კარდინალი და გნეზნოს არქიეპისკოპოსი

ასევე ყავდა შვიდი ქალიშვილი, რომელთაგან 5 ცოლად ყავდათ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მმართველებს:

  • იადვიგა (1457—1502), 1475 წლიდან ჰერცოგ ლანგუსტ-ბავარიის გეორგ მდიდარის ცოლი (1455—1503)
  • სოფია (1464—1512), 1479 წ-დან ბრანდებურგის-ანსბახისა და ბაირეიტის მარკგრაფის ფრიდრიხის (1460—1536) ცოლი, დედა ალბრეხტ პრუსიელის
  • ელიზავეტა (1465—1466/67)
  • ელიზავეტა (1472—1480/81)
  • ანნა (1476—1503), პომერანიის ჰერცოგის ბოგუსლავ X-ის ცოლი,
  • ბარბარა (1478—1534), 1496 წლიდან ჰერცოგ გეორგ წვერას ცოლი
  • ელიზავეტა (1482—1517), 1515 წლიდან ჰერცოგ ფრიდრიხ II ფონ ლიგნიცის (1480—1547) ცოლი

სქოლიო[რედაქტირება]

  1. დიდი მთავრის ვასილ II-ის სასულიერო სიგელი
  2. დიდი მთავრის ვასილ I-ის სასულიერო სიგელი (მესამე)
  3. გ. ივაკინი Історичний розвиток Києва XIII — середина XVI ст.თარგი:Ref-ua

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • Lewicki, «Wstapenie na tron polski Kazimierza Jag.» (XX т. «Rozpraw hist.»; კრაკოვის აკადემიის გამოცემა)
  • Papée, «Przełom w stosunkach miejskich ż a K.-Jag.»;
  • его же, «Polityka polska w czasie upadku Jerzego z Podjebradu 1466—71» (VIII т. «Rozpraw hist.»).