სიემოვიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიემოვიტი
Siemowit
Siemowit.PNG
პოლონეთი პოლიანთა მთავარი
მმართ. დასაწყისი:
მმართ. დასასრული:
წინამორბედი: პიასტი
მემკვიდრე: ლეცკო (ლეშეკი)
დაბ. თარიღი:
მეუღლე: ვიშესლავა
შვილები: ლეცკო (ლეშეკი)
დინასტია: პიასტი
მამა: პიასტი
დედა: ჟეპიხა

სიემოვიტი (პოლ. Siemowit) — ნახევრად ლეგენდარული პოლიანთა მთავარი, ცნობილია მხოლოდ გალ ანონიმის ქრონიკიდან. კოლესნიკი პიასტის და ჟეპიხას (ცნობილია როგორც რეპკა) უფროსი ვაჟიშვილი, მთავარ ლეცკოს (ლეშეკი) მამა. სიემოვიტი მთავრად არჩეულ იქნა პოლიანთა ვეჩეს მიერ იმის მერე, როდესაც მამამ პიასტმა უარი განაცხადა დაეკავებინა მთავარ პოპიელ II-ის ადგილი, რომელიც ლეგენდის თანახმად თაგვების მიერ იქნა დაკბენილი. პირველი საიმედოთ ცნობილი პოლონეთის მთავარი იყო სიემოვიტის შვილთაშვილი მიეშკო I.

სიემოვიტის ისტორიულობაზე კითხვა გაჩნდა მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს დადგა, მანამდე მის რეალურად არსებობაზე ეჭვიც კი არ არსებობდა. XX საუკუნის 60-იან წლებიდან გალ ანონიმის მონათხრობი მიეშკო I-ის წინაპრების შესახებ მკვლევარების უმრავლესობა თვლის ნამდვილად. თუკი სიემოვიტი ნამდვილად არსებობდა, მას უნდა ეცხოვრა მიახლოებით 845—900 წლებში, მისი ხელისუფლებაში მოსვლა როგორც პოლიანთა მთავარის მიაკუთვნებენ მიახლოებით IX საუკუნის მეორე ნახევარს. მისი სიკვდილის და დასაფლავების ადგილი არაა ცნობილი.

გალ ანონიმის ქრონიკა არ შეიცავს დაწვრილებით ინფორმაციას სიემოვიტის შესახებ. ავტორის მიხედვით ის «ვაჟკაცდებოდა და დღითი დღე აჩვენებდა თავის ისეთ კეთილშობილებას რომ, მეფეთა მეფემ და მთავართა მთავარმა [ანუ ღმერთი] ყველას გასახარად ის დანიშნა პოლონეთის მთავრად». მთავრად გახდომის შემდეგ, სიემოვიტი გართობის უგულვებელყოფით, სახელი გაითქვა კეთილშობილებით და განავრცო თავისი სამთავროს საზღვრები, ვიდრე ყოფილა ოდესმე მისი წინამორბედების დროს[1].


ისტორიულობა[რედაქტირება]

ისტორიოგრაფიაში არსებობს საკმაოდ ფართო დისკუსია სიემოვიტის, ლეცკოს (ლეშეკი) და ზემომისლის ისტორიულობაზე. მათი რეალურად არსებობის შესახებ ამტკიცებდნენ ჰენრიკ ლოვმიანსკი, ჰერარდ ლადუდა და კაზიმირ იასინსკი. თავის მონოგრაფიაში «პირველი პიასტრების გენიოლოგია» კაზიმირ იასინსკი წერდა[2]:

  • ვიკიციტატის ლოგო ვიკიციტატაში არის სტატია: სიემოვიტი.«გალას მონათხრობი მიეშკომდელ პიასტების შესახებ ნდობას იმსახურებს შემდეგი მიზეზების გამო: 1) ჟამთააღმწერელს ჰქონდა განზრახვა ამ ფრაგმენტში გადმოეცა მისი აზრით უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც იღებდა საიმედო მეხსიერებიდან. 2) ცნობები ინფორმაცია ამის შესახებ შემონახულ იქნა დინასტიურ ტრადიციაში, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დინასტიის დაწყებას 3) „მესამე მოთხრობა“ არ შეიცავს ლეგენდარულ (ზღაპრულ) ელემენტებს, ამასთან არ შეიძლება დაეთანხმო ბრალდებას რომ თითქოს იქ გამოჩენილი სახელები გამოგონილი იყოს რადგან 4) გალის მიერ ნახსენები სახელები ნახულობს მტკიცებულებებს მათი შედარებით ანალოგიურ ძველი რუსი მთავრების სიებში და ჩეხი პრჟემისლოვიჩების სიებში და 5) გალის სიების ნამდვილობას ადასტურებს კვლევების შედეგები რომელსაც პოლონეთი აწარმოებდა, და ამტკიცებდა, რომ ის არ ვრცელდებოდა მხოლოდ მიეშკო I-ის მეფობის პერიოდამდე».[3]

სიემოვიტის არსებობაზე ეჭვს იწვევს არქეოლოგიური კვლევები, რომლის თანახნადაც პოლიანების სახელმწიფოს აქტიური განვითარება დაიწყო X საუკუნის 20-იან წლებში, ასე რომ სიემოვიტის ლეცკოს და სიემომისლის მმართველობა ძალიან მოკლე უნდა ყოფილიყო. ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ქრონიკაში მოყვანილი მიეშკოს წინაპრების სახელებს აქვთ სიმბოლური მნიშვნელობა და შეიძლება ავტორის მიერ იყოს მოგონილი. ასევე არაა გამორიცხული, რომ გალის მონაყოლში დასახელებული მიეშკოს წინაპრები შეიძლება მართლაც არსებობდნენ და მოგონილი მხოლოდ მათი პოლიანების მთავრებად ყოფნა იყოს.

ლიტერატურა[რედაქტირება]


შენიშვნები[რედაქტირება]

  1. გალ ანონიმი. ქრონიკა ან პოლონეთის მმართველთა ქმედებანი. წიგნი I // სლავიანური ქრონიკები / თარგმანი ლ. მ. პოპოვი. — თარგი:მ.: გლაგოლი, 1996. — С. 333—334.
  2. Jasiński K. Rodowód pierwszych Piastów. — Warszawa, 1992 (რეპრინტი). — S. 46-47.
  3. Przekaz Galla o Piastach przedmieszkowych zasługuje na zaufanie aż z kilku względów: 1. intencją kronikarza właśnie w tym fragmencie jego relacji było przekazanie wiadomości, które uważał za prawdziwe, zaczerpnięte z wiernej pamięci, 2. wiadomości te przechowały się w tradycji dynastycznej przywiązującej dużą wagę do początków dynastii, 3. treść "trzeciej opowieści" nie zawiera elementów legendarnych (baśniowych), przy czym nie do przyjęcia jest zarzut zmyślenia występujących w niej imion, 4. lista imion u Galla znajduje poparcie poprzez porównanie jej z podobnymi listami książąt ruskich i czeskich Przemyślidów oraz 5. autentyczność listy Gallowej potwierdzają wyniki badań nad początkami państwa polskiego, wykazujące, że nie sięgają one dopiero panowania Mieszka I.