ბოლესლავ III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლესლავ III
Bolesław III Krzywousty
Boleslav III of Poland.jpg
პოლონეთი პოლონეთის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1102
მმართ. დასასრული: 1138
წინამორბედი: ვლადისლავ I ჰერმანი და ზბიგნევი
მემკვიდრე: ვლადისლავ II განდევნილი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 აგვისტო 1085
დაბ. ადგილი: კრაკოვი
გარდ. თარიღი: 28 ოქტომბერი 1138
გარდ. ადგილი: სოხაჩევი, პოლონეთი
მეუღლე: სბისლავა სვიატოპოლკის ასული
შვილები: ვაჟიშვილები: ვლადისლავ II განდევნილი, სტანისლავი
ქალიშვილი: მარია
დინასტია: პიასტი
მამა: ვლადისლავ I ჰერმანი
დედა: იუდიტა ჩეხი
ხელმოწერა: POL Przemysł II 1295 COA.svg

ბოლესლავ III პირმრუდე (პოლ. Bolesław III Krzywousty; დ. 20 აგვისტო 1085, კრაკოვი — გ. 28 ოქტომბერი 1138, სოხაჩევი, პოლონეთი) — პოლონეთის მთავარი ( 1102 წლიდან), პიასტების დინასტიის წარმომადგენელი.

ბოლესლავ III იყო მთავარ ვლადისლავ I ჰერმანის და იუდიტა ჩეხის ჩეხეთი მეფის ვრატისლავ II-ის ქალიშვილის მეორე ვაჟი.

ტახტისათვის ბრძოლა[რედაქტირება]

ვლადისლავ I ჰერმანის გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის ბრძოლა პოლონეთში დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდა, მისი ორი ვაჟს — ზბიგნევს და ბოლესლავ III შორის. ამ ბრძოლაში ბოლისლავი ეყრდნობოდა პოლონეთის მსხვილ არისტოკრატიის ნაწილს, უმაღლეს სასულიერო პირებს და რაინდებს, ასევე კიევის რუსეთთან და უნგრეთთან კავშირს. ზბიგნევი, თავის მხრივ, ეყრდნობოდა წმ. რომის იმპერიის იმპერატორის, ჩეხეთის მთავრის და დას. პომორიის მთავრების დახმარებას. 1106 წელს ზბიგნევი დაამარცხა ბოლესლავმა და გაიქცა პომორიეში. შედეგად გამარჯვება ბოლესლავს ერგო, რომელმაც 1108 წელს თავისი ხელისუფლება მთელ პოლონეთის მიწებზე განავრცო.

მაგრამ ზბიგნევმა იმპერატორს მიმართა დახმარებისათვის, და 1109 წელს პოლონეთში შემოიჭრა ჰაინრიხ V ათიათასიანი არმიით. ბოლესლავმა შეძლო გერმანული არმიის დამარცხება გლოგუვის ბრძოლაში და ვროცლავის ალყის მოხსნა. ჩეხეთის ჯარებიც გაძევებული იქნენ პოლონეთის ტერიტორიიდან. მალე ბოლესლავ III შეძლო შერიგებოდა ჩეხეთს და იმპერიასაც, ხოლო თავისი 1112 წელს უფროსი ძმა დააბრმავა.

პომორიეს დაქვემდებარება[რედაქტირება]

იმპერიასთან კონფლიქტის შეწყვეტამ ბოლესლავ III საშუალება მისცა დაეწყო პომორიის დაუფლების პროცესი, რომლებზეც პოლონეთის მთავრების ხელისუფლება უკვე ერთი საუკუნის განმავლობაში იყო ნომინალური. 1113 წელს ბოლესლავმა დაიკავა პომორიის ციხე-სიმაგრე ნაკლო და აღადგინა თავისი ძალაუფლება მდინარე ნოტეცის მიმდინარე რაიონზე. პომორიეს დამორჩილების შემდეგი ეტაპი მოდის 1116—1119 წლებზე, როდესაც პოლონეთის ჯარმა აიღო გდანსკი და დაიმორჩილა აღმოსვლეთ პომორიე.

მაგრამ მთავარი ბრძოლა გაჩაღდა დასავლეთ პომორიესათვის (პომერანია), ერთერთი ყველაზე განვითარებული პოლონურ მიწებს შორის მდიდარი და ავტონომიური ქალაქებით (შჩეცინი, ვოლინი, კოლობჟეგი) და ძლიერი გერმანული გავლენით. 1121 წელს პოლონურმა ჯარებმა დაიკავეს შჩეცინი, შემდეგ წელს კუნძულ რიუგენის ოკუპაცია მოახდინა. დასავლეთ პომორიის მთავრებმა აღიარეს პოლონეთის სიუზერენიტეტი. ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით ბოლესლავ III-მ დაიწყო დასავლეთ პომორიეს აქტიური გაქრისტიანება. ბამბერგის ეპისკოპოსის ოტტონის დახმარებით მან 1124—1125 წლებში მოაქცია ქრისტიანობაზე პომერანია რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი წარმართები იყვნენ. 1128 წელს დაარსებულ იქნა პომორიის საეპისკოპოსო ვოლინში (მოგვიანებით გადაიტანეს კამენ პომორსკი (კამინი)).

მაგრამ პოლონეთის გავლენას პომორიეზე საფრთხეს უქმნიდა წმინდა რომის იმპერიის ჩრდილო აღმოსავლეთის გერმანული სამთავროების: ბრანდებურგის, საქსონიის, მეისენის და ასევე მაგდებურგის საეპისკოპოსოს გაძლიერება. 1127 წელს მათი ზეწოლით დასავლეთ პომორიეს მთავარმა ვარტისლავმა აღიარა იმპერატორის სიუზერენიტეტი და პოლონეთის წინააღმდეგ გამოვიდა. საპასუხოდ ბოლესლავ III შეუთანხმდა დანიას და პოლონეთ-დანიური ჯარებით 1129 წელს შეიჭრა დასავლეთ პომორიეს ტერიტორიაზე და სასწრაფოდ დაიმორჩილა სამთავრო. ვარტისლავი გაიქცა ქვეყნიდან, მიწები ოდერის იქით და კუნძული რიუგენი დანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, სამთავროს აღმოსავლეთი კი - პოლონეთის. მიუხედავად ყველაფრისა მთლიანად პომორიეს დამორჩილება მაინც ვერ მოხერხდა: ბოლესლავ III-ს ყურადღება გადატანილ იქნა კიევის რუსეთში და უნგრეთში მიმდინარე პროცესებზე (იხ. ქვემოთ), 1135 წლის იმპერიულ შეკრებაზე მერზებურგში ბოლესლავ III აღიარებული იქნა დასავლეთ პომორიეს სუზერენად, თუმცა მან თავის მხრივ მიიღო იმპერატორის ომაჟი ამ მიწებზე.

კიევის რუსეთისა და უნგრეთის სამოქალაქო არეულობებში მონაწილეობა[რედაქტირება]

იმ მიზეზით რომ მას ცოლად ყავდა კიევის რუსეთის დიდი მთავრის სვიატოპოლკ II-ის ქალიშვილი ის არაერთხელ ჩარეულა რუსი მთავრების შიდა არეულობებში და იბრძოდა ვლადიმირ მონომახთან თუმცა წარუმატებლად.

ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა ბოლესლავის ჩარევა უნგრეთის შიდა კონფლიქტებში. ოილონეთის მთავარმა მხარი დაუჭირა ჰერცოგ ბორისის პრეტენზიებს მეფე ბელა II ბრმის წინააღმდეგ. 1132 წ. ბოლესლავ III ჯარი განადგურებული იქნა ბელა II მიერ შაიოს ბრძოლაზე. ამავე დროს სილეზიაში შემოიჭრა ჩეხეთის არმია, რომლებიც უნგრეთის მეფის მოკავშირეები იყვნენ. ბოლესლავ III იძულებული იყო 1135 წელს ეღიარებია ბელა II უნგრეთის მეფედ.

ბოლესლავ III სტატუტი[რედაქტირება]

ბოლესლავ III-ის სარკოფაგი პლოცკის საკათედრო ტაძარში

თავისი სიკვდილის წინ 1138 წელს ბოლესლავმა გამოაქვეყნა თავისი ანდერძი, ცნობილი როგორც ბოლესლავ პირწამხდარის სტატუტი. მის თანახმად პოლონეთის სახელმწიფო ექვემდებარებოდა გაყოფას მის ვაჟებზე: უფროსი ვლადისლავ II განდევნილი ღებულობდა სილეზიას, მეორე ვაჟი ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანი — მაზოვიას და აღმოსავლეთ კუიავიას, მიეშკო III მოხუცს — დიდი პოლონეთის დიდი ნაწილი პოზნანთან ერთად, ხოლო უმცროსს ჰენრიხ (სანდომირის მთავარს) — სანდომირი და ლუბლინი. პოლონეთის დანარჩენ ტერიტორიას (კრაკოვის მიწა, სერაძი-ლენჩიცის მიწა, დასავლეთ კუიავია და დიდი პოლონეთის აღმოსავლეთი) უნდა შეექმნა თავისი განსაკუთრებული წარმონაქმნი, რომელიც გადაეცემოდა პიასტების დინასტიიდან უფროს მთავარს - უზენაეს მთავარს. ასე ფორმირდებოდა სენიორატთა სისტემა: პოლონეთი უნდა გაყოფილიყო რამდენიმე მცირე სამთავროდ, რომლებიც ნომინალურად ექვემდებარებოდნენ დინასტიის უზენაეს მთავარს, რომელიც იღებდა კრაკოვის დიდი მთავრის ტიტულს და თავისი სამემკვიდრეო მიწებთან ერთად ქმნიდა ცენტრალურ ერთიან წარმონაქმნს. მას ასევე პირდაპირ უნდა დაქვემდებარებოდა პომორიე. კრაკოვის დიდი მთავარი იყო პასუხისმგებელი პოლონური მიწების საგარეო პოლიტიკაზე, უნსდა ეზრუნა ქვეყნის თავდაცვაზე და საეკლესიო საკითხებზე.

ფაქტობრივად ბოლესლავის სტატუტმა 200 წელზე მეტ ხანს შეინარჩუნა პოლონეთის ფეოდალური დანაწევრების სისტემა და გამოიწვია ისეთი პოლონური მიწების დაკაგვა როგორებიც იყო სილეზია და პომორიე.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება]

ვლადისლავ II განდევნილი (1105 — 30.05.1159), კრაკოვის მთავარი (მთავარი-პრინცეპსი) (1139—1146), სილეზიის მთავარი (1138 წ-დან.)
სტანისლავი (1108 — 01.06.1124 შემდეგ)
მარია (დაიბ. 1111), ცოლად გაჰყვა (1124) ვსევოლოდ დავიდის ძეს, მურომის მთავარს
  • (მარტი/ივლისი 1113) სალომეა (მიახ. 1096 — 27.07.1144), გრაფი ჰენრიხ ბერგ-შელკლინგენის ქალიშვილი
ადელაიდა (1114 — 25.03.1130/31), 1128/29-დან გათხოვდა ალბრეხტ II ბაბენბერგ მარკგრაფ ავსტრიელზე (13.02.1107 — 09.11.1137)
ლეშეკი (1115 — 26.08.1137)
რიკსა (1116 — 25.12.1155 შემდეგ), ცოლად გაჰყვა 1. (1127/29) მაგნუს ძლიერს, შვედეთის კონუნგს; 2. (მიახ. 1136) ვოლოდარ გლების ძეს, მინსკის მთავარს; 3. (1143 შემდეგ) სვერკერ I უფროსს, შვედეთის კონუნგს.
ელჟბეტა (დაიბ. 1119), ცოლად გაჰყვა (1131) კონრად პლიოტცკაუს, ჩრდილოეთ მარკის მარკგრაფს. (გარდ. 1132)
სოფია (მიახ. 1120 — 10.10.1136)
კაზიმირი (16.08.1122 — 19.10.1131)
გერტრუდა (1123/24 — 07.05.1160), ცვაიფელტენის მონასტრის მონაზონი
ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანი (1125 — 03.04.1173), კრაკოვის მთავარი (მთავარ-პრინცეპსი) (1146—1173), მაზოვიის და კუიავიის მთავარი (1138 წ-დან)
მიეშკო III მოხუცი (1126/27 — 13.03.1202), კრაკოვის მთავარი (მთავარ-პრინცეპსი) (1173—1177), კრაკოვის მთავარი (1190, 1199—1202), დიდი პოლონეთის მთავარი (1138 წ-დან)
დობრონეგა-ლიუდგარდა (1128/29 — 1147 შემდეგ), ცოლად გაჰყვა (1142) დიტრიჰს, ლუჟიცის მარკგრაფს (1128 — 09.02.1185), დაცილდნენ 1144 შემდეგ
ჰენრიხი (მიახლ. 1130 — 18.10.1166), სანდომირის მთავარი (1138-დან)
იუდიტა (1132/34 — 08.07.1172/74), ცოლად გაჰყვა (1148) ოტტონ I-ს, ბრანდებურგის მარკგრაფს
აგნეშკა (1137 — 1182 შემდეგ), ცოლად გაჰყვა (1148/49) მსტისლავ II იზიასლავის ძეს, ვოლინის მთავარს და კიევის რუსეთის დიდ მთავარს
კაზიმირ II სამართლიანი (1138 — 05.05.1194), კრაკოვის მთავარი (1177—1190, 1190—1194)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]