კაზიმირ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაზიმირ I აღმდგენელი
Kazimierz I Odnowiciel
Kazimierz I Odnowiciel.jpg
პოლონეთი პოლონეთის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1039
მმართ. დასასრული: 1058
წინამორბედი: მიეშკო II ლამბერტი
მემკვიდრე: ბოლესლავ II გულადი
დაბ. თარიღი: 25 ივლისი 1016
გარდ. თარიღი: 28 ნოემბერი 1058
გარდ. ადგილი: დასაფლავებულია პოზნანის წმ. პეტრე და პავლე სახ. საკათედრო ტაძარში
მეუღლე: მარია დობრონეგა კიეველი
შვილები: ვაჟიშვილები: ბოლესლავ II გულადი, ვლადისლავ I ჰერმანი და მიეშკო
ქალიშვილი: სვეტოსლავა
დინასტია: პიასტი
მამა: მიეშკო II ლამბერტი
დედა: რიკსა ლოტარინგიელი
ხელმოწერა: POL Przemysł II 1295 COA.svg

კაზიმირ I აღმდგენელი (პოლ. Kazimierz I Odnowiciel) (1016 წ. 25 ივლისი — 1058 28 ნოემბერი — პოლონეთის მთავარი (1039 წ.), პიასტების დინასტიის წარმომადგენელი.

კაზიმირ I იყო პოლონეთის მეფის მიეშკო II ლამბერტის და რიკსა ლოტარინგიელის (რეინლანდ-პფალციის პფალცგრაფის ქალიშვილი) ვაჟიშვილი. მამის სიკვდილმა 1034 წ. ქვეყანა მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო. მაღალმა არისტოკრატიამ და სასულიერმა პირებმა მთავრის და მისი დედის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყეს და ქვეყნიდან გააძევეს. ქვეყანაში დაიწყო ბრძოლა შლიახტებსა და გლეხობას შორის; ქრისტიანული სარწმუნოება რომელიც ახალი შემოსული იყო დაკნინებას განიცდის; სახელმწიფო ხელისუფლება მხოლოდ ქალაქებში შემორჩა. გლეხობის 1037—1038 წ. ამბოხება იმ დროისათვის ყველაზე დიდი აჯანყება იყო თავისი მასშტაბით. პოლონეთისაგან განცალკევდნენ პომორიე და მაზოვია, სადაც ადგილობრივი დინასტიები დამკვიდრნენ. შერყეული იქნა პოლონეთის სახელმწიფოებრიობის საფუძველი. ბოლო დარტყმა იყო — ჩეხეთის მთავრის ბრჟეტისლავ I შემოსევა 1038 წელს, რომელმაც აიღო გნეზნო, მან გაიტანა წმინდა ვოიცეხის ნაწილები და სილეზია ისევ შეუერთა ჩეხეთს.

კაზიმირი ჯერ უნგრეთში მეფე იშტვან I წმინდასთან ცხოვრობდა, შემდეგ კი დედასთან საქსონიაში. პოლონეთში წარმართობის დაბრუნების და ჩეხეთის დაქვემდებარებაში შესვლის შიშით მის დასახმარებლად მოვიდა წმინდა რომის იმპერიის იმპერტორი ჰაინრიხ III (სრი). გერმანული ჯარების დახმარებით 1039 წ. კაზიმირ I აღადგინა თავისი ძალაუფლება პოლონეთში. ამბოხება ჩახშობილ იქნა, არისტოკრატები კი დაწყნარებული. მაგრამ მას იმპერატორის დახმარებისათვის ძვირი ფასი უნდა გადაეხადა: პოლონეთი აღიარებდა წმინდა რომის იმპერიის სუზერენიტეტს.

1042 წ. კაზიმირი დაქორწინდა კიევის დიდი მთავრის იაროსლავ ბრძენის დაზე, დობრონეგაზე (ნათლობით - მარია). რუსული ჯარის დახმარებით კაზიმირმა შეძლო პოლონეთისთვის დაებრუნებინა მაზოვია (1047 წ.) მაგრამ იმპერატორის პოზიციის გამო მან ვერ მოახერხა პომორიეს დაბრუნება, მხოლოდ აღმოსავლეთ პომორიემ ცნო პოლონეთის ხელისუფლება, დასავლეთ პომორიე დარჩა იმპერიის შემადგენლობაში. 1054 წ. პოლონეთს ხარკის გადახდის შემდეგ ჩეხეთმა დაუბრუნა სილეზია.

კაზიმირ I

სახელმწიფოს შიგნით კაზიმირი ცდილობდა მთავრის ხელისუფლების ავტორიტეტის ამაღლებას და ხელს უწყობდა ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას ეკლესიებისა და მონასტრების აშენებით. კაზიმირ I მართველობის შედეგად მოხდა პოლონეთის სრული აღდგენა, რისი საფასურიც პოლონეთის დამოუკიდებლობის დაკარგვა იყო.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება]

ბოლესლავ II გულადი (1042—1081), მთავარი და პოლონეთის მეფე (1058—1079)
ვლადისლავ I ჰერმანი (1043—1102), პოლონეთის მთავარი (1079—1102)
მიეშკო (16.04.1045 — 06.12.1065)
სვეტოსლავა (1048 — 01.09.1126), ცოლად გაჰყვა (1062) ვრატისლავ II, ჩეხეთისმეფეს