კარლ რობერტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კარლ რობერტი – (დ. 1288 – გ. 16 ივლისი, 1342, ვიშეგრადი) – უნგრეთის მეფე 1308-1342 წლებში. უნგრეთში ანჟუს დინასტიის დამაარსებელი. კარლ რობერტის მეფობის დროს განმტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება, რომელსაც მხარს უჭერდა ეკლესია, წვრილი თავადაზნაურობა და მოქალაქეები; იზრდებოდა ქალაქები, ვითარდებოდა ვაჭრობა და სამთო საქმე. 1335 წელს კარლ რობერტმა სავაჭრო შეთანხმება დადო ჩეხიასთან და პოლონეთთან. წარუმატებლად ებრძოდა ვენეციას, სერბიას, ვლახეთს.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 409-410, თბ., 1980 წელი.